ზაზა ფაჩულიას საქართველოში დირკ ნოვიცკი ჩამოჰყავს

ზაზა ფაჩულიას საქართველოში დირკ ნოვიცკი ჩამოჰყავს

ზაზა ფაჩულიას საქართველოში ლეგენდარული კალათბურთელი, გერმანელი დირკ ნოვიცკი ჩამოჰყავს. გერმანელს ზაზა ფაჩულიას აკადემია 3 აგვისტოს, 17:00 საათზე უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ზაზა ფაჩულიას აკადემიამ გაავრცელა. “კალათბურთის ლეგენდა დირკ ნოვიცკი ზაზა ფაჩულიას აკადემიაში. 3 აგვისტოს, 17:00 საათზე გელოდებით. სტუმარი ჩვენი აკადემიის მოთამაშეებს შეხვდება. გაიზიარე წარმატებული კალათბურთელის გამოცდილება, გამოიყენე შესაძლებლობა”, – წერია ინფორმაციაში.  

მეტი

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“დეტროიტ პიტონსის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზაზას გუნდს, გამთენიას, მაიამიში, “მაიამი ჰიტთან” შეხვედრა ჰქონდა, რომელიც 108:74 წააგო. American Airlines Arena-ზე, ქართველი ჩოგბურთელი თანამემამულის საგულშემატკივროდ მივიდა. “მადლობა, ჩემო ბიჭო, მოსვლისა და თამაშზე მხარდაჭერისთვის”, – წერს ზაზა ფაჩულია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან “ინდიან უელსის” 1000-იან მასტერსზე პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო კვალიფიკაციის მე-18 ნომერი ახლა მაიამიშია და მორიგი ტურნირისთვის ემზადება.

მეტი