ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თავდაპირველად, ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გიორგი იანტბელიძის გუნდში ცვლილებებია, ევროპირველობაზე არ გამოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც, მაისში, სოფიაში დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირისთვის ემზადება. კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ამჯერად ზურაბ იაკობიშვილის დააკლდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომში შეკრება 15 აპრილს დაასრულა და პოლონეთში გუშინ გაემგზავრა და გუნდის შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ბექა ლომთაძე 65 კგ – შმაგი თოდუა 70 კგ – დავით…

მეტი

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

3 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესანიშნავი სტარტი კიევში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველი საფინალო დღე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდის ხუთივე წევრმა შეძლო პირველ საშეჯიბრო დღეს ფინალში გასვლა და ეს შედეგი მართლაც შესანიშნავია, რასაც ვერ. ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე. რომელიც მხოლოდ ერთ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა დღეს და ისიც გიორგი სულავას (74კგ) ანგარიშზეა. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ ირანელი აბასპურაჯი, დაძაბულ შეხვედრაში, 3:3-ზე დაამარცხა და ეროვნულ გუნდს პირველი ოქრო მოუტანა. ლერი…

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლო ჩემპიონატზე, გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ირაკლი მწითური (92კგ) ნახევარფინალში არიან. გენო პეტრიაშვილმა კი აშკარა უპირატესობით მოუგო  ჯერ კოსოვოელ შალას, 1/4 ფინალში კი სირიელი ხუტაბა. ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ამ გამარჯვებით, პეტრიაშვილი უკვე შევიდა ექვსეულში, რაც იმას ნიშნავს, რომ მან თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი ლიცენზია მოუტანა, საქართველოს კი – მეოთხე. ირაკლი მწითურმა 5-0 დაამარცხა იაპონელი ტაკუმა ოტსუ და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მოქმედ…

მეტი

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კამპანია – „ძლიერები არ ძალადობენ“ თბილისის საჯარო სკოლებში გრძელდება

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის – „ძლიერები არ ძალადობენ“ ფარგლებში, თბილისის 166-ე საჯარო სკოლას კამპანიის კეთილი ნების ელჩები: თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი ეწვივნენ. შეხვედრას სკოლის მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის უფროსი გელა გელაძე, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი უფროსი თეონა ჩიტიაშვილი და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მარიამ ალანიაც ესწრებოდნენ. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებმა მოზარდებთან ბულინგისა და დისკრიმინაციის პრობლემის არსის შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული მაგალითები განიხილეს. საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს ცნობილმა სპორტსმენებმაც. შეხვედრაზე განსაკუთრებული…

მეტი

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი