ყველაფერი დასრულებულია – ლადო ხინჩეგაშვილი სალიცენზიო ტურნირს ვერ იჭიდავებს

ყველაფერი დასრულებულია – ლადო ხინჩეგაშვილი  სალიცენზიო ტურნირს  ვერ იჭიდავებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირს, რომელიც 6-9 მაისს სოფიაში გაიმართება, ვერ იჭიდავებს. ოლიმპიურ ჩემპიონს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ფეისბუქის “სთორიში” თავად გაავრცელა. “ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია”, – წერს ოლიმპიური ჩემპიონი. ხინჩეგაშვილმა ევროპის ჩემპიონატი იმიტომ გამოტოვა, რომ სწორედ ამ სალიცენზიო ტურნირისთვის მომზადებულიყო,თუმცა, ის წერს, რომ მისთვის ახლა ყველაფერი დასრულდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გიორგი იანტბელიძეს სოფიას ტურნირზე შემადგენლობის შერჩევა აშკარად გაუჭირდება, რადგან ევროპირველობიდან COVID-19-ით დაბრუნდა…

მეტი

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თავდაპირველად, ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გიორგი იანტბელიძის გუნდში ცვლილებებია, ევროპირველობაზე არ გამოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც, მაისში, სოფიაში დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირისთვის ემზადება. კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ამჯერად ზურაბ იაკობიშვილის დააკლდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომში შეკრება 15 აპრილს დაასრულა და პოლონეთში გუშინ გაემგზავრა და გუნდის შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ბექა ლომთაძე 65 კგ – შმაგი თოდუა 70 კგ – დავით…

მეტი

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ბუდაპეშტში მიემგზავრებიან, სადაც 18-21 მარტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. ხვალ დილით, უნგრეთის დედაქალაქში გიორგი ინტბელიძის გუნდი გაემგზავრება, რომელიც ხალიჩაზე პირველ ორ საშეჯიბრო დღეს გამოვა, ზეგ კი ბუდაპეშტში უკვე ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი გაფრინდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 2 ლიცენზიაა მძიმე წონებში, დარჩენილ 4 წონით კატეგორიაში კი შემადგენლობა სავარაუდოდ ასე დადგება: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი, 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე, 86 კგ…

მეტი

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, დამსახურებული მწვრთნელი და გორში, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ნუგზარ სხირელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს საღამოს გარდაიცვალა. ნუგზარ სხირელი 1992-1994 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მოგვიანებით კი, ეროვნული გუნდის თავკაციც. მისი მოსწავლეები იყვნენ დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ა.შ. ბოლო წლებში ის, ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ოლიმპიური პრიზიორისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი იყო.

მეტი

4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან

4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირს ნიცაში დაუბრუნდა და საკმაოდ მაღალი რეზულტატიც დააფიქსირა. ტურნირი სულ სამ დღეს ტარდება და ათივე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები ერთ დღეს გამოვლინდნენ. ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურა იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიპოვეს. ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა 57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილს, რომელმაც საქართველოს მოგებით შემადგენლობიდან ოთო გოგავა ამოაგდო და ბრინჯაოს მედალს…

მეტი

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის “მშვიდობა და სპორტი” პრემიის ნომინანტია

საქართველო საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის “მშვიდობა და სპორტი” პრემიის ნომინანტია

საქართველო წარდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციის – “მშვიდობა და სპორტი” (Peace and Sport) 2020 წლის პრემიაზე, ნომინაციაში – “წლის საუკეთესო ინიციატივა”. 

საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, საქართველოს კანდიდატურა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით, სპორტის საერთაშორისო დღის (6 აპრილი) აღნიშნვასთან დაკავშირებული ონლაინ-აქტივობებისთვის გამოარჩია. 

ნომინაციაში გამარჯვებული ონლაინ-გამოკითხვის შედეგად, ხმის მიცემით გამოვლინდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: https://www.peace-sport.org/ ხმის მისაცემად საჭიროა გადასვლა ბმულზე: https://bit.ly/3q5GROh 
მარჯვენა მხარეს, შესაბამის ველში (Vote for the April6 Initiative of the Year) შევარჩევთ N 3…

მეტი

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

პატრიარქმა ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს უმასპინძლა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილსა და ქართველ მოჭიდავეებს საპატრიარქოში უმასპინძლა. ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს, ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის გამო დააკავა და მოგვიანებით, მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 28 დეკემბერს კი ის გაათავისუფლეს. ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დიდი წვლილი ქართველ მოჭიდავეებს მიუძღვით, რომელთა დახმარებითაც ექიმი ოჯახთან კონტაქტს ახერხებდა და სათანადო პირობებში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, დღეს პატრიარქმა, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახთან ერთად, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა…

მეტი

გოგავა და მაჭარაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულები არიან

გოგავა და მაჭარაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულები არიან

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 57 და 97 კგ წონით კატეგორიებში, ოთარ გოგავასა და გივი მაჭარაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, გოგავამ თურმანიძეს სძლია, გივი მაჭარაშვილმა კი – მეტრეველს. დღესვე, ჩემპიონები გაირკვნენ 65, 74 და 86 კგ წონით კატეგორიებში, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ავთანდილ კენჭაძემ და დათო მარსაგიშვილმა მოიგეს. საქართველოს თასი, თებერვალში გასამართ ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრებების შემადგენლობას დააკომპლექტებს.

მეტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასი, საქართველოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ტრიუმფით დასრულა. 65 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, ევროპის სამგზის ჩემპიონი ედემი ბოლქვაძეს დაუპირისპირდა და ანგარიშით – 10:4 დაამარცხა. ბათუმის სპორტის სასახლე თავისუფალ და ბერძნულრ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს თასს 13 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირის გამარჯვებულებით ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებები დაკომპლექტდება.

მეტი

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

ავთო კენჭაძე მოსკოვის გრან პრის ფინალშია

მოსკოვში მიმდინარე პრესტიჟული გრან პრის ფინალში გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ). ქართველმა ფალავანმა, აზერბაიჯანელი ხაჯიმურად გაჯიევი აშკარა უპირატესობით – 2:12 გაანადგურა და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე ოთხ-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. მოსკოვის გრან პრიზე, კენჭაძის გარდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) იჭიდავებენ. ტურნირის საპრიზო ფონდი 200 ათასი დოლარია.

მეტი
1 2 3