ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

“მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის განცხადებით, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“. „ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში…

მეტი

მიხეილ სააკაშვილი – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ – დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ…

მიხეილ სააკაშვილი – გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ – დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ…

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. მე ყველაფერს გავაკეთებ, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გვინდა, რომ უბრალოდ სიცოცხლე არ გავწიროთ, არამედ გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქზე” განხორციელებული პირდაპირი ჩართვის დროს. „არ მივცეთ არჩევნების შედეგების “გაპრავების” საშუალება, ყველგან დავღალოთ, გამოვფიტოთ, გავთანგოთ, შევუქმნათ პრობლემები. ე.წ. სახელმწიფო უწყებები, რომლებიც აკეთებენ უკანონო აქტებს, უნდა იყოს დაბლოკილი. არ უნდა შევუშვათ პარლამენტში და უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ პარლამენტიდან. თუ გადმოვლენ შეტევაზე, მიიღებენ პასუხს….

მეტი

მიხეილ სააკაშვილი: მოგეცემათ ხელშეუხებლობის გარანტია, მათ ვინც გამოვა და მოყვება როგორ ხდებოდა გაყალბება

მიხეილ სააკაშვილი: მოგეცემათ ხელშეუხებლობის გარანტია, მათ ვინც გამოვა და მოყვება როგორ ხდებოდა გაყალბება

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიმართავს: “მინდა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს, თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, დარწმუნებული ვარ ამას ყველა დაეთანხმება, ყველა ვინც ახლა გამოვა და მოყვება იმას, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი საქართველოს გარდამავალი ხელისუფლების მიერ, ამაში ვარ დარწმუნებული და მინდა ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში, ყველანი…

მეტი

მიხეილ სააკაშვილი: “არც ერთი თანამდებობა მე არ მინდა, გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ!”

მიხეილ სააკაშვილი: “არც ერთი თანამდებობა მე არ მინდა, გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ!”

“საქართველოში არც ერთი თანამდებობა არ მინდა, სრულიად ოფიციალურად ვაცხადებ. არც ერთი თანამდებობა არ მინდა, არანაირი პოლიტიკური როლი არ მინდა, ერთადერთი რამ მინდა, მინდა ვიყო თავისუფალო ქვეყნის თავისუფალი შვილი”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ოცნებაა საქართველო იყოს თავისუფალი. “ჩემთვის ეს არის ერთადერთი სანუკვარი ოცნება, საქართველო იყოს თავისუფალი. გაიგეთ ხალხო, სამშობლოს ვკარგავთ. სამშობლო თუ არ გაქვს, რა თანამდებობაც არ უნდა გქონდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არავინ ხარ. აქ ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ….

მეტი

მიხეილ სააკაშვილი: “ეს არის დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა”

მიხეილ სააკაშვილი: “ეს არის დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროებისა, დაშინებებისა, ზეწოლისა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები შეაფასა და თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. „ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი,…

მეტი

მიხეილ სააკაშვილი:”მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია ჩვენი შემდგომი აქციები”

მიხეილ სააკაშვილი:”მზად ვართ მასობრივი მობილიზაციისთვის და ამ მობილიზაციის მოსამზადებელი ეტაპებია ჩვენი შემდგომი აქციები”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს და ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება. სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის მასობრივი მობილიზაციისთვის. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო ძალიან დიდი, ძალიან ამაღელვებელი დემონსტრაცია – ხალხის ერთიანობის და შემართების! ამდენი წლის ლაპარაკის შემდეგ, რომ „ნაციონალები“ რადარებიდან გაქრნენ, პარტია, რომელმაც შექმნა ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება და ბრუნდება მთელი ძალით და განახლებული რესურსებით და გუშინდელი აქცია იყო სწორედ გამარჯვებული პარტიის…

მეტი

“მე ვბრუნდები” – მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება?

“მე ვბრუნდები” – მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ქართულ საზოგადოებას შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის. სააკაშვილი  ვიდეომიმართვაში აანონსებს რომ საქართველოში ჩამოვა. „უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობების და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა…

მეტი

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას. მე ვარ ამ ბრძოლაში, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას“ – მიხეილ სააკაშვილი

„არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას. მე ვარ ამ ბრძოლაში, ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს – „არ ვაპირებ მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებას, ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- ამბობს სააკაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

მეტი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ არ ცნო

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ არ ცნო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევება, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ არ ცნო. უზენაესმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საკასაციო სარჩელი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურისა და შს სამინისტროს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის 12 თებერვალს მისი პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას ითხოვდა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

მეტი