თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სოფიაში ლიცენზია ვერ მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სოფიაში  ლიცენზია ვერ მოიპოვეს

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცერთი ლიცენზიის მოპოვება ვერ შეძლო. 57 კგ წონით კატეგორიაში, ოთარ გოგავამ პირველივე შეხვედრა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი ედიშერაშვილთან წააგო. სანდრო ამინაშვილმა (86კგ) ერთი ეტაპი გაიარა და შემდეგ აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა. “last chance”-ის ტურნირზე ყველაზე კარგად 65 კილოგრამი წონითი კატეგორიის დებიუტანტი ბექა ლომთაძე გამოიყურებოდა, რომელმაც, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში (კორონავირუსი დაუდასტურდა) 1/4 ფინალური დაპირისპირება პოლონელ გაჯიევთან 2:1 დათმო და ამ წონაშიც ლიცენზია დაკარგა საქართველომ. ამრიგად, გიორგი…

მეტი

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც წუთზე ნაკლებ დროში, სომეხი ავაგიანი, აშკარა უპირატესობით – 12:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბეჭებზე გააკრა და პირწმინდად მოიგო ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ მეტოქესთან და მისი მედალი მეორეა გიორგი იანტბელიძის გუნდისთვის. კარიერაში კი, ოდიკაძისთვის ეს მერვე ევროპული მედალია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპირველობას ხვალ დაასრულებენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ…

მეტი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დღეს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს, გარდა 65 კილოგრამისა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში, წონის ლიდერი შმაგი თოდუა გახდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომლის ძმამ, ავთო კენჭაძემ (74კგ), ჩემპიონის ტიტული გუშინ დაიცვა. დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი…

მეტი

დათო მარსაგიშვილი დაბრუნდა და საქართველოს თასი მოიგო

დათო მარსაგიშვილი დაბრუნდა და საქართველოს თასი მოიგო

დათო მარსაგიშვილი საქართველოს თასის გამარჯვებულია. ბათუმის ახალი სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს თასი, თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დათო მარსაგიშვილმა ტრიუმფით დაასრულა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ხალიჩაზე საქართველოს თასზე დაბრუნდა და ფინალში, ნაკრების სტაბილური წევრი, სანდრო ამინაშვილი, აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მარსაგიშვილი ქვიშის ჭიდაობაზე გადაერთო, სადაც პირველ თამაშებზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ერთ-წლიანი პაუზის შემდეგ, მან…

მეტი

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

კლასის ხარჯზე: ელიზბარ ოდიკაძემ გივი მაჭარაშვილს ფინალი მოუგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა

97 კგ წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი ისევ ელიზბარ ოდიკაძე გახდა. ფინალში მან 23-წლამდელებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, გივი მაჭარაშვილი დაამარცხა. მაჭარაშვილმა პირველი პერიოდი 3:6 მოიგო, მეორე ნახევარში კი მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა, ელიზბარ ოდიკაძემ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო და მეტოქეს 10:9 სძლია. დაპირისპირება ძალზედ საინტერესო გამოდგა.  შეხვედრის დასასრულს, მაჭარაშვილსა და ოდიკაძეს შორის მცირე შეკამათებას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, მაჭარაშვილი მარცხის გამო გაბრაზდა, თუმცა მსაჯმა ორივე ფალავანი დააშოშმინა. 86 კგ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტულს სანდრო ამინაშვილი…

მეტი