ირაკლი გეგენავა: ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს

ირაკლი გეგენავა: ასეთი ფონი ქართულ რაგბს აზიანებს

საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მორაგბე, ირაკლი გეგენავა გულდაწყვეტილია იმ ფონით, რომელიც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შეიქმნა. ის იმედოვნებს, რომ დაპირისპირება დასრულდება და ყველაფერი კანონის ფარგლებში მოექცევა. “არჩევნების პროცესი ძალიან გაიწელა და მას თან ახლავს ცუდი ფონი, რაც ძალიან საწყენია. დიდი ხანია რაგბს ვთამაშობ და ორივე მხარეს უამრავი მეგობარი მყავს. გული მტკივა, როდესაც ვუყურებ აგრესიას და შეურაცხმყოფელ შეძახილებს ვეტერანი მორაგბეების მიმართ. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვიმედოვნებ, უახლოეს პერიოდში ყველა დამშვიდდება და მოხდება გაერთიანება. პირადად ვიცნობ…

მეტი

შოკა მოდებაძე: რაგბი და ნაკრები მთელი ქვეყნისაა და არა მხოლოდ მორაგბეების!

შოკა მოდებაძე: რაგბი და ნაკრები მთელი ქვეყნისაა და არა მხოლოდ მორაგბეების!

ლეგანდარული ქართველი მწვრთნელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის (ბურძგლა) შვილი, ბორჯღალოსანი შოკა მოდებაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 1993-2002 წლებში იცავდა, მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა რაგბის, ფარიკაობის და სხვა სახეობის ფედერაციას მორაგბე, ან მოფარიკავე მართავდეს. ის მიიჩნევს, რომ რაგბი და ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის, მორაგბეები კი რიგითი ჯარისკაცები არიან. “ვერ გავიზიარებ ირაკლი აბუსერიძის და მისი მომხრეების ხედვას, რომ რაგბი მხოლოდ მორაგბეებისაა და მის მართვაში არავინ უნდა ჩაერიოს. რაგბი და საქართველოს ნაკრები მთელი ქვეყნისაა და ჩვენ…

მეტი

პირველი ქულები “შემოდგომის ერთა თასზე”: ირლანდია-საქართველო 23:10

პირველი ქულები “შემოდგომის ერთა თასზე”: ირლანდია-საქართველო 23:10

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, “შემოდგომის ერთა თასზე”, ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ირლანდიის წინააღმდეგ ჩაატარეს და 23:10 დამარცხდნენ. საუკეთესო იმიტომ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდმა, ჩატარებული სამი მატჩიდან, მხოლოდ ირლანდიასთან შეძლო ქულების აღება, ინგლისსა და უელსთან კი თამაშები უქულოდ დაასრულა. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა ერთი ლელოც დადეს. “შემოდგომის ერთა თასზე” აღებული პირველი ქულები გიორგი კვესელაძის შესანიშნავ გარღვევას მოჰყვა. აქამდე ტურნირზე ირლანდიას სულ ორი ლელო ჰქონდა მიღებული, ორივე ინგლისისგან (7:18), უელსისგან კი სამი ჯარიმა მიიღო და 23 ქულის სხვაობით, 32:9 დაამარცხა….

მეტი

მორაგბე გიორგი აფციაურმა ჟურნალისტებს აგინა

მორაგბე გიორგი აფციაურმა ჟურნალისტებს აგინა

მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგი აფციაურმა, ონლაინჟურნალ “რაგბი 15”-ის ჟურნალისტებს, პირდაპირი ეთერის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლევან ყურაშვილი და გიორგი ბეჭვაია შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრები გუნდების შეხვედრას მიმოიხილავდნენ, სადაც “ბორჯღალოსნები” 48:7 განადგურდნენ. ობიექტურმა კრიტიკამ მორაგბის გაღიზიანება გამოიწვია და ჟურნალისტებს უშვერი სიტყვებით აგინა. გამოცემამ განცხადება გაავრცელა და რაგბის კავშირს რეაგირებისკენ მოუწოდებს. “რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს ფეისბუკგვერდზე, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის,…

მეტი

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თბილისის “ლოკომოტივისა” და “იუნკერების” მორაგბეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც “დიდი ათის” ორი შეხვედრა, სადაც ამ ორ გუნდს უნდა ეთამაშა, გადაიდო. გუნდების წარმომადგენლების ინფორმაციით, “ლოკომოტივის” ერთი მოთამაშე, ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს თავს შეუძლოდ გრძნობდა, მას სიცხე ჰქონდა, რის გამოც ვარჯიშიდან დაითხოვეს, თუმცა, 7 ოქტომბერს მან ითამაშა, თუმცა იმდენად სუსტად გამოიყურებოდა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელს ეჭვი გაუჩნდა და სპორტსმენი შემოწმდა, რა დროსაც მას კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამ დროისთვის, “ლოკომოტივის” 10 მოთამაშე თვიიზოლაციაშია გადაყვანილი და ისინი ტესტის პასუხებს ელოდებიან….

