დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ წუხანდლიდან მოყოლებული მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით. სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი. ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე. გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი…

მეტი

ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

ჩხოროწყუელ მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს

რადიო “ათინათის” ინფორმაციით, ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა. მისი ინფორმაციით, ბავშვები “შაბათობაზე” დირექციის თანხმობით იმყოფებოდნენ. “პანდემიაა, სკოლები ძლივს გახსნეს, ამ დროს, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგაკვეთილო პროცესის დროს, სკოლის დირექციის თანხმობით გააყოლეს უცხო პირს, ე.წ. შაბათობაზე. ახლა რა მოხდა სინამდვილეში – ამ უცხო პირმა (არანაირ შემხებლობაში არ იყო სკოლასთან ან რომელიმე მოსწავლესთან) ბავშვები წაიყვანა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში და საპირფარეშო ახეხინა/აწმენდინა. გაუგებარია, როგორ…

მეტი

ღია საზოგადოების ფონდი: მოვუწოდებთ  მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევის პროცესი

ღია საზოგადოების ფონდი: მოვუწოდებთ  მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევის პროცესი

ღია საზოგადოების ფონდი, აფრიკის დასახლებაში, მერიის მიერ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას, ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში, უსახლკარო პირების საცხოვრისების დემონტაჟის შესახებ. იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემის საპასუხო ეფექტური სერვისები, თვითდახმარების მიზნით, უსახლკაროთა მიერ აგებული სტაციონარული შენობების დემონტაჟი, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ…

მეტი

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა

აფრიკის დასახლებაში, შენობების დემონტაჟისას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მუნიციპალურ ინსპექციას, შენობების დანგრევის შესახებ ისინი წინასწარ არ გაუფრთხილებია. „ უცბად მოვიდნენ არჩევნების შემდეგ, გაფრთხილება არ ყოფილა, რატომ არჩევნებამდე არ დაიწყეს აწიოკება? ვთხოვ გამოგვიყონ თავშესაფარი, რომ ბავშვებს სახლი და დასაძინებელი ადგილი ჰქონდეთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის აფრიკის დასახლებაში  8 ადამიანია დაკავებული. რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი…

მეტი

მერია მოქალაქეებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ

მერია მოქალაქეებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობისთვის გამოიყენონ

თბილისში „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა კონტროლი ხორციელდება.  ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მეტროსადგურებთან ინტესიურ მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებენ. „ვახორციელებთ პირბადეების კონტროლს თბილისის მტროპოლიტენში. ყველა ჩასასვლელში დგას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მოქალაქეების კონტროლი მიმდინარეობს, რამდენად იყენებენ ისინი პირბადეებს. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეებს თან არ აქვთ პიბადე, მას ჩვენ ვაძლევთ. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა…

მეტი

თბილისის მერია ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემას დაიწყებს

თბილისის მერია ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემას დაიწყებს

დედაქალაქის მერმა, მის მოადგილეს ილია ელოშვილს 12 ოქტომბრამდე საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების მიწოდების ორგანიზება დაავალა. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს 12 ოქტომბერს განაახლებენ.

მეტი

მახათას მთაზე, უკანონო მშენებლობის დემონტაჟისას, მოქალაქე თავის დაწვით იმუქრებოდა

მახათას მთაზე, უკანონო მშენებლობის დემონტაჟისას, მოქალაქე თავის დაწვით იმუქრებოდა

ამ წუთებში, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია მახათას მთაზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟს ახორციელებს. ადგილზე მცირე ინციდენტი მოხდა მერიის თანამშრომლებსა და მაცხოვრებლებს შორის. “რეკორდერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე დაიმუქრა, რომ ბენზინს გადაისხამდა და თავს დაიწვავდა. სამართალდამცველებმა მომხდარის შესწავლა დაიწყეს. როგორც “რეკორდერს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მუნიციპალური ინსპექცია კანონის დადგენილების შესაბამისად მოქმედებდა, მოქალაქის მხრიდან კი პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. “გამოვლინდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უკანონოდ მითვისების ფაქტი. სამსახურმა იმოქმედა, ჩვეულებრივ, დადგენილების შესაბამისად, ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. რეალურად, კანონის დადგენილების შესაბამისად…

მეტი

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge ამოქმედდება

ელექტრომობილების მფლობელებისთვის ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge  ამოქმედდება

11 თებერვლიდან ამოქმედდება ვებგვერდი chargers.tbilisi.gov.ge, რომლის საშუალებით, ელექტრომობილების მფლობელებს შეეძლებათ, თბილისის მერიას საცხოვრებელ სახლთან ელექტროდამტენების დამონტაჟება სთხოვონ. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დამონტაჟდება. „ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა და მასშტაბური მიდგომა სჭირდება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულების მოწესრიგებით ამ პრობლემის მოგვარებას ვერ მოვახერხებთ, ამიტომ ძალიან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მიმართულება ისაა, რომ ხელს ვუწყობთ ქალაქში ელექტრომობილების შემოყვანას. როგორც იცით, მათი განბაჟება უფასოა….

მეტი