“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია” – პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ხალხს შია, ეს უკვე პიკია”. – ამ მოწოდებით პარლამენტის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი შეზღუდვების გაუქმებას და ეკონომიკის გახსნას მოითხოვენ. აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს ცარიელი მაცივარიც იმის სადემონსტრაციოდ, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილს საჭმელი არაფერი აქვს. “საზოგადოებას დაუცარიელდა მაცივარი. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ მთავრობას იმ ადამიანების სახელებიდა გვარები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, თუმცა არავინ გამოგვხმაურებია”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თეონა ნაბახტეველი. “ფუნქცია დაკარგა მაცივარმა და ასეა თითქმის ყველას ოჯახში. ამიტომ, ჩემი თხოვნა და მიმართვა იქნება, გაიხსნას ეკონომიკა….

მეტი

პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა 85 ხმით პარლამენტმა გიორგი გახარიას მეთაურობით საქართველოს მთავრობას ნდობა ერთხმად გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ერთი ახალი მინისტრია. იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძე დაინიშნა. საკანონმდებლო ორგანომ ასევე ნდობა გამოუცხადა 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“.

მეტი

“საქართველოში არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს” – ელისო ბოლქვაძე

“საქართველოში არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს” – ელისო ბოლქვაძე

“ქართული ოცნების” დეპუტატი პარლამენტში, პიანისტი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ქვეყნის სოციალურ პრობლემებს ჯერ არ იცნობს, რადგან მისთვის პარლამენტში პირველი დღეა. “პირველი დღეა, რაც მე საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე, ამიტომ კომპეტენტური ვერა ვარ. საქართველო რომ ეკონომიურად არაა მძლავრი ქვეყანა, ყველამ ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში და ბევრი ამაზე ცუდად ცხოვრობს. ჩემი გამოცდილებით რასაც ვხედავ, ხშირად ისეთი რიგია სუპერმარკეტში, ფულს ვერ ვიხდი. ვფიქრობ, აბა ვინ არის ეს ხალხი, ქართველები არ არიან?!”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

მეტი

მამუკა ხაზარაძე: “ვდგავართ მტკიცედ… დიდება თავისუფლებას!”

მამუკა ხაზარაძე: “ვდგავართ მტკიცედ… დიდება თავისუფლებას!”

“ჩვენ აქ ვდგავართ მტკიცედ იმიტომ, რომ შევასრულოთ ის მთავარი ფრაზა, რომელიც საქართველოს ჰიმნში ჩვენ დღეს ერთად გავაჟღერეთ- დიდება თავისუფლებას! სანამ ამ ქვეყანაში ბრძოლა იქნება თავისუფლებისთვის, თითოეული ადამიანის ხმისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვს, მანამდე საქართველო ივლის წის! მე მინდა ვისურვო, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დადგეს ის დრო, როცა ქვეყანა არ იქნება გახლეჩილი, როცა ჩვენ ვიქნებით გაეთიანებული, როცა საერთო მიზანი და უპირველესი ამოცანა თითოეული ჩვენგანისთვის ქვეყნის და სახელმწიფოს მშენებლობა იქნება, მიუხედავად იმისა ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია. მინდა…

მეტი

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის…

მეტი

პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი თავდასხმა ყველა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჩვენი იდენტობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების, სტაბილურობის ღერძი და ქვეყნის მომავლის ქვაკუთხედია არის სახელმწიფოსთვის დესტრუქციული. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. “პატრიარქი, რომელიც ჩვენი…

მეტი

იაგო ხვიჩია: “მოვუწოდებთ კოლეგებს ოპოზიციიდან შემოვიდნენ პარლამენტში”

იაგო ხვიჩია: “მოვუწოდებთ კოლეგებს ოპოზიციიდან შემოვიდნენ პარლამენტში”

“მოლაპარაკების მაგიდაზე ყველამ იცოდა პირველივე დღიდან, რომ ყველას ერთი და იგივე საკითხი არ აწუხებდა, სხვადასხვა საკითხი იყო, რომელიც ამ პოლიტიკური შეთანხმების საგანი უნდა ყოფილიყო. ალეკო ელისაშვილმა მისი პრიორიტეტი დაასახელა, მეც დავასახელე ცოტა ხნის წინ გირჩის პრიორიტეტი. სხვაც დაასახელებს ალბათ და მნიშვნელოვანია ეს, კარგი პროცესია. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, დაგვეხმარონ იმ შეთანხმების აღსრულებაში, რომელსაც მივაღწიეთ ქართულ ოცნებასთან. შემოვიდნენ პარლამენტში, დაუჭირონ მხარი და ამითი განვმუხტოთ ის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც 20 ივნისის შემდეგ ამ ქვეყანაში არსებობს. ეს იქნება ჩემი საჯარო მოწოდება…”…

მეტი

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

ელისაშვილი პარლამენტში შესვლაზე -“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ”

“არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ და ვიღაცას ჩუმად ველაპარაკებით – ერთ თეთრს არ მოვკიდებთ ხელს, ღმერთმა დაგვიფაროს!” – ამის შესახებ “ფეისბუქის“ ვიდეო-მიმართვაში ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „არასდროს, არც ერთი თეთრი ხელფასის იქეთ არ ამიღია და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუკი რაიმე არაპოპულარულ გადაწყვეტილებას მივიღებ, მთელი დედამიწა ჩემს წინააღმდეგ რომ იყოს, მთავარია, მე მჯეროდეს და მწამდეს, ჩემს სინდისს არ ეწინააღმდგებოდეს და ქვეყნის ინტერესების სასარგებლო იყოს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც გამიბედავს და ლაპარაკს ფულზე დამიწყებს – ცოცხალი ვერ გამასწრებს….

მეტი

ირაკლი კობახიძე:”ავამოქმედებთ საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”

ირაკლი კობახიძე:”ავამოქმედებთ საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მანდატების დათმობა ოპოზიციის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“, რა მექანიზმიც აქვს, იმ მექანიზმს აამოქმედებს. „ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. დროს დავუტოვებთ იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. ანუ არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება, ეს არის. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის  საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მომავალში შეეძლებათ მათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იქვე აღნიშნა: „იმედი გვაქვს, პარასკევს ყველა პარტია  შეიკრიბება…

მეტი

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. „პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი
1 2 3 4