ნიკა ბასილაშვილი: ლუკა, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ

ნიკა ბასილაშვილი: ლუკა, მამიკო, მინდა დაიმახსოვრო, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ყატარის ღია პირველობის მოგების შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ითხოვა, რომ ქართულად ესაუბრა და მან თავის შვილს მიმართა: “ლუკა, მამიკო, მინდა, რომ დაიმახსოვრო – შენ ხარ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, მიყვარხარ და მენატრები”, – ემოციური იყო ბასილაშვილის გამოსვლა დოჰაში. ქართველმა ჩოგბურთელმა, მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა სამშობლოს და ქართველ ქომაგს. “მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქართველ გულშემატკივარს, მხადაჭერისა და გვერდში დგომისთვის, – თქვა ნიკამ. ქართველმა ჩოგბურთელმა, კარიერაში მე-4 ATP ტიტული მოიგო. დოჰას მასტერსის ფინალში მან რობერტო ბაუტისტა…

მეტი

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“მადლობა, ჩემო ბიჭო” – ნიკა ბასილაშვილი მაიამიში ზაზა ფაჩულიას თამაშს დაესწრო

“დეტროიტ პიტონსის” ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია, სოციალურ ქსელში, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ზაზას გუნდს, გამთენიას, მაიამიში, “მაიამი ჰიტთან” შეხვედრა ჰქონდა, რომელიც 108:74 წააგო. American Airlines Arena-ზე, ქართველი ჩოგბურთელი თანამემამულის საგულშემატკივროდ მივიდა. “მადლობა, ჩემო ბიჭო, მოსვლისა და თამაშზე მხარდაჭერისთვის”, – წერს ზაზა ფაჩულია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, მან “ინდიან უელსის” 1000-იან მასტერსზე პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. მსოფლიო კვალიფიკაციის მე-18 ნომერი ახლა მაიამიშია და მორიგი ტურნირისთვის ემზადება.

მეტი