სოსო ტყემალაძე: არ ვმალავ, რომ ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან

სოსო ტყემალაძე: არ ვმალავ, რომ ურთიერთობა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან

ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობას არ მალავს. ამბობს, რომ მასთან მრავაწლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ “ზემოთ” არაფერი დაულაგებია. “ჩვეულებრივი, გულანთებული ქართველი” ასე უწოდებს საკუთარ თავს და ფიქრობს, რომ ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისთვისაც, რაგბისთვისაც და ნებისმიერ შესაძლებლობაზე ამას კიდევ გააკეთებს. საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია, სჯერა, რომ დღეს ჩანიშნულ ყრილობაზე ქვროუმი შედგება და ქართულ რაგბში მიმდინარე ერთ წლიანი აურზაური დასრულდება. თუმცა, მაინც აფრთხილებს ყველა კლუბს, რომ საარჩევნო ყრილობაზე მოვიდნენ და დარეგისტრირდნენ, მიუხედავად იმისა, დაუჭერენ თუ არა მის კანდიდატურას…

მეტი

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ღარიბაშვილმა ცვლილებები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება მაია ცქიტიშვილი, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ასევე ვიცე პრემიერის პოსტს იკავებდა. ცქიტიშვილს პოსტზე ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილს კი, თავდაცვის სამინისტროში, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე; იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე;…

მეტი

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი…

მეტი

თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრად ინიშნება

თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრად ინიშნება

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თეა წულუკიანი კულტურისა და სპორტის მინისტრად ინიშნება. როგორც “რეკორდერისთვის” გახდა ცნობილი, წულუკიანი, დაახლოებით ორი კვირის წინ, უკვე შეხვდა სამინისტროს თანამშრომლებს. განათლების მინისტრის პოსტზე კვლავ დარჩება მიხეილ ჩხენკელი, ხოლო უწყებისგან გამოყოფილ კულტურასა და სპორტს კი თეა წულუკიანი ჩაიბარებს.

მეტი

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ და ვიღაცას ჩუმად ველაპარაკებით – ერთ თეთრს არ მოვკიდებთ ხელს, ღმერთმა დაგვიფაროს!” – ამის შესახებ “ფეისბუქის“ ვიდეო-მიმართვაში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „არასდროს, არც ერთი თეთრი ხელფასის იქეთ არ ამიღია და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუკი რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგ რომ იყოს, მთავარია, მე მჯეროდეს და მწამდეს, ჩემს სინდისს არ ეწინააღმდგებოდეს და ქვეყნის ინტერესების სასარგებლო იყოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც გამიბედავს და ლაპარაკს ფულზე დამიწყებს – ცოცხალი ვერ გამასწრებს….

მეტი

ლევან კობიაშვილს სანაკრებო მარცხებზე მეტად ნიკა მელიას ბრალდებები აღელვებს

ლევან კობიაშვილს სანაკრებო მარცხებზე მეტად ნიკა მელიას ბრალდებები აღელვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების მარცხებზე მეტად, როგორც ჩანს, ოპონენტი ნიკა მელიას განცხადებები უფრო აღელვებს. ეროვნულმა ნაკრებმა, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ის შეხვედრა წააგო, რომლის მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს იფორმებდა. ამ წაგების შემდეგ, რომელიც მთელმა ერმა განიცადა, კობიაშვილი მედიასთან არ გამოჩენილა, არც რაიმე სახის განცხადება გაუკეთებია. სფფ-ს პრეზიდენტს კომენტარი არც უეფას ერთა ლიგის C ჯგუფის მეხუთე ტურში, სომხეთთან წაგების შემდეგ გაუკეთებია. სულ რამდენიმე წუთის წინ კი, მან ფეისბუქის ოფიციალურ…

მეტი

კახა კალაძე ამბობს, რომ შვილთან ერთად სტადიონზე ინერციით მივიდა

კახა კალაძე ამბობს, რომ შვილთან ერთად სტადიონზე ინერციით მივიდა

თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, გუშინ სტადიონზე თავისი ვაჟისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ყოფნის მიზეზებს განმარტავს. კალაძე წერს, რომ სტადიონზე შვილთან ერთად ინერციით მივიდა “გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი…

მეტი

ირაკლი კობახიძე – აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

ირაკლი კობახიძე – აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.” ასე აფასებს ირაკლი კობახიძე დღევანდელ პროტესტს, რომელმაც პარლამენტის  ტერიტორიიდან უკვე ცესკოსთან გადაინაცვლა. „მოქალაქეების დათვლა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად,…

მეტი

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმის შესრულებას  არ აპირებს

“ქართული ოცნება“ოპოზიციური პარტიების ულტიმატუმის შესრულებას  არ აპირებს – ამის შესახებ უმრავლესობის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა აბსურდულია. „მათი უფლებაა, რომ კანონის და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოაწყონ საპორტესტო აქციები და მათი უფლებაა აბსურდული მოთხოვნები დააყენონ ამ აქციებზე. თუმცა, ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას სერიოზულად არც ვუყურებთ. იმედი მაქვს, ისინი ძალიან მალე თავადვე გაათვითცნობიერებენ თავიანთი მოთხოვნების აბსურდულობას და მიხვდებიან, რომ პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდებიან. იმედი მაქვს, დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს და…

მეტი

ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა”, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში

ირაკლი კობახიძე: “ნაცმოძრაობა”, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და სხვა პარტიებთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა”, მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. “ამას უკვე დღეები გვიჩვენებს. გაირკვევა ყველაფერი უახლოეს მომავალში, გაირკვევა ის, რომ პარტიების უდიდესი ნაწილი და ალბათ ყველა პარტია, მათ შორის, „ნაცმოძრაობაც“ მთლიანად თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც შევა პარლამენტში. ეს არის დღევანდელი განწყობა, რაც არის ოპოზიციურ სპექტრში და ეს განწყობა დღევანდელი აქციის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება. ფორმებს და…

მეტი
1 2 3 8