ლაშა გობაძემ რუსი ალირზაევი დაამარცხა და ტოკიოს ლიცენზიას დაეუფლა

ლაშა გობაძემ რუსი ალირზაევი დაამარცხა და ტოკიოს ლიცენზიას დაეუფლა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მოიპოვა. ლაშა გობაძემ (87კგ), ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, რუს ალირზაევს 9:5 მოუგო და ფინალში ასპარეზობა გაინაღდა, რაც ავტომატურად ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას იძლევა. ამრიგად, ვლადიმერ გეგეშიძის ნაკრების ყულაბაში მეოთხე ლიცენზია ჩავარდა. დღესვე, 67 კგ წონით კატეგორიაში, ლიცენზია ეროვნულ გუნდს რამაზ ზოიძემ მოუტანა. 60 და 77 კგ წონით კატეგორიებში ლიცენზიების დაუფლებას ბერძენ-რომაელები სოფიას ტურნირზე ეცდებიან, რომელიც მაისის დასაწყისშია დაგეგმილი.

მეტი

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

რამაზ ზოიძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ბერძულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (67კგ) ტოკიოს საგზური მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ, ზოიძემ, ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირის ნახევარფინალში, სომეხი მეტოქე სამ წუთზე ნაკლებ დროში აშკარა უპირატესობით, პირველივე პერიოდში, 10:1 დაამარცხა და ვლადიმერ გეგეშიძის გუნდს მესამე ლიცენზია მოუტანა. დღესვე, ტოკიოსთვის ლაშა გობაძე (87კგ) იჭიდავებს, რომელსაც ლიცენზიამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს.

მეტი

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

მოჭიდავეები ბუდაპეშტის სალიცენზიო ტურნირზე მიემგზავრებიან

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ბუდაპეშტში მიემგზავრებიან, სადაც 18-21 მარტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება. ხვალ დილით, უნგრეთის დედაქალაქში გიორგი ინტბელიძის გუნდი გაემგზავრება, რომელიც ხალიჩაზე პირველ ორ საშეჯიბრო დღეს გამოვა, ზეგ კი ბუდაპეშტში უკვე ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი გაფრინდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში 2 ლიცენზიაა მძიმე წონებში, დარჩენილ 4 წონით კატეგორიაში კი შემადგენლობა სავარაუდოდ ასე დადგება: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი, 65 კგ – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 74 კგ – ავთანდილ კენჭაძე, 86 კგ…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დააასრულა. 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ეს არის ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი მონაგარი უკრაინის დედაქალაქიდან. 5 ოქროს ფინალიდან, ორი ქართული შედგა. რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია, იაკობ ქაჯაიამ კი – ზვიად პატარიძეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება: ოქრო ნუგზარ წურწუმია 55 კგ ლერი აბულაძე 63 კგ რამაზ ზოიძე 67 კგ აივენგო რიკაძე 82 კგ იაკობ ქაჯაია 130 კგ ვერცხლი ჯონი…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალისტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე. კიევის საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო, ხალიჩაზე კი, ორივე სტილით ჭიდაობაში 5-5- წონითი კატეგორია გამოვიდა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი აშკარად იმედისმომცემად გამოიყურება, რადგან ხუთივე წონაში შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში გასასვლელად რამაზ სილაგავას სძლია, შემდეგ კი ყირგიზი კონკურენტი…

მეტი

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ხვალ უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. კიევში დაფიქსირებული შედეგებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 19-21 მარტს, ბუდაპეშტში გასამართ ტოკიოს სალიცენზიო შეჯიბრზე, ეროვნული გუნდის შემადგენლობას დააკომპლექტებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთანაც დგას შემადგენლობის ფორმირების საკითხი 57 და 86 კგ წონით კატეგორიებში. თუ ვინ იბრძოლებს ტოკიოს საგზურისთვის უნგრეთის დედაქალაქში, სწორედ კიევში გაირკვევა. გიორგი იანტბელიძის გუნდში, 65 და 74 კილოგრამში კითხვის ნიშნები არ არის. ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და…

მეტი

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს. COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული…

მეტი

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი

ზურა დათუნაშვილი: ნაკრებში ბექა როყვა არაფერს წყვეტს

ზურა დათუნაშვილი: ნაკრებში ბექა როყვა არაფერს წყვეტს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდეთა ნაკრების კაპიტნის, ზურა დათუნაშვილის განცხადებით, ეროვნულ გუნდში, მთავარი მწვრთნელი, ბექა როყვა არაფერს წყვეტს და მისი პოსტზე ყოფნა ფორმალობაა. დათუნაშვილის თქმით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ყველაფერს, პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე წყვეტს. „ბექა როყვა არაფერს არ წყვეტს. ბექა როყვა არის ფორმალურად. ბერძნულ-რომაულში წყვეტს ვლადიმერ გეგეშიძე. დაუსვით ბექა როყვას შეკითხვა და გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მეტი