21 წლის ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ვიცე ჩემპიონია

21 წლის ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ვიცე ჩემპიონია

21 წლის ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია. ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ახალგაზრდა ქართველი, ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან, გოლდენ სქორში დაამარცხდა. ტატო გრიგალაშვილმა გასულ წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო, რასაც იანვარში, დოჰაში, ყატარის მასტერსის ოქროს შემატა. საქართველოს ნაკრებისთვის გრიგალაშვილის ვერცხლი მეორე მედალია, გუშინ, მსოფლიო ჩემპიონობა ლაშა შავდათუაშვილმა იზეიმა. ამავე წონაში, მესამე წრეში დამარცხდა ლუკა მაისურაძე და მედლისთვის ბრძოლა ვერ გააგრძელა. პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძემ კი უზბეკი ბოლტაბოევი გოლდენ სქორში დაამარცხა და კარიერაში პირველად,…

მეტი

გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია

გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია

მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100კგ) თბილისის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, -100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი მოიგო. მან ნახევარფინალში ტომა ნიკოფოროვს აჯობა, ჩემპიონის ტიტული კი კანადელ მეტოქეს დაუთმო. ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა ინანეიშვილმა (+100კგ). თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (-60კგ), ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს – ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი…

მეტი

ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში

ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში

წლის პირველ ტურნირზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონის ტიტული 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალამდე ძალიან ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. გრიგალაშვილმა, გასული წლის მიწურულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ერთადერთი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში, ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაოს აღება მოახერხა.

მეტი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

დოჰას მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით გამოვა, აქედან 13 მამაკაცია, ორი კი ქალი. ეროვნული გუნდი ყატარის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი თემურ ნოზაძე -66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ ლაშა შავდათუაშვილი -81 კ ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილი -100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილი ქალები -52 კგ ტატიანა ლევიცკაია შუკვანი -57 კგ…

მეტი

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს, ეროვნულმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა იპონით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, მაგრამ მსაჯების შეცდომების ხარჯზე, ის სამი შიდოთი დამარცხებულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ლიპარტელიანს, საერთოდ გაუგებარია,…

მეტი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პრაღაში მიმდინარე ევროპირველობაზე, დღეს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ყულაბაში მედალი ჩააგდო, ლაშა შავდათუაშვილია (-73კგ), რომელიც ფინალში მოლდოველ სტერპუსთან დამარცხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში კი, ქართული 1/4 ფინალის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა ფინალისკენ გააგრძელა ბრძოლა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა, ტატო გრიგალაშვილმა კი ოქრო არავის დაანება. ხვალ, შეჯიბრის ბოლო დღეს, ტატამზე დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ. -90 კგ წონით კატეგორიაში –…

მეტი

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების წევრმა, -81 კგ წონით კატეგორიაში, 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა. იტალიელი და ბერძენი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ნახევარფინალისთვის ბრძოლა ორ ქართველს, ტატო გრიგალაშვილსა და ლუკა მაისურაძეს შორის შედგა, სადაც გრიგალაშვილი უკეთესი აღმოჩნდა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ბულგარელი ივანოვი დააიპონა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამავე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი არ დათმო ლუკა მაისურაძემ, რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი დე ვიტი დაამარცხა. დღესვე, -73 კგ…

მეტი

6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

6 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტების ფენომენალური შედეგი ევროპირველობაზე

საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ფინეთის ქალაქ ვანტაამ უმასპინძლა, ფენომენალური შედეგი დააფიქსირა. ჯამში, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გოგონებიდან კი უმაღლესი კვარცხლბეკი ეთერ ლიპარტელიანს ერგო წილად, ბრინჯაოს მედალს კი მარიამ ჭანტურია დაეპატრონა. საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველომ, რასაკვირველია ლიდერობა არავის დაუთმო. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მხოლოდ -60 კგ წონით კატეგორიაში დაკარგა, -73-ში კი მონაწილე საერთოდ არ ჰყოლია. ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი…

მეტი

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ევრობასკეტი 2021, ორგზის ჩემპიონი ბასილაშვილი და მედლების წვიმა – როგორი იყო ივლისი ქართული სპორტისთვის

ივლისის თვე ქართული სპორტისთვის შედეგიანი და ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ივლისში საქართველოსთვის მოხდა, ისაა, რომ გერმანიაში, საქართველოს დედაქალაქი ევრობასკეტის 2021 წლის მასპინძელ ქალაქად დაასახელეს. 2021 წელს, თბილისი, ბერლინთან, მილანთან და პრაღასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი ქალაქი იქნება. წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ბაქოში, სადაც ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ჯამში 13 მედალი აიღეს. აქედან 8 მედალი მოჭიდავეებზე მოდის, 5 კი – ძიუდოისტებზე. ოქროს მედალოსანი ნიკა ბაჩიაშვილი ( 50კგ, ძიუდო) ვერცხლის მედალოსნები ნიკოლოზ…

მეტი

19 წლის ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია

19 წლის ტატო გრიგალაშვილი ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია

19 წლის ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) ბუდაპეშტის გრან პრის გამარჯვებულია. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა, ოქროს ფინალში, ბრაზილიელი ჟოაო მასედო იპონით დაამარცხა და კარიერაში პირველი გრან პრი მოიგო. ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს, ტატამზე -90, -100 და +100 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამოვლენ. ტატო გრიგალაშვილის მედალი კი უნგრეთიდან ჯერჯერობით პირველია.

მეტი