აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

აშშ-ის საელჩო – დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში მიმავალ გზაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება და მიმდინარე მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. “ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ…

მეტი

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მეტი

მამუკა მდინარაძე – არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ

მამუკა მდინარაძე – არ უნდა მივცეთ საშუალება, პროვოკაციაში ჩაგვითრიონ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება ზედმიწევნით ზუსტად და ადამიანის უფლებების დაცვით უნდა მოხდეს. „ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ვერასდროს დავემსგავსებით იმათ, ვითომ ვისაც ებრძვიან, ოკუპანტ ძალას. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილია იმისათვის, რომ მოხდეს უკიდურესი პროვოკაცია. მაქსიმალურად უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნებისმიერი, ამ…

მეტი

აშშ-ს საელჩო: თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ, ძალადობა არავის არგებს!

აშშ-ს საელჩო: თავშეკავებისკენ მოგიწოდებთ, ძალადობა არავის არგებს!

ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებით ეხმაურება და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს. “მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არ არგებს არავის, მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობის შერყევა სურს. ეს საკითხი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მეტი

ნიკა მელია – ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა

ნიკა მელია – ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა

“მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს! ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, არამედ სულიერადაც“, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რომელსაც დღეს საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. “ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვარ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. მინდა…

მეტი

პროკურორი – იმედი გვაქვს, გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება

პროკურორი – იმედი გვაქვს, გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ ვადაში მოხდება

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, მოსამართლემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ მელიას დაკავება „გონივრულ ვადაში მოხდება“. „რაც შეეხება აღსრულების ნაწილს, სასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შესაბამის ორგანოს დაავალა. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას სხვა უწყება ასრულებს, მე კონკრეტულ პასუხს ვერ გეტყვით, თუმცა, კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა არ არსებობს. იმედს გამოვთქვამთ, რომ განსხვავებით სასამართლოში არ გამოცხადებისა, ბრალდებული ამ შემთხვევაში მაინც გამოცხადდება შესაბამის…

მეტი

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავვმჯდომარეს, ნიკა მელიას, თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 6 საათიან პროცესს ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია. “აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეიცვალოს მკაცრი აღვკეთის ღონისძიებით – პატიმრობით. ბრალდებულ პატიმრობის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან”, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადებისას. ჩახნაშვილმა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. სწორედ ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა აცხადებდა, რომ ბრალდებულის მიერ…

მეტი

ლევან კობიაშვილს სანაკრებო მარცხებზე მეტად ნიკა მელიას ბრალდებები აღელვებს

ლევან კობიაშვილს სანაკრებო მარცხებზე მეტად ნიკა მელიას ბრალდებები აღელვებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრების მარცხებზე მეტად, როგორც ჩანს, ოპონენტი ნიკა მელიას განცხადებები უფრო აღელვებს. ეროვნულმა ნაკრებმა, რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ის შეხვედრა წააგო, რომლის მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს იფორმებდა. ამ წაგების შემდეგ, რომელიც მთელმა ერმა განიცადა, კობიაშვილი მედიასთან არ გამოჩენილა, არც რაიმე სახის განცხადება გაუკეთებია. სფფ-ს პრეზიდენტს კომენტარი არც უეფას ერთა ლიგის C ჯგუფის მეხუთე ტურში, სომხეთთან წაგების შემდეგ გაუკეთებია. სულ რამდენიმე წუთის წინ კი, მან ფეისბუქის ოფიციალურ…

მეტი

გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს

დღეს გამთენიისას, გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი გადაწვეს. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 05:30 საათზე მოხდა.  მელიას შტაბის წევრების განცხადებით, შტაბს ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები, რის შემდეგაც გამოიყენეს ე.წ. მოლოტივს კოქტეილი და ოფისში ცეცხლი გააჩინეს. განადგურებული და დამწვარია ინვენტარი. ნიკა მელიას შტაბის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მელიას გლდანში გამარჯვება არ აპატიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მეტი

“შტურმის მოთავეები არიან მელია და მისი ზონდერჯგუფები, ისინი მკაცრად აგებენ პასუხს” – ირაკლი კობახიძე

“შტურმის მოთავეები არიან მელია და მისი ზონდერჯგუფები, ისინი მკაცრად აგებენ პასუხს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს “კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით” ემუქრება. “შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას იწვევს კრიმინალების ყოფნა არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში”, – განაცხადა კობახიძემ. მან აქციის მონაწილეებს “კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავშეკავებისკენ”, სამართალდამცველებს კი “პროპორციული ძალის გამოყენებისკენ” მოუწოდა. “მოვუწოდებთ კანონსაწიმააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, თავი…

მეტი
1 2 3