აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ (82კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რიკაძემ, რომელიც დებიუტანტი იყო უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალის გარდა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი სომეხი მეტოქე 2:3 დაამარცხა. ლადო გეგეშიძის გუნდმა ვარშავის ევროპირველობაზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე(72კგ) გახდა, ვიცე ჩემპიონი – იაკობ ქაჯაია (130კგ), ლერი აბულაძე (63კგ) კი ბრინჯაოს დაეპატრონა. მოპოვებული ქულებით, ბერძენ-რომაელები ევროპის გუნდურ მესამე ადგილზე გადიან.

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დააასრულა. 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ეს არის ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი მონაგარი უკრაინის დედაქალაქიდან. 5 ოქროს ფინალიდან, ორი ქართული შედგა. რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია, იაკობ ქაჯაიამ კი – ზვიად პატარიძეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება: ოქრო ნუგზარ წურწუმია 55 კგ ლერი აბულაძე 63 კგ რამაზ ზოიძე 67 კგ აივენგო რიკაძე 82 კგ იაკობ ქაჯაია 130 კგ ვერცხლი ჯონი…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალისტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე. კიევის საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო, ხალიჩაზე კი, ორივე სტილით ჭიდაობაში 5-5- წონითი კატეგორია გამოვიდა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი აშკარად იმედისმომცემად გამოიყურება, რადგან ხუთივე წონაში შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში გასასვლელად რამაზ სილაგავას სძლია, შემდეგ კი ყირგიზი კონკურენტი…

მეტი

ლადო გეგეშიძე: იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქვეყნისა და სპორტსმენებისთვის იქნება სწორი

ლადო გეგეშიძე: იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქვეყნისა და სპორტსმენებისთვის იქნება სწორი

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მსოფლიო ჩემპიონატი გააუქმა და სანაცვლოდ, ქვეყნებს კომერციული ტურნირი, ალტერნატიული მსოფლიო თასი შესთავაზა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოსთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ბაკურიანში გაემგზავრნენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლადო გეგეშიძე “რეკორდერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე სპორტსმენს მათთანაც ჰქონდა სიცხე, თუმცა COVID 19 ჯერ არავის დადასტურებია. იქონიებს თუ არა ინფიცირების შემთხვევები გავლენას გადაწყვეტილებაზე, მიიღოს თუ არა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა ალტერნატიულ მსოფლიო თასზე, ეს…

მეტი

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი, 2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი,  2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო. ეს შედეგი ისტორიულია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. 15 სექტემბერს, პირველი საფინალო დღის შემდეგ, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს და ეროვნული ჰიმნიც…

მეტი