არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები არ განიხილება“

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს. „პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. საფუძველი არ გვაქვს, რომ მათი არჩევანი ეჭვქვეშ დავაყენოთ. კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მეტი

შალვა ნათელაშვილი:”პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში სამარცხვინოდ უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“

შალვა ნათელაშვილი:”პარლამენტი არ უნდა შედგეს, პარასკევს დარბაზში სამარცხვინოდ უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით მისი პარტია პარლამენტში არ შედის. განცხადება ამის შესახებ დღეს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ წინ მოლაპარაკებების არაერთი რაუნდი გაიმართება. „მე შემიძლია გითხრათ, ჩემი პარტიის პოზიცია. პარლამენტში არ შევდივართ, არ უნდა შედგეს პარლამენტი, პარასკევს დარბაზში უნდა იჯდეს მხოლოდ „ქართული ოცნება“ სამარცხვინოდ, მთელი მსოფლიოს თვალწინ კიდევ ერთხელ უდნა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა. შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ იგივე პოზიცია, რომ ახალი არჩევნების გარეშე, პარლამენტში არ შევდივართ. ოპოზიციამ ხელი…

მეტი

ალეკო ელისაშვილი: “ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”

ალეკო ელისაშვილი: “ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ”

ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ –  ასე ეხმაურება პარტია ” მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, რომლის თანახმადაც ის მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლას დათანხმდა. „ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, რომელიც…

მეტი

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის მიმართ გამოთქმულ ეჭვებს ეხმიანება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ის პარლამენტში შესვლაზე თანახმაა. „სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭრილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიცური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ…

მეტი

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

დღეს ცნობილი ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან გამართული დახურული შეხვედრების გარკვეული დეტალები, რომელსაც მხარეები მკაცრად ასაიდუმლოებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით მე-10 მოწვევის პარლამენტში შესაძლოა გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” ნაწილი ვიხილოთ, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დღეს გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა…

მეტი