შალვა გოგოლაძე: მემაყება, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მაქსიმუმი გაგვეღო ქართული სპორტისთვის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, პოსტის დატოვების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს და ქართულ სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ კომიტეტებს და სხვა სპორტულ ორგანიზაციებს მადლობას უხდის 6-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. სპორტის მინისტრის მოადგილის პოსტზე, შალვა გოგოლაძემ 6 წლის განმავლობაში იმუშავა. “ძვირფასო მეგობრებო, მსურს, ყველა ეროვნული სპორტული ფედერაციის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპიური კომიტეტისა და სხვა სპორტული ორგანიზაციების ხელმძღვანელობას უღრმესი მადლობა გადავუხადო ექვსწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ქართული სპორტის სამსახურში ერთად გატარებული ძალზე საინტერესო და…
მეტი