ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში ჩატარდება

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში ჩატარდება

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. პანდემიის გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას (UWW) გაწერილი კალენდრის შეცვლა რამდენჯერმე მოუხდა. თავდაპირველად, ევროპირველობა თებერვლის დასაწყისში, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში უნდა გამართულიყო, თუმცა, აპრილის თვეში გადაიწია და სავარაუდო ადგილად კვლავ რომი, მატეო პელიკონეს სახელობის არენა დასახელდა, თუკი ის უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, UWW-ში გადაწყვიტეს, რომ მასპინძელი ქვეყანა არ შეიცვალოს, მაგრამ ამჯერად, ტურნირს დედაქალაქი უმასპინძლებს. გარდა ამისა, დაზუსტდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირების ჩატარების დროც. 2020 წელს…

მეტი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დღეს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს, გარდა 65 კილოგრამისა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში, წონის ლიდერი შმაგი თოდუა გახდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომლის ძმამ, ავთო კენჭაძემ (74კგ), ჩემპიონის ტიტული გუშინ დაიცვა. დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი…

მეტი

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

დღეს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, სტარტი აიღო ეროვნულმა პირველობამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 57 კგ წონით კატეგორიაში, ოთო გოგავას და ბექა ბუჯიაშვილს შორის გამართული ფინალი ბექა ბუჯიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბექა ლომთაძემ. 65 კგ-ში ეროვნული პირველობა გამოტოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. წონის ახალი ლიდერი კი სამტრედიელი შმაგი თოდუა გახდა. 70 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი ზურა იაკობიშვილი, ფინალში დავით ტლაშაძესთან…

მეტი

ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ და ბ/რ ჭიდაობაში 26-30 დეკემბერს გაიმართება

ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ და ბ/რ ჭიდაობაში 26-30 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმართება 26-30 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. ეროვნულ პირველობას დედაქალაქის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. “ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ თქვენს მიერ ღონისძიებაზე მოვლინებული გუნდის ყველა წევრის პ.ს.რ ტესტირება. ტესტირება ჩატარებული უნდა იყოს ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში და ტესტირების შედეგი უნდა წარმოადგინოთ კენჭისყრის ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტსმენები და მწვრთნელები ღონისძიებაზე არ დაიშვებიან”, – ნათქვამია ჭიდაობის ფედერაციის განცხადებაში. ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები, ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს დააკომპლექტებენ….

მეტი

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ორ თვეზე მეტია რაჭაში, საკუთარ სოფელში, სახლის პირობებში ემზადება. სხვათა მსგავსად, წელს, მისი მიზანიც ოლიმპიური თამაშების გარშემო ტრიალებდა. მოსაპოვებელი ლიცენზია და შემდეგ უკვე თავის კარიერაში, პირველ ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულმა COVID-19-მა მისი გეგმებიც შეცვალა. რამდენიმე დღის წინ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააკეთა გათვლები, თუ რომელი ქვეყანა შეძლებდა დამატებით, დარჩენილ წონებში ლიცენზიების აღებას. საქართველოდან UWW-მ ასეთი ორი მოჭიდავე დაასახელა – რიოს ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ…

მეტი

ავთანდილ კენჭაძემ მძიმე ბრძოლაში გიორგი სულავა დაამარცხა და საქართველოს თასი მოიგო

ავთანდილ კენჭაძემ მძიმე ბრძოლაში გიორგი სულავა დაამარცხა და საქართველოს თასი მოიგო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ საქართველოს თასის ფინალი 74 კგ წონით კატეგორიაში, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. კენჭაძე, საქართველოს ჩემპიონატის მსგავსად, ფინალში გიორგი სულავას დაუპირისპირდა და 5:2 დაამარცხა. დაპირისპირების პირველი ნახევარი სულავამ 0:1 მოიგო, მეორე ნახევარში კი ანგარიში საყაიმო კენჭაძემ მეტოქის პასიურობის ხარჯზე გახადა. შემდეგ, მეტოქის დაგდებას და გაყვანას ცდილობდა ხალიჩიდან, თუმცა ამ დროს, შეცდომა დაუშვა და თავად გავიდა ხალიჩიდან პირველი გარეთ. წინ ისევ სულავა გავიდა. მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა, დარჩენილ დროში 3 ქულის აღება შეძლო და თასის…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვის ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა ხარკოვის საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა და როგორც ინდივიდუალურ, ისე საერთო გუნდურ ჩათვლაში, 18 ნაკრებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ჭაბუკთა ნაკრები უკრაინაში მწვრთნელებმა: გია კვინიკაძემ, ლაშა ქეთიშვილმა და შალვა მუზიაშვილმა ჩაიყვანეს. ირანის დედაქალაქ თეირანში კი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის – გოლამრეზა ტახტის რიგით 39-ე ტრადიციული საერთაშორისო თასის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე სათადარიგო არასრული შემადგელობით გამოვიდა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

მეტი