სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს. COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული…

მეტი

საქართველო-ფიჯი 38:24 – ბორჯღალოსნებმა რვა ერი მოგების გარეშე დაასრულეს

საქართველო-ფიჯი 38:24 – ბორჯღალოსნებმა რვა ერი მოგების გარეშე დაასრულეს

“შემოდგომის ერთა თასი” საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოუგებლად დაასრულა. ლევან მაისაშვილის გუნდმა, ბოლო, დასკვნითი შეხვედრა ფიჯის წინააღმდეგ გამართა და 38:24 დამარცხდა. ბუნებრივია, მეტოქეთა რეიტინგისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, მოლოდინი არც იყო იმის, რომ “ბორჯღალოსნები” ინგლისის, უელსის ან ირლანდიის დამარცხებას შეძლებდნენ, თუმცა, ინგლისსა და უელსთან ქართველმა მორაგბეებმა შეხვედრები საერთოდ ქულის გარეშე დაასრულეს. რვა ერის დასკვნით რაუნდში, ბორჯღალოსნებმა ფიჯის სამი ლელო გაუტანეს, მაგრამ მეტოქემ ორჯერ მეტის გატანა მოახერხა. “ფიჯელები ტრადიციულად ძლიერები იყვნენ კონტაქტის არეში უკეთ გამოიყენეს ჩვენი შეცდომები. სტატისტიკას…

მეტი

პირველი ქულები “შემოდგომის ერთა თასზე”: ირლანდია-საქართველო 23:10

პირველი ქულები “შემოდგომის ერთა თასზე”: ირლანდია-საქართველო 23:10

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, “შემოდგომის ერთა თასზე”, ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარეს და 23:10 დამარცხდნენ. საუკეთესო იმიტომ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა, ჩატარებული სამი მატჩიდან, მხოლოდ ირლანდიასთან შეძლო ქულების აღება, ინგლისსა და უელსთან კი თამაშები უქულოდ დაასრულა. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა ერთი ლელოც დადეს. “შემოდგომის ერთა თასზე” აღებული პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოჰყვა. აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ ორი ლელო ჰქონდა მიღებული, ორივე ინგლისისგან (7:18), უელსისგან კი სამი ჯარიმა მიიღო და 23 ქულის სხვაობით, 32:9 დაამარცხა….

მეტი

ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან 40:0 დამარცხდნენ

ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან 40:0 დამარცხდნენ

“შემოდგომის ერთა თასის” პირველ შეხვედრაში, “თვიქენჰემის” სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისთან 45:0 წააგო. სამწუხაროდ, ბორჯღალოსნებმა, მეტოქესთან ქულის აღებაც ვერ მოახერხეს. რვა ერის მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება, სადაც ლევან მაისაშვილის გუნდი უელსს შეერკინება. რაგბის კავშირმა მატჩის შემდეგომ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მათი მიზანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და ზრდაა.

მეტი

მერაბ შარიქაძე: არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მეტოქეს რაიმე კომპონენტში დავჩაგრავთ

მერაბ შარიქაძე: არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მეტოქეს რაიმე კომპონენტში დავჩაგრავთ

“შემოდგომის ერთა თასის” პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე, “თვიქენჰემზე” გამართული კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ, ბორჯღალოსანთა კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების კითხვებს ონლაინ-პრესკონფერენციისას უპასუხა. მან აღნიშნა, რომ ექვსი ერის მოქმედ ჩემპიონთან და 2019 წლის ფინალისტთან გასამართ მატჩში, ჩვენი მიზანი გამოცდილების მიღებაა. “ერთი დღე დარჩა “რვა ერის” ოფიციალურად დაწყებამდე, რაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა რეალობას არ უნდა მოვწყდეთ. ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ მეტოქეს რაიმე კომპონენტში დავჩაგრავთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე…

მეტი

8 ერი იწყება: სარაგბო მექაზე დღეს ინგლისი-საქართველოა

8 ერი იწყება: სარაგბო მექაზე დღეს ინგლისი-საქართველოა

ქართული რაგბისთვის ეს დღეს დადგა – დღეს ბორჯღალოსნებს ელიტაში დებიუტი აქვთ, თანაც სარაგბო მექად წოდებულ “თვიქენჰემის” სტადიონზე, სადაც ლევან მაისაშვილის გუნდი ინგლისს შეერკინება. ინგლისთან გასამართი მატჩის წინ, ეროვნული გუნდის განაცხადში ცვლილება მოხდა. მარქაფაში უკანახაზელი დემე თაფლაძის ნაცვლად მაორეხაზელი გიორგი ჯავახია იქნება. ლევან მაისაშვილის თქმით, მეტოქისა და ამინდის გათვალისწინებით, თავიდანვე სურდა, რომ შეცვლაზე ექვსი ფორვარდი ყოლოდა და ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯავახიამ მხრის ტრავმა მოიშუშა: “თავიდანვე ვფიქრობდით, რომ შეცვლაზე ექვსი ფორვარდი და ორი ხაზის…

მეტი

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც “დიდი ათის” ორი შეხვედრა, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა, გადაიდო. გუნდების წარმომადგენლების ინფორმაციით, “ლოკომოტივის” ერთი მოთამაშე, ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს თავს შეუძლოდ გრძნობდა, მას სიცხე ჰქონდა, რის გამოც ვარჯიშიდან დაითხოვეს, თუმცა, 7 ოქტომბერს მან ითამაშა, თუმცა იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელს ეჭვი გაუჩნდა და სპორტსმენი შემოწმდა, რა დროსაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის, “ლოკომოტივის” 10 მოთამაშე თვიიზოლაციაშია გადაყვანილი და ისინი ტესტის პასუხებს ელოდებიან….

მეტი

ნიკა ამაშუკელი “რვა ერის” მატჩებს იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი “რვა ერის” მატჩებს იმსაჯებს

2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი, ნიკა ამაშუკელი, „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება. „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“ – ამბობს ამაშუკელი. „მომიწევს მსოფლიოში უდაოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ…

მეტი

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები 8 ერში

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები 8 ერში

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები Guinness Six Nations მიერ ორგანიზებულ ტურნირში – შემოდგომის ერთა თასი 2020″ იასპარეზებს. (6 ერი, ფიჯი და საქართველო). ამასთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს. “სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას მიიღებს „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის გათამაშებაში, სადაც პატივი ექნება ეთამაშოს მსოფლიო რაგბის ისეთ გრანდებს, როგორიცაა ინგლისი, ირლანდია, უელსი…

მეტი