“ვერ შეხვალთ!” – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს

“ვერ შეხვალთ!” – პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს

პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია იწყება. აქციის მონაწილეთა მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც მათივე თქმით, არალეგიტუმურია, ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და პატიმრობიდან გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კარავი გაშალეს. ისინი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავში მუდმივად დარჩებიან. გარდა ამისა, აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან გააკეთეს წარწერა „ვერ შეხვალთ“. აქტივისტები კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებსაც აპროტესტებენ.  

მეტი