ბექა ღვინიაშვილმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორია

ბექა ღვინიაშვილმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ბექა ღვინიაშვილმა, მესამე ადგილისთვის ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ფინალში გამსვლელი შეხვედრა ღვინიაშვილმა სერბ მაიდოვთან წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 26 წამით ადრე მისი დაიპონება მოახერხა. საქართველოს ნაკრებისთვის ღვინიაშვილის ბრინჯაო მეოთხე მედალია. ეროვნული გუნდის აქტივში, ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. დღესვე, მესამე ადგილისთვის, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიშვილი იჭიდავებენ.

მეტი

50 000 დოლარი – თუშიშვილს, 10 000 დოლარი – ლიპარტელიანს – IJF-მა 2018 წლის წონის ლიდერები დააჯილდოვა

50 000 დოლარი – თუშიშვილს, 10 000 დოლარი – ლიპარტელიანს – IJF-მა 2018 წლის წონის ლიდერები დააჯილდოვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2018 წლის წონის ლიდერები დააჯილდოვა. მამაკაცებსა და ქალ ძიუდოისტებში, ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულების მფლობელებს 50 000-50 000 დოლარი გადაეცათ, ხოლო დანარჩენ წონის ლიდერებს – 10 000-10 000 დოლარი. 50 000 დოლარი მიიღო მსოფლიოს ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100კგ), რომელმაც მამაკაც ძიუდოისტებში, ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულის დაგროვება შეძლო. ქართველი სპორტსმენის აქტივში 8 102 ქულა დაგროვდა, ქალებში კი ამდენივე თანხა მსოფლიოს ჩემპიონმა, ფრანგმა კლარის აბგენენუმ (8256 ქულა) მიიღო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან 10 000 დოლარით…

მეტი