კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 85:91 დაამარცხა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინეთი 85:91 დაამარცხა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, სტუმრად, ფინეთის ქალაქ ესპოოში ფინეთის ეროვნული ნაკრები 85:91 დაამარცხა და შესარჩევ ციკლში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ეროვნულ გუნდს გიორგი შერმადინმა 27, თორნიკე შენგელიამ 19, ხოლო თად მაკფადენმა 14 ქულა მოუპოვა. ნაკრების დებიუტანტების, ალექსანდრე ფევაძისა და გივი ბაქრაძის ანგარიშზე, შესაბამისად 11 და 10 ქულაა. 30 ნოემბერს, ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

“ბასკონიას” სარეკლამო კლიპი – თორნიკე შენგელია “სამეფო კარის თამაშების” გმირია

საკალათბურთო კლუბმა “ბასკონიამ” ესპანეთის თასის მომავალ მატჩს სარეკლამო ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელსაც ლაიტმოტივად “სამეფო კარის თამაშები” გასდევს. კლიპში მთავარ როლს ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელია ასრულებს. “ეს არის ჩრდილოეთის თავი” – ასე ჰქვია სამოტივაციო კლიპს, სადაც თორნიკე შენგელია ხიდზე თანაგუნდელს ხვდება და იმ ბურთს გადასცემს, რომლითაც “ბასკონია”, ესპანეთის თასზე, “ბადალონას” დამარცხებას ეცდება. სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრას, თორნიკე შენგელია ტრავმის გამო დააკლდება. აღნიშნული მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მეტი