პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის შეგირდებმა, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 66:92 დამარცხდა. მესამე პერიოდიდან, სერბეთმა საქართველოს აქტიურად შეუტია, რაც მათ სოლიდურ უპირატესობაში გამოიხატა. საბოლოოდ კი, 26 ქულიანი სხვაობით წავაგეთ. მიუხედავად მარცხისა, ეროვნული ნაკრები 9 ქულით ცხრილს ლიდერობს, ამ მოგებით კი, სერბეთს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. მორიგ დაპირისპირებას, ზუროსის გუნდი, ისევ სპორტის სასახლეში, ფინეთთან 21 თებერვალს გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება….

მეტი

2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

2021 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი ეყოლება, ხოლო მესამე მეტოქე შვეიცარია იქნება, ისლანდია თუ პორტუგალია, 21 აგვისტოს გახდება ცნობილი, როცა ევრობასკეტ 2021-ის წინასაკვალიფიკაციო ტურნირი დასრულდება. ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება ფიბა-ს მიერ დადგენილ 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერი – 1 დეკემბერი და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება…

მეტი