მეტი

ნიკა ამაშუკელი “რვა ერის” მატჩებს იმსაჯებს

ნიკა ამაშუკელი “რვა ერის” მატჩებს იმსაჯებს

2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი, ნიკა ამაშუკელი, „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს. 22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება. „ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“ – ამბობს ამაშუკელი. „მომიწევს მსოფლიოში უდაოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ…

მეტი

მსოფლიო თასი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან 27:8 დამარცხდა

მსოფლიო თასი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიასთან 27:8 დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე გამოსვლა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა. მილტონ ჰეიგის გუნდმა პირველ ტაიმში მხოლოდ 3 საჯარიმო ქულის აღება მოახერხა, მეორე ნახევარში კი, ქართველთაგან ერთადერთი ლელო თოდუამ გაიტანა და ამით, ბორჯღალოსნებმა თავიანთი მაქსიმუმი დააფიქსირეს. საპირისპიროდ, ავსტრალიელებმა საქართველოს კიდევ 17 ქულა აუღეს. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოწინააღმდეგემ საქართველოს ორი ლელო დაუდო, რომლებიც ვერ გარდასახეს და ამით 4 ქულა დაკარგეს. მსოფლიო თასზე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ ურუგვაის დამარცხება მოახერხა. ავსტრალიასთან მატჩით, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე…

მეტი

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

მილტონ ჰეიგი: უნდა დავამტკიცოთ, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია

ავსტრალიასთან შიზუოკაში გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ბორჯრალოსნებმა ჯაბა ბრეგვაძემ, სოსო მათიაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ, ასევე მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. პირველი კითხვა ახალ ზელანდიელ სპეციალისტს ეხებოდა, რომელმაც აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთა: „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი შემადგენლობა, რომლის დაყენებაც შეგვეძლო, დიდ მატჩებში კი, გამოცდილება მნიშვნელოვანია. გუნდში არიან ახალგაზრდებიც – კვესელაძე, აფრასიძე, საღინაძე და ისინი საჭირო ენერგიას მოიტანენ, თუმცა მთლიანობაში, სათადარიგო სკამის ჩათვლით, აქცენტი გამოცდილებაზე გავაკეთეთ“. ჰეიგმა განსაკუთრებული ყურადღება 9-10 ნომრებზე გელა აფრასიძისა და…

მეტი

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებმა ურუგვაი 33:7 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, იაპონიაში მინდინარე მსოფლიო თასის მეორე ტურში, ურუგვაის ნაკრებს 33:7 სძლია. პირველად, მსოფლიო თასზე, ქართველმა ბორჯღალოსნებმა პირველი ბონუს ქულაც აიღეს. მატჩის მე-9 წუთზე თოდუამ ურუგვაელების ნახევარზე ლელო გაიტანა. 30-ე წუთზე კი გიორგაძემ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. ლელოს გარდასახვა ამ ეპიზოდში აბჟანდაძეს არ გასჭირვებია. შეხვედრის პირველი ნახევარი 12:7 დასრულდა, მეორეში კი მეტოქე უშანსოდ დავტოვეთ. მილტოკ ჰეიგის გუნდმა მეორე ტაიმში მეტოქეს 21 ქულა აუღო. ლელოები ჩილაჩავას, ბრეგვაძის და კვესელაძის ანგარიშზეა. ყველა ლელო კი აბჟანდაძემ…

მეტი

ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის მზადებას ნაგოიაში აგრძელებენ

ბორჯღალოსნები მსოფლიოსთვის მზადებას ნაგოიაში აგრძელებენ

ბორჯღალოსნებმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ, ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ. გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან ელის. ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა. 13 სექტემბერს იაპონიის ტოპ ლიგის ადგილობრივ კლუბ “ჰონდა ჰით”-თან ერთობლივი ვარჯიშიც გაიმართა. ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართეს. მთავარმა მწვრთნელმა…

მეტი
1 2