“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია”. – ამ მოწოდებით პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი შეზღუდვების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ. აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცარიელი მაცივარიც იმის სადემონსტრაციოდ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს საჭმელი არაფერი აქვს. “საზოგადოებას დაუცარიელდა მაცივარი. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ მთავრობას იმ ადამიანების სახელებიდა გვარები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა არავინ გამოგვხმაურებია”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ნაბახტეველი. “ფუნქცია დაკარგა მაცივარმა და ასეა თითქმის ყველას ოჯახში. ამიტომ, ჩემი თხოვნა და მიმართვა იქნება, გაიხსნას ეკონომიკა….

მეტი

რა შეზღუდვები იხსნება პირველი თებერვლიდან – ნახეთ სრულად

რა შეზღუდვები იხსნება პირველი თებერვლიდან – ნახეთ სრულად

1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები მოიხსნება. ეკონომიკის გახსნის გეგმა საკოორდინაციო საბჭომ დაახლოებით 1 კვირის წინ გამოაცხადა. 1-ლი თებერვლიდან დაგეგმილია შემდეგი შეზღუდვების მოხსნა: 1 თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება – მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა; 1-ლი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები; 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში საახალწლო დღეებში გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. 1-ლი თებერვლიდან აჭარაში დაშვებული იქნება კვების ობიექტებში…

მეტი

გაიხსნება თუ არა წინასაახალწლოდ სავაჭრო ცენტრები, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

გაიხსნება თუ არა წინასაახალწლოდ სავაჭრო ცენტრები, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასაახალწლოდ გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტლება სააკოორდინაციო საბჭომ ანალიზის საფუძველზე უნდა მიიღოს. „ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას, როგორი გვექნება მომავალი, გავაანალიზოთ, როგორი გვექნება კიდევ ერთი კვირა და იმის მიხედვით საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს ბალანსირებული გადაწყვეტილება. უნდა ვიყოთ საკმაოდ ფრთხილად. თუ გავხსნით და უნდა გაიხსნას წინასაახალწლოდ გარკვეული რაღაცები, შემსუბუქება უნდა იყოს, მაშინ ყველა პრევენციული ღონისძიება მკაცრად უნდა იყოს დაცული და აღსრულებული. ხელაღებით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, რომ გაიხსნას ყველაფერი და ის, რაც…

მეტი

საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს

საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული  შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს

მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას 28 ნოემბრიდან  შეაჩერებს. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული  შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით იზღუდება 1:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე; მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა,…

მეტი

შეზღუდვების შესახებ სოცქსელში, სქრინების სახით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

შეზღუდვების შესახებ სოცქსელში, სქრინების სახით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით, გუშინ სოციალურ ქსელში სქრინების სახით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა მიიღო სქრინები შეზღუდვების შესახებ და მობილობის შემცირების სცენარი, რომელის გატარებასაც მთავრობა აპირებს. სქრინებში საუბარია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სრულ ჩაკეტვაზე, 2 დეკემბრიდან 2 იანვრამდე — შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე და 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ისევ სრულ ლოქდაუნზე, ხოლო 15 იანვრიდან — მხოლოდ შაბათ-კვირას. კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს, მთავრობა დღეს  გამოაცხადებს.

მეტი

21-22 ნოემბერს გადაადგილების შეზღუდვა დროებით იხსნება

21-22 ნოემბერს გადაადგილების შეზღუდვა დროებით იხსნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება. 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა….

მეტი

როგორ მივიღოთ ერთჯერადი საშვი, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის

როგორ მივიღოთ ერთჯერადი საშვი, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის

გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს შეეძლებათ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი, დროებითი საშვის მიღება 1441- ზე დარეკვის შემთხვევაში. ცხელი ხაზის აღნიშნული ნომერი ამოქმედდება დღეს, 9 ნოემბერს, 18.00 საათიდან.

მეტი

დღეიდან, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

დღეიდან, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მეტი

 დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

 დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.  საქართველოს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით: „ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“

მეტი

საღამოს საათებში გადაადგილებაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

საღამოს საათებში გადაადგილებაზე შესაძლოა შეზღუდვები დაწესდეს

„ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ შეზღუდვები დაწესდება თუ არა, დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე, რამდენად სწორად ვატარებთ პირბადეს, რამდენად დეტალურად შევასრულებთ მითითებებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. როგორც ცქიტიშვილმა განმარტა, ეს შეიძლება იყოს, საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ასევე, უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე კონკრეტული დღეს გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვადასხვა დასახლებაში ტრანსპორტის შეჩერება, ასევე, სავაჭრო ცენტრების, დიდი გადაადგილების ადგილების, ან ბაზრობების მუშაობის დროებით შეჩერება, რომელიც წერტილოვანი ხასიათისა და რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს,…

მეტი
1 2