საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. „ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად…

მეტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.

მეტი

გამოვლენილია ინფიცირების 2 720 შემთხვევა – გარდაიცვალა 46 პაციენტი

გამოვლენილია ინფიცირების 2 720 შემთხვევა – გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი

5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მოხდა

5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.0 მაგნიტუდას  შეადგენდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ-ში, მოხდა. მისი ეპიცენტრი ჩეჩნეთი იყო.  

მეტი

საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

საქართველომ ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი მიიღო

საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აშშ-საქართველოს სამხედრო პარტნიორობისადმი მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში საქართველომ მიიღო ლაზერული ზემოქმედების მრავალჯერადი ინტეგრირებული სისტემა MILES-ი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს გადაეცემა. ამ სისტემას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის რეალისტური საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ. 4.3 მილიონი დოლარის ღირებულების ეს პროგრამა მოიცავს წვრთნის სრულ კომპლექტს, აღჭურვილობასა და ადმინისტრირების ხარჯებს.” – ნათქვამია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მეტი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 540 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დღეს, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი.

მეტი

ახალი ინფიცირებულია 4 321 ადამიანი – 42 პაციენტი გარდაიცვალა

ახალი ინფიცირებულია 4 321 ადამიანი – 42 პაციენტი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.  

მეტი

საგანგაშო სტატისტიკა – “მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი covid-შემთხვევა გვექნება” – ამირან გამყრელიძე

საგანგაშო სტატისტიკა – “მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი covid-შემთხვევა გვექნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ინფიცირების შემთხვევების მატებას გაფართოებულ ტესტირებას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული ტესტების რაოდენობა, დღიურად, 20 000-მდე გაიზრდება. „მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გვექნება“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე და გაფართოებული ტესტირების პოზიტიურ მხარეზე საუბრობს. მისი თქმით, ინფიცირების ადრეული და უსიმპტომო შემთხვევების გამოვლენა სწრაფი რეაგირების საშუალებას შექმნის. „ჩვენ თუ მანამდე ყოველდღიურად ანტიგენის ტესტით ვავლენდით 700-დან 800-მდე დადებით შემთხვევას, დღევანდელი დილის მონაცემებით, 1 442 არის მხოლოდ ანტიგენის ტესტით და 3 600 PCR-ით…

მეტი

გამოვლენილია კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

გამოვლენილია კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა…

მეტი

ნატო საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მისაცემად ემზადება

ნატო საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის მისაცემად ემზადება

უკრაინული გამოცემის „ევროპეისკაია პრავდას“ ინფორმაციით, „ნატო-ს შტაბბინაში ტექნიკურ დონეზე საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემის შესახებ თანხმობა მიღწეულია“. „ამას გარდა, ბევრი იმასაც აღიარებს, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს უკვე შესრულებული აქვს და ქვეყანა ახლო პერსპექტივაში უნდა გახდეს ალიანსის 31-ე წევრი“, – წერია სტატიაში. ამასთან, გამოცემა ხაზგასმით წერს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „თუმცა, 1-2 დეკემბერს დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ამ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ…

მეტი
1 2 3 9