ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 10 ახალი ჩემპიონი ჰყავს

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს 10 ახალი ჩემპიონი ჰყავს

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ/რომაული სტილით ჭიდაობაში. ორ-დღიანი შეჯიბრი საკმაოდ საინტერესო და დრამატული გამოდგა და საქართველოს 10 ახალი ჩემპიონი ჰყავს. საინტერესოა, რომ ძმები, ლერი და ოთარ აბულაძეები პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონები გახდნენ. რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მძიმეწონოსანი ზვიად პატარიძე ხალიჩას დაუბრუნდა, ფინალში ევროპის ვიცე ჩემპიონი, ლევან არაბული დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესო გამოდგა ბრძოლები 87 კგ წონით კატეგორიაში. თორნიკე ძამაშვილმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ლაშა გობაძე დაამარცხა და ფინალში გავიდა. რობერტ…

მეტი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დღეს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს, გარდა 65 კილოგრამისა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში, წონის ლიდერი შმაგი თოდუა გახდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომლის ძმამ, ავთო კენჭაძემ (74კგ), ჩემპიონის ტიტული გუშინ დაიცვა. დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი…

მეტი

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

ავთო კენჭაძე და ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონები არიან

დღეს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, სტარტი აიღო ეროვნულმა პირველობამ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს, მედლების კომპლექტი ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდა. 57 კგ წონით კატეგორიაში, ოთო გოგავას და ბექა ბუჯიაშვილს შორის გამართული ფინალი ბექა ბუჯიაშვილის გამარჯვებით დასრულდა. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში, პირველობა არავის დაუთმო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბექა ლომთაძემ. 65 კგ-ში ეროვნული პირველობა გამოტოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. წონის ახალი ლიდერი კი სამტრედიელი შმაგი თოდუა გახდა. 70 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონი ზურა იაკობიშვილი, ფინალში დავით ტლაშაძესთან…

მეტი

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონია, ავთო კენჭაძე ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი (125კგ) საქართველოს ჩემპიონია. ფინალში, პეტრიაშვილმა როლანდ ანდრიაძე აშკარა უპირატესობით 11:0 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა. 61 კგ წონით კატეგორიაში, პირველობა არ დაუთმო არავის ბექა ლომთაძემ.  70 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს მირზა სხულუხია დაეუფლა. მეორე საფინალი დღის შედეგები ასეთია: თავისუფალი სტილი 70 კგ 1. მირზა სხულუხია (ქუთაისი) 2. გია ავალიანი (სამტრედია) 3. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური) 3. დავით როდინაძე (აჭარა) 125 კგ 1. გენო პეტრიაშვილი (გორი) 2. როლანდ…

მეტი

კობლიაშვილისა და დათუნაშვილის ფინალური ჭიდაობა დარბაზში ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო)

კობლიაშვილისა და დათუნაშვილის ფინალური ჭიდაობა დარბაზში ჩხუბში გადაიზარდა (ვიდეო)

საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალური დღის ბოლო დაპირისპირება, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს (87კგ) შორის, ჩხუბში გადაიზარდა. შეხვედრის დასასრულს, მსაჯებმა კობლიაშვილს ქულა მიაკუთვნეს და ის, ანგარიშით – 1:2 წინ გავიდა, რაც ჯერ მოჭიდავემ გააპროტესტა, რომელიც ვერც მსაჯებმა და ვერც მწვრთნელებმა ვერ დააშოშმინეს, ამის შემდეგ კი ხელჩართული ბრძოლა მაყურებლებს შორის გაჩაღდა. მეორე საზოგადოებრივმა არხმა ტრასნლაცია შეწყვიტა. ჭიდაობის ფედერაციის პირდაპირი ტრანსლაციის კამერა კი დაჯილდოების ბანერისკენ არის ამ დრომდე მიტრიალებული და ჩხუბის ხმა მაინც ისმის. კობლიაშვილისა…

მეტი

ნუგზარ წურწუმია საქართველოს ჩემპიონია

ნუგზარ წურწუმია საქართველოს ჩემპიონია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმიამ (55კგ), რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე, დიდებს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 23-წლამდელებს შორის – ჩემპიონი გახდა, დღეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო. ფინალში, წურწუმიამ ზურაბ მაჭარაშვილი, აშკარა უპირატესობით – 2:10 დაამარცხა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ფრიდონ აბულაძე და აკაკი ოსიაშვილი დაეუფლნენ.  

მეტი

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა. ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია. დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა. 86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი…

მეტი

ნიკა კენჭაძე საქართველოს ჩემპიონია

ნიკა კენჭაძე საქართველოს ჩემპიონია

მსოფლიოს ჩემპიონმა 23-წლამდელებს შორის, ნიკა კენჭაძემ (79კგ), რამდენიმე წუთის წინ, დიდები, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მოიგო და ჩემპიონი გახდა. ფინალში, კენჭაძემ გაფრინდაშვილი დაამარცხა, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს თასზე, 23-წლამდელებს შორის, დიდი ანგარიშით წააგო. ამბროლაურელ მოჭიდავეს სრულფასოვანი რევანში გამოუვიდა, რადგან, შეხვედრის დასრულებამდე მშრალი ანგარიშით – 10:0 შეძლო მისი დამარცხება. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯაბა ყველაშვილმა და დავით ხუციშვილმა. 65 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა ედემი ბოლქვაძე, რომელმაც ფინალში ამირან ვახტანგიშვილი დაამარცხა. ამავე…

მეტი

ნიკა კენჭაძემ დავით ხუციშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ნიკა კენჭაძემ დავით ხუციშვილი დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ (79კგ), თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე, ნახევარფინალში დავით ხუციშვილი 4:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა. კენჭაძემ ხუციშვილის დამარცხება შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილ წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა. 5 წამით ადრე, მან ორ ქულიანი გდება გაუკეთა მეტოქეს. ფინალში ის ტარიელ გაფრინდაშვილს შეხვდება, რომელმაც ჯაბა ყველაშვილს სოლიდური უპირატესობით სძლია. პირველი საშეჯიბრო დღის ფინალები, ხვალ, 17:15 საათიდან დაიწყება.

მეტი