ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი მოიგო და კარიერაში მეხუთე ATP ტიტულს დაეუფლა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ქართველმა ჩოგბურთელმა, მასპინძელი, იან-ლენარდ შტრუფი, ორ სეტში – 4:6, 6:7 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წელს, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ეს მეორე ტიტულია. სულ ცოტა ხნის უკან, ქართველმა Qatar Open ტრიუმფით დაასრულა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამ მოგების შემდეგ 1850 ქულით, მსოფლიო კვალიფიკაციაში 31-ე პოზიციაზე აინაცვლა.

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი QATAR OPEN-ის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი QATAR OPEN-ის ჩემპიონია

ნიკოლოზ ბასილაშვილი QATAR OPEN-ის ჩემპიონია. დოჰას მასტერსის ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა, ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა და სრულიად დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა. პირველმა სეტმა 54 წუთს გასტანა და გამარჯვებულის ვინაობა ტაი ბრეიქებში გაირკვა, სადაც ბასილაშვილმა მსოფლიო კვალიფიკაციის მე-13 ნომერს შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ სეტში ჩოგბურთელებს ბრეიქი არ შეუსრულებიათ. რაც შეეხება მეორე სეტს, ქართველმა მხოლოდ ორი გეიმი დათმო და ბაუტისტა-აგუტის 2:6 მოუგო. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის, თავის კარიერაში ეს მე-4 ATP ტიტულია. დოჰას ტურნირი ქართველს…

მეტი

ტეილორ ფრიტცი დამარცხებულია – ნიკა ბასილაშვილი ფინალშია

ტეილორ ფრიტცი დამარცხებულია – ნიკა ბასილაშვილი ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია. 1/2 ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელი ტეილორ ფრიტცი, ორ სეტში – 6:7, 1:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტის დაუპირისპირდება. ფრიტცი მსოფლიო კვალიფიკაციაში 33-ე პოზიციაზეა, ბაუტისტა-აგუტი კი მე-13. ყატარის ღია პირველობის გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ სენსაცია დააფიქსირა და მსოფლიოს მე-6 ჩოგანი, ლეგენდარული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

მეტი

როცა კერპს ამარცხებ – ღამე, რომელიც ბასილაშვილს არასოდეს დაავიწყდება

როცა კერპს ამარცხებ – ღამე, რომელიც ბასილაშვილს არასოდეს დაავიწყდება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში, სულ ცოტა ხნის წინ ისტორია დაწერა და ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი დაამარცხა. ქართველმა მეტოქე სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და სენსაციური შედეგი დააფიქსირა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ ის როჯერ ფედერერის თამაშებზე გაიზარდა და მან, ამ ღამეს, თავისი კერპი დაამარცხა. “დაუჯერებელია, როჯერ ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. მასთან თამაშიც კი უბრალოდ სასიამოვნოა. მიხარია, რომ დაბრუნდა. დღეს ოცნება ამიხდა. ის ჩემი კერპი იყო. არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი მოთამაშეა და…

მეტი

ისტორია დაწერილია – ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

ისტორია დაწერილია – ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა. ქართველმა ჩოგბურთელმა, დოჰას მასტერსის 1/4 ფინალში, მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდა და რეიტინგის მე-6 ნომერი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა და სენსაციაც დააფიქსირა. ლეგენდარული შვეიცარიელი კორტს ხანგრძლივი ტრავმისა და პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გადამწყვეტ სეტში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჯერ დააბრეიქა მეტოქე და უპირატესობა მოიპოვა, თავის მოწოდება კი სრულყოფილად შეასრულა და თავისი ისტორია დაწერა.  

მეტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 34-ე ადგილამდე დაქვეითდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 34-ე ადგილამდე დაქვეითდა

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 34-ე პოზიციამდე დაქვეითდა. ჩოგბურთელი, რომელიც გასულ წელს საუკეთესო ოცეულში საპატიო მე-16 ადგილს იკავებდა, წელს მხოლოდ 4 დაპირისპირება მოიგო, 11-ჯერ კი დამარცხდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ATP ტურნირებზე 25 თებერვლის შემდეგ არ მოუგია. დუბაიში, ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ბერანკისთან, თუმცა ამავე ტურნირზე მეტი ღირებული აღარაფერი შეუქმნია. “დევისის თასზე” ბასილაშვილმა, საქართველოს ნაკრების მაისურით ივანოვის წინააღმდეგ იმარჯვა და სწორედ ეს მატჩი უფიქსირდება ბოლო გამარჯვებად ქართველ ჩოგბურთელს. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა გერმანიის საერთაშორისო…

მეტი

ნიკა ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ნიკა ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის სკანდალურ საქმეზე, შესაძლოა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერვი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ბასილაშვილის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ჭკადუას ინფორმაციით, ბასილაშვილი ჯოკოვიჩს უკვე ესაუბრა, რომელმაც ქართველს მხარდაჭერა აღუთქვა. ადვოკატის ვარაუდით, ჯოკოვიჩი მზადაა, სასამართლოს, საჭიროების შემთხვევაში ჩვენება მისცეს. “მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ”, –…

მეტი

ადვოკატი: ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერავის გაეკიდება, რადგან მას მუხლების პრობლემა აქვს

ადვოკატი: ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერავის გაეკიდება, რადგან მას მუხლების პრობლემა აქვს

“როგორც ის ამბობს, მამათილი მოსდევს იარაღით თუ ჩონგურით, როგორც ამას თვითონ ამბობს. ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას, ძალიანაც რომ უნდოდეს ვინმეს გაეკიდოს, ვერ გაეკიდება, იმიტომ, რომ მუხლებზე პრობლემა აქვს და ძნელად გადაადგილდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ქალბატონს ხელში ბავშვი ჰყავს, შენი შვილიშვილი და იმას გამოეკიდო ჩონგურით, არ ვიცი, გიტარით, როგორც ამბობენ”, – ეს განცხადება, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გააკეთა. ჩოგბურთელის უფლებადამცველის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი მხოლოდ ნელი დოროყაშვილის გამოკითხვის ოქმის საფუძველზე გამოუწერეს. “ნიკოლოზ…

მეტი

ბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილი ბავშვის წამოსაყვანად ტაქსით მივიდა და ის გაუშვა

ბასილაშვილის ადვოკატი: დოროყაშვილი ბავშვის წამოსაყვანად ტაქსით მივიდა და ის გაუშვა

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სპორტსმენის ყოფილი მეუღლე, ვაკიდან ავჭალაში, სადაც ბასილაშვილის მშობლები ცხოვრობენ, შვილის წამოსაყვანად არა საკუთარი ავტომობილით, არამედ ტაქსით მივიდა და ტაქსი გაუშვა. იურისტის განმარტებით, ამის შემდეგ, დოროყაშვილი, ბავშვით ხელში, ცდილობდა ბასილაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში შესვლას და ეს ყველაფერი ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული, რომლის ჩანაწერის საგამოძიებო უწყებებს ამოღებული აქვთ და საქმის მასალებში დევს. “ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლები ცხოვრობენ ქალაქიდან მოშორებით, ავჭალაში. ხოლო ქალბატონო ცხოვრობს ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, როგორც ყველასთვის ცნობილია. როგორც ის…

მეტი

შოთა არველაძე: მინდა, ამ რთულ მომენტში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო

შოთა არველაძე: მინდა, ამ რთულ მომენტში ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო

ცნობილი ქართველი მწვრთნელი, უზბეკეთის “პახტაკორის” თავკაცი, შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. “ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო”, – წერს შოთა არველაძე.

მეტი
1 2 3 7