ქართველების გამოდეპორტებას ცნობილი ავსტრილი მწერლები აპროტესტებენ

ქართველების გამოდეპორტებას ცნობილი  ავსტრილი მწერლები აპროტესტებენ

ელფრიდე იელინეკი, მიჰაელ კოლმაიერი, რობერტ მენასე, ლუკას რეზეტარიტსი, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ავსტრიელი მწერლების, რომლებიც ქართული ოჯახის (დედა ორი შვილით) დეპორტაციას გამოეხმაურნენ. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე ავრცელებს. ავსტრიელმა მწერლებმა ერთობლივი პეტიცია გაავრცელეს – “მთავრობის ფარისევლობის ატანა აღარ შეიძლება” და ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს. რობერტ მენასემ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრს მატყუარა და მლიქვნელი უწოდა. მენასე უდიდესი ავსტრიელი თანამედროვე მწერალია, სამწუხრაოდ ქართველებისთვის უცნობი, თუმცა გერმანულენვანებისთვის კარგად ნაცნობი. მისი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია, “შიმშილიანი ზამთრის დასასრული”, რომელიც…

მეტი

ვენაში ტერაქტი “ხალიფატის ჯარისკაცმა” მოაწყო – “ისლამური სახელმწიფო” განცხადებას აკეთებს

ვენაში ტერაქტი “ხალიფატის ჯარისკაცმა” მოაწყო – “ისლამური სახელმწიფო” განცხადებას აკეთებს

ავსტრიის დედაქალაქში ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ტერორისტულმა ორგანიზაციამ “ტელეგრამზე” განათავსა, სადაც ნათქვამია, რომ ვენაში თავდასხმა განხორციელდა “ხალიფატის ჯარისკაცის” მიერ. ავსტრიაში გუშინ განხორციელებული ტერორისტული ტავდასხმების შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სპეცრაზმმა ერთი ტერორისტი მოკლა. სისხლიანი ტერაქტის გამო ავსტრიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

მეტი

Sky News: ევროპის უშიშროების სამსახურები „ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმების მომავალი ტალღისთვის“ ემზადებიან

Sky News: ევროპის უშიშროების სამსახურები „ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმების მომავალი ტალღისთვის“ ემზადებიან

ვენაში შეიარაღებული თავდასხმების შემდეგ ავსტრიის პოლიცია დაეძებს სავარაუდო დამნაშავეებს, რომელთა რაოდენობა არა დადგენილი. ავსტრიაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. Sky News-ის ცნობით, ვენის თავდასხმის შემდეგ,  ევროპის ქვეყნების უშიშროების სამსახურები „ჯიჰადისტების ტერორისტული თავდასხმების მომავალი ტალღისთვის“ ემზადებიან. 2 ნომებრის თავდასხმების შედეგად სულ მცირე ოთხი პირია მოკლული და 15 დაჭრილი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა მომხდარს უწოდა „ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმა“. კარლ ნეჰამერის თქმით, თავდამსხმელი 20 წლის პირი იყო,  რომელაც ავსტრიის და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეობა ჰქონდა და ადრე ტერორიზმისთვის იყო ნასამართლები. მისი…

მეტი

ემანუელ მაკრონი: “ეს ჩვენი ევროპაა, ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე”

ემანუელ მაკრონი: “ეს ჩვენი ევროპაა, ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე”

„ჩვენ ფრანგი ხალხი ვიზიარებთ ავსტრიელი ხალხის მწუხარებასა და შოკს. საფრანგეთის შემდეგ, ჩვენს მეგობარზე განხორციელდა თავდასხმა  ეს ჩვენი ევროპაა. ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ საქმე“, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვენაში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ამ წუთებში ვენის ცენტრში ტერორისტების გაუვნებელყოფის და დევნის ოპერაცია მიმდინარეობს.

მეტი

BREAKING – მოკლულია ერთი ტერორისტი, დაკავებულია რამდენიმე – კადრები შემთხვევის ადგილიდან

BREAKING – მოკლულია ერთი ტერორისტი, დაკავებულია რამდენიმე – კადრები შემთხვევის ადგილიდან

ვენაში, სპეცრამის მიერ მოკლულია ერთი ტერორისტი, დაკავებულია 4. ბოლო ინფორმაციით 3-მდე შეიარაღებულმა ტერორისტმა მიმალვა მოახერხა. ამ დროისთვის დევნის ოპერაცია გრძელდება. ვენის ცენტრში პანიკაა, ადგილობრივები ქუჩაში დარჩენილ მოსახლეობას კარს უღებნ და სახლში იფარებენ. შეგახსენებთ რომ ტერაქტების სერია ვენაში დღეს საღამოს დაიწყო – ტერორისტები ქალაქის 6 სხვადასხვა კოლაციაზე განლაგდნენ და მძევლები აიყვანეს. პოციასთან შეტაკების დროს დაიღუპა 1 პოლიციელი და 7 ადგილობრივი მაცხოვრებელი, ათეულობით დაშავდა.

