ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია

ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) ზაგრების გრან პრის გამარჯვებულია. ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავანმა იაპონელი სანშირო მურაო იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ზაგრების გრან პრიზე, საქართველოს ნაკრების აქტივში  1 ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვეს. დღესვე , მძიმე წონაში, გელა ზაალიშვილი ოქროსთვის იბრძოლებს, ხოლო ლევან მატიაშვილი – ბრინჯაოსთვის.

მეტი

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის ძიუდოს გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო

ლუხუმ ჩხვიმიანმა თბილისის ძიუდოს გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოს გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -60კგ წონით კატეგორიაში, თბილისის გრან პრი ზედიზედ მესამედ მოიგო ლუხუმ ჩხვიმიანმა, რომელმაც ფინალში ფრანგი ვალიდე ხიარი დაამარცხა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ჯაბა პაპინაშვილმა. -66კგ წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი თუთაშვილი, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანი ბაგრატ ნინიაშვილმა გახდა.

მეტი

თბილისის გრან პრი ქალ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის უიღბლოდ დაიწყო

თბილისის გრან პრი ქალ ძიუდოისტთა ნაკრებისთვის უიღბლოდ დაიწყო

თბილისის ძიუდოს გრან პრის პირველი საშეჯიბრო დღე ქართველი ქალი ძიუდოსტებისთვის წარუმატებელი გამოდგა. -48კგ წონით კატეგორიაში, დღეს ტატამზე მარიამ ციხელაშვილი, მარი ჯანაშვილი და ნატალია ყიფშიძე გამოვიდნენ. ციხელაშვილმა პირველივე დაპირისპირება ბრაზილიელ ნატალია ბრიგიდასთან დათმო, ჯანაშვილმა კი ბრიტანელ კიმბერლი რენიქსს მოუგო, თუმცა შემდეგ ეტაპზე ფრანგ მელანი კლემენტთან დამარცხდა. ნატალია ყიფშიძემ, პირველ რაუნდში, თურქმენისტანელ აზიზა ნაზაროვას აჯობა, თუმცა მეორე ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონთან, უკრაინელ დარია ბილოდიდთან დამარცხდა. -52კგ წონით კატეგორიაში ძალები ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა და მარიამ ჯანაშვილმა მოსინჯეს, თუმცა პირველივე შეხვედრები…

მეტი

თბილისის ძიუდოს გრან პრის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია

თბილისის ძიუდოს გრან პრის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია

29-31 მარტს, თბილისი, ძიუდოში, ყოველწლიურ  გრან პრის მასპინძლობს, რომელზეც უკვე დარეგისტრირდა 55 ქვეყნის 440 სპორტსმენი. აქედან, 245 კაცია, ხოლო 195 – ქალი. გასული წლის მსგავსად, თბილისის გრან პრის წლევანდელი საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია და ის, საპრიზო ადგილებზე, შემდეგნაირად გადანაწილდება. პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი, ფულადი ჯილდოს სახით – 3000 დოლარს მიიღებს, თუმცა, ამ თანხიდან 600 დოლარი მისი მწვრთნელის პრემიაა. მეორე ადგილს  2000 დოლარი ერგება და ვიცე-ჩემპიონიც მწვრთნელს 400 დოლარს მისცემს, ხოლო ორი მესამე…

მეტი