საქართველო-ესპანეთი 1:2 – თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო

საქართველო-ესპანეთი 1:2 – თამაში, რომელიც არ უნდა წაგვეგო

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში, “დინამო არენაზე” ესპანეთთან 1:2 დამარცხდა, თუმცა, ეს იყო დასანანი მარცხი, რადგან საქართველომ მეტოქეს ღირსეული კონკურენცია გაუწია და უფრო მეტიც, 56-ე წუთამდე, სტუმრები მდევრის როლში აღმოჩნდნენ. თამაშის გარჩევას სანამ დავიწყებთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვილი სანიოლის რისკიანი გადაწყვეტილებები, ის სათამაშო დისციპლინა და ხასიათი, რასაც ეროვნული ნაკრები ამ ორ შეხვედრაში ავლენს. როგორც ჩანს, მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემა აღარ გვაქვს, რადგან ახალგაზრდა გიორბელიძემ შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ ძალიან…

მეტი

17 წლის ალინა ურუშაძემ პეკინის ზამთრის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

17 წლის ალინა ურუშაძემ პეკინის ზამთრის თამაშების ლიცენზია მოიპოვა

17 წლის ფიგურულმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, ვინც ეს შეძლო. ახალგაზრდა მოციგურავემ, რომელსაც უფროსებში, ქალთა ერთეულებში, დებიუტი ჰქონდა, სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ, 59.89 ქულა მოაგროვა და 39 სპორტსმენს შორის მე-18 პოზიციაზე დამკვიდრდა. პეკინის თამაშების საგზურისთვის, მას 24-ეულში ადგილი უნდა გაენაღდებინა, რასაც თავი წარმატებით გაართვა. თავისუფალი პროგრამის შემდეგ, ურუშაძემ 169. 01 ქულა დააგროვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, ვინც პეკინის ზამთრის თამაშებზე…

მეტი

სანიოლის დებიუტი: ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვედეთში დამარცხდა

სანიოლის დებიუტი: ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შვედეთში დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, სტოკჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ, ანგარიშით – 1:0 დამარცხდა. შვედეთთან შეხვედრა, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელისთვის, ვილი სანიოლისთვის სადებიუტო იყო, მაგრამ სტარტი არც ისეთი იღბლიანი აღმოჩნდა. ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგელობა საკმაოდ უჩვეულოდ დააყენა. ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩები ჰქონდათ ბათუმის “დინამოს” მცველს, გრიგოლ ჩაბრაძესა და ავსტრიულ “ვოლსფბერგერში” მოთამაშა გურამ გიორბელიძეს. გიორბელიძეს რაც შეეხება, ის ურიგოდ არ გამოიყურებოდა, ჩაბრაძეს კი არ გაუმართლა, სწორედ მის პოზიციურ შეცდომას მოჰყვა შეხვედრის…

მეტი

მაკა გიორგობიანი: უკან არ ვიხევთ და მაქსიმალური შედეგების გაკეთებას ვეცდებით

მაკა გიორგობიანი: უკან არ ვიხევთ და მაქსიმალური შედეგების გაკეთებას ვეცდებით

22 მარტიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ფიგურულ ციგურაობაში სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, სადაც საქართველოს სახელს, სამ სხვადასხვა კატეგორიაში 4 ქართველი სპორტსმენი დაიცავს. ვაჟთა ერთეულებში მორის ყვითელაშვილი გამოვა, ქალებში 17 წლის ალინა ურუშაძე, ხოლო სპორტულ წყვილებში – 16 წლის ანასტასია მეტელკინასა და 21 წლის დანიილ პარკმანის ტანდემი. ყვითელაშვილის გარდა, სხვა დანარჩენ მოციგურავეებს დიდების კატეგორიაში აქამდე არ უასპარეზია. ისინი, პირდაპირ იუნიორთა კატეგორიიდან მიდიან მსოფლიო ჩემპიონატზე და თანაც ურთულესი მისიით – მათ სტოკჰოლმში პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების…

მეტი

ქართველი ფიგურული მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ

ქართველი ფიგურული მოციგურავეები მსოფლიო ჩემპიონატზე ოლიმპიური ლიცენზიებისთვის იბრძოლებენ

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, 22 მარტს, ფიგურულ ციგურაობაში სტარტს მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს. პლანეტის პირველობაზე, ქართველი მოციგურავეები სამ კატეგორიაში, (ერთეული ვაჟები, ქალები და სპორტული წყვილები) იასპარეზებენ და 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ქართველ მოციგურავეთა შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთია: 1. მორის ყვითელაშვილი (26 წლის) მწვრთნელები: ეთერ თუთბერიძე, სერგეი დუდაკოვი, ქორეოგრაფი: დანიილ გლეიხენგაუზი. მორისი საქართველოს სახელით ასპარეზობს 2016-2017 წლის სპორტული სეზონიდან. მისი საუკეთესო მაჩვენებელია 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე – 163,94 ქულა. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში,…