მეტი

BREAKING: სპეცრაზმმა ვენაში რამდენიმე ტერორისტი დააკავა, 3 ისევ თავისუფალია

BREAKING:  სპეცრაზმმა ვენაში რამდენიმე ტერორისტი დააკავა, 3 ისევ თავისუფალია

ბოლო მონაცემებით, ავსტრიის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა რამდენიმე ტერორისტი დააკავა. 3 შეიარაღებული თავდამსხმელი ისევ თავისუფალია. მიმდინარეობს დევნის ოპერაცია. შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ვენაში, სერიული ტერაქტი განხორციელდა. ტეროტისტებმა ქალაქის 6 სხვადასხვა ლოკაციაზე მძევლები აიყვანეს. სამართალდამცავებთან შიარაღებული შეტაკების დროს დაიღუპა ერთი პოლიციელი და 7 ადგილობრივი მოქალაქე, დაშავდა ათობით ადამიანი. პირველი ტერქატი სინაგოგასთან მოხდა, კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. ადგილობრივი მედია ვენაში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში გადასცემს.

მეტი

BREAKING: ტერორისტების თავდასხმა ვენაზე – არის მსხვერპლი – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

BREAKING: ტერორისტების თავდასხმა ვენაზე – არის მსხვერპლი – მიმდინარეობს სპეცოპერაცია

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავსტრიის დედაქალაქზე ტერორისტების თავდასხმა გრძელდება. ამ წუთებში ვენის ქუჩებში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, ისმის სროლის ხმა. როგორც საერთაშორისო ამბებისჟურნალისტი, მიხეილ ხაჩიძე, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს –  “ვენის ცენტრში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. ქალაქი ფაქტობრივად ტერორისტებს აქვთ აღებული. მეშვიდე ბეცირკში, მარიაჰილფეს ქუჩაზე რესტორებში Joma-ში, Schwarzen Kameel-სა და Akakiko-ში მძევლები აიყვანეს. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში – შთადპარკში სროლებია. სროლის ხმა ისმის მეტროს მესამე ხაზზე, U3-ზე. მანამდე კი საიტენშთეთენშთრასეზე, სინაგოგასთან თავი აიფეთქა თვითმკვლელმა ტერორისტმა ისმოდა სროლები შვედენფლაცზეც. პოლიცია…

მეტი

ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს

ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს

ვენაში, პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით, 5 ქართველი დააკავეს. როგორც ქვეყნის კრიმინალური პოლიცია იუწყება, დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, 2019 წლის თებერვლიდან 2019 წლის 11 მარტამდე, თითქმის ყოველდღიურად ჩადიოდნენ დანაშაულს. ისინი ვენის სხვადასხვა უბანში, პარფიუმერიის მაღაზიებიდან სუნამოებს იპარავდნენ. მთლიანობაში, ზარალი 6 ათას ევროს აღწევს. ქართველი მამაკაცები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი

ქართველი ქურდები ვენაში, აფთიაქში ჩაკეტეს

ქართველი ქურდები ვენაში, აფთიაქში ჩაკეტეს

აფთიაქის გასაქურდად შესული ქართველები აფთიაქარმა შენობაში ჩაკეტა. შემთხვევა ვენაში, რუდოლფსჰაიმის აფთიაქში მოხდა. 27 და 36 წლის ქართველი მამაკაცები, ამ დროისთვის,  წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც პოლიციის პრეს-სპიკერმა, დანიელ ფიურსტმა განაცხადა, ქართველი მამაკაცები ავსტრიის დედაქალაქში, რუდოლფსჰაიმის აფთიაქში შევიდნენ. მას შემდეგ, რაც აფთიაქარმა მათი ქმედებები საეჭვოდ მიიჩნია, ისინი შენობაში ჩაკეტა და პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლამდე, მამაკაცებმა გაქცევა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა კარი ვერ გააღეს. ადგილზე მისულმა პოლიციამ ისინი დააკავა. ჩხრეკისას მათ სხვა მაღაზიაში მოპარული საპარსი საშუალებები და…

მეტი

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

EXCLUSIVE: ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში 15 ქართველი დააკავეს

ყალბი პასპორტების გამო, ვენის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. როგორც “რეკორდერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ყალბი პასპორტების გამოყენების ფაქტზე, ავსტრიის დედაქალაქში 15 ქართველია დაკავებული, რომლებიც ამ ეტაპისთვის, სადეპორტო განყოფილებაში არიან გადაყვანილი. ავსტრიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა, ირმა ცირამუამ “რეკორდერს” განუცხადა, რომ დაკავებულები სლოვაკური, უნგრული, პოლონური და სხვა ევროპული ქვეყნების ყალბი პასპორტებით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში აპირებდნენ გადასვლას. “ისინი ქართული პასპორტებით ქუთაისი-ვენის რეისით ჩამოფრინდნენ, ქვეყანაში შესვლის შემდეგ კი, წინასწარ ნაყიდი ბილეთებით, აეროპორტში…

მეტი