თენგიზ ცერცვაძე: “ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ვულოცავ საქართველოს”

თენგიზ ცერცვაძე: “ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ვულოცავ საქართველოს”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, საქართველო უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართოს. „ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი…

მეტი

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა მიიღო. 71 წლის ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

მეტი

“პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ”- თამარ გაბუნია

“პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ, როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ”- თამარ გაბუნია

პირველი შენატანი უკვე გადავიხადეთ და ველოდებით, რომ როგორც კი ვაქცინა იქნება, 700 000 დოზა უნდა მივიღოთ, რათა მაღალი რისკის, პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია დავიწყოთ, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“. „საქართველო არის „კოვაქსის“ ინიციატივის მონაწილე. ამ შემთხვევაში „კოვაქსის“ ინიციატივა ითვალისწინებს, რომ ქვეყანას ექნება ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის ვაქცინაზე. ჩვენ პირდაპირ მწარმოებლებთან არ გავდივართ დიალოგზე. „კოვაქსი“ ეს არის ჯანმო-ს და ვაქცინების გლობალური ალიანსის ინიციატივა, რაც გვეხმარება, რომ ხარისხიანი ვაქცინა…

მეტი

თამარ გაბუნია – საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს

თამარ გაბუნია – საქართველო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს

ოპტიმისტური პროგნოზით, საქართველო ვაქცინას 2021 წლის გაზაფხულზე მიიღებს – ამის შესახებ საქართვლოს პირველ არხს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა. „ჩვენ ვაქცინას მივიღებთ ვაქცინების გლობალური ალიანსის მხრიდან. ოპტიმისტური პროგნოზით, ეს იქნება მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტიდან-მაისის პერიოდში. „კოვაქსი“, რომელიც დაწინაურდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაში, არის სწორედ გლობალური ალიანსის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია. საქართველომ უკვე გადაიხადა წინასწარი შენატანი ამ ორგანიზაციაში იმისთვის, რომ ჩვენ გარანტირებულად მივიღოთ ვაქცინა. ასევე,…

მეტი

BBC -კორონავირუსის წინააღმდეგ კიდევ ერთმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

BBC -კორონავირუსის წინააღმდეგ კიდევ ერთმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა

BBC-ის ცნობით, კომპანია Moderna-ს ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.  ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარდა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია. Moderna-ს დირექტორის ტალ ზაკსის განცახდებით:„ახალი პრეპარატის შედეგები გასაოცარია, ეს ნამდვილად დიდებული დღეა“ მისი თქმით, ჯერჯერობით დადასტურებული არაა თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინის ეფექტურობა აცრის შემდეგ, რის გამოც დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში…

მეტი

Microsoft – რუსი ჰაკერები კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებს უტევენ

Microsoft – რუსი ჰაკერები კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებს უტევენ

კომპანია Microsoft-ის მტკიცებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მომუშავე 7 ორგანიზაციაზე კიბერშეტევები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Microsoft-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ქსელებს გატეხვას დაჯგუფება Fancy Bear-ი ცდილობდა, რომელიც, სავარაუდოდ რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე (გრუ) მუშაობს. Fancy Bear-თან ერთად კიბერშეტევებში კი ჩრდილოკორეელი ჰაკერების დაჯგუფებები – Zinc და Cerium მონაწილეობდნენ. კანადურ, ფრანგულ, ინდურ, სამხრეთკორეულ და ამერიკულ კომპანიებზე განხორციელებული კიბერშეტევების უმეტესობა წარუმატებელი იყო, თუმცა ჰაკერების ზოგიერთმა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო….

მეტი

“ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას” – ბიძინა კულუმბეგოვი

“ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, კომპანია “ფაიზერის” მიერ შექმნილ ვაქცინას გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში კულუმბეგოვი წერს, რომ ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა. “კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% – იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50% ზე იყო. ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას! პ.ს. ანტივაქსერებს ორი საქმე გამოუჩნდათ დაემალნონ კორონას და აწ უკვე ვაქცინასაც”,-წერს ბიძინა კულუმბეგოვი. კომპანია ფაიზერის მიერ ახალი ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზამ დაადასტურა, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების 90%-ზე დადებიტად იმოქმედა.

მეტი

BBC – კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია

BBC – კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია

BBC -ის ცნობით, წინასწარი კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.  კვლვევაში ჩართული იყო 6 ქვეყანა, ვაქცინა 43 500 ადამიანზე გამოსცადეს. ეს გახლავთ გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინა.  BioNTech-ისა და Pfizer-ის განცხადებით, 9 ნოემბერი მეცნიერებისა და კაცობრიობისათვის უდიდესი დღეა. კომპანიები გეგმავენ, რომ თვის ბოლოსთვის გააკეთონ განაცხადი ვაქცინის დაუყოვნებლივ დასამტკიცებლად. ახალი ზელანდიის მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის 1,5 მილიონი დოზა უკვე შეუკვეთა.

მეტი

კორინავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს

კორინავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემდეგ, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო 600-700 ათას დოზას მიიღებს. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხომის შემდეგ განაცხადა, კორონავირუსის ვაქცინის 600-700 ათასი დოზა საქართველოში ეტაპობრივად შემოვა. „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს კორონავირუსის ვაქცინის პლატფორმასთან, რომელსაც კოვაქს პლატფორმას ეძახიან. იცით, რომ საქართველოს ოფიციალური განაცხადი აქვს გაკეთებული. მესამე ფაზის კვლევები მთავრდება, როდესაც 4-5 ვაქცინიდან ერთ-ერთი დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანოს, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოს და ამერიკის წამლის სააგენტოს…

მეტი

საქართველოში  25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა შემოვიდა

საქართველოში  25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4 კომპონენტიანი ვაქცინა შემოვიდა

საქართველოში  25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა შემოვიდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა. სახელმწიფო მუშაობს დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც. „გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4- ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი…

მეტი