ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა

ვარლამ ლიპარტელიანი მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) მინსკის მეორე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა. ნაკრების კაპიტანმა ორივე დაპირისპირება ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა და იპონით მოიგო ნახევარფინალის საგზურისთვის, “ლიპომ” მონტენეგროელი დანილო პანტიჩი დაამარცხა და ფინალისთვის ბრძოლაში ფრანგ სირილ მარეს შეხვდება. ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ) რუს ხალმურზაევთან გოლდენ სკორში დათმო თავისი შეხვედრა. ამავე წონაში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკო შერაზადიშვილი კი სენსაციურად დამარცხდა და ისიც მედლის გარეშე დარჩა. მალე, ფინალში გასასვლელად იჭიდავებს გურამ თუშიშვილი (+100კგ).

მეტი

ბექა ბერძენიშვილმა მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი დაამარცხა და მინსკის თამაშები მოიგო

ბექა ბერძენიშვილმა მსოფლიოს ოთხი  და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი დაამარცხა და მინსკის თამაშები მოიგო

სამბისტმა ბექა ბერძენიშვილმა, მინსკის ევროპის თამშების ოქროს ფინალში, მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი  არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა 40 წლის ბელარუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და საქართველოს სამბისტთა ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, ჩემპიონის ტიტული რუს სკრიაბინს ოქროს ფინალი მოუგო და მანაც ტრიუმფით დაასრულა მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა.

მეტი

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა, რომელმაც მინსკის ევროპული თამაშების ფინალში რუსი სკრიაბინი დაამარცხა, დაჯილდოების ცერემონიალზე მას ხელი არ ჩამოართვა. ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილზე გასულ სამბისტებს წარმატება, რუსისგან განსხვავებით, სწორედ ხელის ჩამორთმევით მიულოცა. ნახუცრიშვილმა სკრიაბინს ოქროს ფინალი 1:5 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.    

მეტი

3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქართველი სპორტსმენების შთამბეჭდავი სტარტი მეორე ევროპულ თამაშებზე

3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ქართველი სპორტსმენების შთამბეჭდავი სტარტი მეორე ევროპულ თამაშებზე

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშების პირველ შეჯიბრო დღეს, 10 მედალი – 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. საქართველოს ნაკრებისთვის ოქროს მონაგარი ძიუდოისტმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) გახსნა. ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს ამირან პაპინაშვილი დაეუფლა. -66 კგ წონით კატეგორიაში კი ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა ასევე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ვინაიდან, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ოლიმპიურ თამაშებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შედეგებსაც ითვლის, ოთხივე ძიუდოისტს შედეგები ევროპირველობაზეც ჩაეთვალათ და დამატებით კიდევ მედლები გადაეცათ. 6 მედალი კი…

მეტი

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ევროპული თამაშებისთვის ფიცი დადო (ფოტო, ვიდეო)

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა, მინსკის მეორე ევროპული თამაშებისთვის, დღეს, ოლიმპიურ პარკში ფიცი დადო. ფიცის დადების გარდა, ქართველი სპორტსმენების გაცილების ცერემონიაც გაიმართა. მეორე ევროპულ თამაშებზე, საქართველო, ბელარუსის დედაქალაქში, 10 სახეობაში 61 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. ჯამში კი, ტურნირში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 4000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. საქართველოდან მინსკში 122 კაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რომლის ხელმძღვანელიც ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი იქნება, ოლიმპიური ნაკრების მედროშე კი – მსოფლიო ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი. ოლიმპიურ პარკში, ფიცი 9-გზის ოლიმპიელმა, ნინო სალუქვაძემ წაიკითხა. ევროპის…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე: ვემზადები უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად

ავთანდილ კენჭაძე: ვემზადები უმაღლესი სინჯის მედლის მოსაპოვებლად

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე (74კგ) მინსკის ოლიმპიურ თამაშებზე უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვებას აპირებს. როგორც სპორტსმენმა დღეს, ფიცის დადებისა და ოლიმპიური ნაკრების გაცილების ცერემონიალზე აღნიშნა, მცირე ტრავმები ჰქონდა, თუმცა სრულად მოახერხა გამოჯანმრთელება და ევროპულ თამაშებს ფორმაში ხვდება. „კარგად ვართ მომზადებული ბიჭები. 6 კაცი მივდივართ ევროპის თამაშებზე. რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი უმაღლესი საფეხურისა და მედლისთვის იბრძოლებს. შევეცდებით, ჩვენი სამშობლო ვასახელოთ. ჩემს შემთხვევაში, იყო პატარა ტრავმები, მაგრამ მოვახერხე მათი მორჩენა და ფორმაში შესვლა. ვემზადები უმაღლესი სინჯის…

მეტი