მეტი

ლადო გეგეშიძე: იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქვეყნისა და სპორტსმენებისთვის იქნება სწორი

ლადო გეგეშიძე: იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ქვეყნისა და სპორტსმენებისთვის იქნება სწორი

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ მსოფლიო ჩემპიონატი გააუქმა და სანაცვლოდ, ქვეყნებს კომერციული ტურნირი, ალტერნატიული მსოფლიო თასი შესთავაზა. საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოსთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ბაკურიანში გაემგზავრნენ. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში კორონავირუსის დაინფიცირების შემთხვევები დადასტურდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლადო გეგეშიძე “რეკორდერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე სპორტსმენს მათთანაც ჰქონდა სიცხე, თუმცა COVID 19 ჯერ არავის დადასტურებია. იქონიებს თუ არა ინფიცირების შემთხვევები გავლენას გადაწყვეტილებაზე, მიიღოს თუ არა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა ალტერნატიულ მსოფლიო თასზე, ეს…

მეტი

ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების საკითხი ჯერ არ განიხილება, 23-წლამდელები აღარ ჩატარდება

ჭიდაობა: მსოფლიო ჩემპიონატის გაუქმების საკითხი ჯერ არ განიხილება, 23-წლამდელები აღარ ჩატარდება

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფინეთში, ტამპერეში დაგეგმილი 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი გაუქმდა, რომელიც თავდაპირველად ოქტომბრის ბოლოს იყო დაგეგმილი, პანდემიის გამო კი ის ნოემბრის ბოლოს გადაიტანეს. UWW-ს აღმასრულებელი კომიტეტი ასევე შეთანხმდა ნოემბერსა და დეკემბერში დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაზე, თუმცა, კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ორგანიზატორებმა უნდა დაიცვან სანიტარული პირობები, რომელიც ყველა მონაწილის ჯანმრთელობას დაიცავს. ამ ეტაპზე, განხილული არ ყოფილა უფროსებს შორის, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გადადების საკითხი როგორც უფროსებში, ისე უმცროსებში. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას,…

მეტი

UWW-მ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩანიშნა

UWW-მ ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩანიშნა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თარიღი დაასახელა. პლანეტის პირველობას 12-20 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს. 2020 წელს, მსოფლიო ჩემპიონატი ოლიმპიური თამაშების გამო დაგეგმილი არ იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა და თამაშები შემდეგი წლისთვის გადაიდო. UWW-ს გეგმებისა და კალენდრის შეცვლა მოუხდა და დაანონსდა, რომ მსოფლიო პირველობის ჩატარება-არჩატარების თარიღი აგვისტოს ბოლოს გახდებოდა ცნობილი. თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გადაწყვეტილება ვადაზე ადრე მიიღო და ის ბელგრადში გაიმართება. საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები კი საწვრთნელ შეკრებას, არსებული…

მეტი

UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

UWW-მ 2020-2021 წლის კალენდარი დაადგინა

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებები შეიტანა. როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19 პანდემიამ დაგეგმილ კონტინენტურ და მსოფლიო ჩემპიონატებზე გავლენა მოახდინა. UWW-ს ბიუროს სხდომა 17 ივნისს, შვეიცარიაში გაიმართა, სადაც 2020-2021 წლების კალენდარში ცვლილებებს ხმა მისცეს. მათ შორის, გადაწყდა, რომ არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა, ყველა დარჩენილ ღია საკითხზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ბიუროს მიერ განხილული რეკომენდაციები ტექნიკურმა კომისიამ შეიმუშავა. “მადლობას ვუხდი ტექნიკურ კომისიას რთულ დროში გაწეული შრომისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავბრუნდებით, როდესაც გარემო უსაფრთხო იქნება ჩვენი…

მეტი

როდის შეძლებენ მოჭიდავეები და ძიუდოისტები შეკრების ჩატარებას – ხაბელოვის ახალი ინიციატივა

როდის შეძლებენ მოჭიდავეები და ძიუდოისტები შეკრების ჩატარებას – ხაბელოვის ახალი ინიციატივა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ახალი ინიციატივით გამოდის, რომლითაც ოლიმპიური სახეობის სპორტსმენებს კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ შეკრების ჩატარება. ამის შესახებ ლერი ხაბელოვმა “ოლიპიურ დღიურებთან” ინტერვიუში ისაუბრა. საქართველოს მთავრობამ სპორტისთვის უკვე დაამტკიცა პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო ხდება ორ კვირიანი კარანტინი, შემდეგ COVID-19-ზე ტესტირება და ამის შემდეგ საწვრთნელი პროცესის განახლება, თუმცა სეოკ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს მეტწილად კონტაქტური სპორტის სახეობებს, როგორიცაა ჭიდაობა, ძიუდო, კრივი და ა.შ. შეკრების ვადას 30 დღემდე გაუხანგრძლივებს, რაც საწვრთნელი პროცესის ჩატარებას ფაქტიურად…

მეტი
1 2 3 8