“ლოკომოტივი”-“დინამო თბილისის” შეხვედრა კორონავირუსი გამო გადაიდო

“ლოკომოტივი”-“დინამო თბილისის” შეხვედრა კორონავირუსი გამო გადაიდო

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი, “ლოკომოტივსა” და “დინამო თბილისს” შორის კორონავირუსის გამო გადაიდო. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელს კოვიდ ინფიცირებულთან შესაძლო კონტაქტი ჰქონდა, რის გამოც ფეხბურთის ფედერაციამ შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. “18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის “ლოკომოტივი” და თბილისის “დინამო” დაპირისპირება უნდა გამართულიყო. კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის…

მეტი

“ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა

“ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა

ერევნის საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ნახევარმცველი ერიკ სარიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. “საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივის ფეხბურთელი ერიკ სარიანი აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე ბრძოლაში გმირულად დაეცა. კლუბი სარიანის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს”, – წერია გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

რომან ფიფია: მამარდაშვილის დაბრუნებას ვაპირებ

რომან ფიფია: მამარდაშვილის დაბრუნებას ვაპირებ

“დინამო თბილისის” პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, ის “ლოკომოტივის” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებას აპირებს. “ახლა, ნახეთ, რომ ბრწყინვალედ თამაშობს მამარდაშვილი და ვაპირებთ მის დაბრუნებას და ა.შ.”, – განაცხადა ფიფიამ. გიორგი მამარდაშვილმა “გრანადას” წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. შეხვედრაში, რომელიც თბილისის “ლოკომოტივმა” 2:0 დათმო, ქართული კლუბის რიგებში 19 წლის კიპერი საუკეთესო იყო და ესპანური მედიისგანაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. “გრანადას” გულშემატკივრები კი კლუბის ხელმძღვანელობას ახალგაზრდა მეკარის ყიდვას თხოვენ. გიორგი მამარდაშვილი “ლოკომოტივში” “დინამოდან” იჯარის წესით თამაშობს და იჯარის ხანგრძლივობა კიდევ…

მეტი

“ლოკომოტივი” – ერთადერთი ქართული გუნდი, რომელმაც ევროსარბიელზე მოიგო

“ლოკომოტივი” – ერთადერთი ქართული გუნდი, რომელმაც ევროსარბიელზე მოიგო

თბილისის “ლოკომოტივი” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. გია ჭიაბრიშვილის გუნდი ერთადერთი გამოდგა იმ 4 ქართულ გუნდს შორის, რომელმაც ევროსარბიელზე ითამაშა და შეხვედრა მოიგო. შესაბამისად, “ლოკო” ერთადერთი გუნდია დღეს, რომელმაც ქართულ ფეხბურთს სირცხვილი ჩამორეცხა. რუმინული “კრაიოვა” წყვილში ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ეს მხოლოდ ქაღალდზე, რადგან გია ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მწვრთნელის ყველა მითითება და დავალეა ზუსტად შეასრულეს და მეტოქესთან პირველ ნომრად ითამაშეს. თუ საწყის რამდენიმე წუთს არ ჩავთვლით, დარჩენილი დრო ინიციატივას სწორედ დედაქალაქური გუნდი ფლობდა. პირველი 10 წუთის…

მეტი

თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

თბილისის “საბურთალო” საქართველოს თასის გამარჯვებულია

არსებობის განმავლობაში პირველად, თბილისის “საბურთალო” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გამარჯვებულია. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი, “საბურთალოსა” და “ლოკომოტივს” შორის, გია ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებით – 3:1 დასრულდა. შეხვედრის მე-12 წუთზე, გიორგი კოხრეიძემ ულამაზესი საჯარიმოთი გახსნა ანგარიში. ზუსტად 7 წუთში, გაბედავამ “საბურთალოს” უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლევან კორღალიძის გუნდმა, სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხა. ირაკლი სიხარულიძემ 11- მეტრიანი ზუსტად შეასრულა. დაპირისპირებას წერტილი 89-ე წუთზე ლევან კაკუბავამ დაუსვა, რომელმაც “ლოკომოტივის” კარში მესამე ბურთი გაიტანა და მატჩის…

მეტი

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეროვნული ლიგა 1-ის ბინადარმა გუნდმა, ოფიციალურ გვერდზე ქართველი ექიმის მხარდამჭერი ბანერი გამოაქვეყნა. გუნდი, სრული შემადგენლობით, იმედოვნებს, რომ მედიკოსი ოჯახს უვნებელი და ჯანმრთელი დაუბრუნდება. “უკვე მე-13 დღეა, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება ქართველი ექიმი – ვაჟა გაფრინდაშვილი. ბატონი ვაჟას მიმართ, საქმე აღძრულია “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით. საფეხბურთო კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ექიმს, მის ოჯახს და გვჯერა, რომ ის…

მეტი

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

ბერშუეთელი მოსწავლეები განახლებულ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ (ფოტორეპორტაჟი)

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ პირველი ეტაპი დასრულდა. სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი და გასახდელები სრულად განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. სპორტული დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე, ბერშუეთელმა მოსწავლეებმა ბევრი სხვა საჩუქარიც მიიღეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. სამინისტროსგან ეს არ იყო ერთადერთი საჩუქარი. უწყებისგან ბერშუეთელმა მოზარდებმა…

მეტი

“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

“ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა

თბილისის “ლოკომოტივის” ფეხბურთელმა, მამია გავაშელიშვილმა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა და ფეხბურთს უბრუნდება. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში თავდამსხმელის მეუღლემ დაწერა. “დღეს საუკეთესო დღეა ჩემსა და მამიას ცხოვრებაში!!!! ერთ წლიანი რთული პერიოდი დამარცხებულია !!! ამ სიხარულისთვის კი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბ FC Locomotive Tbilisi !!!! თქვენი თანადგომის გარეშე ვერაფერს მივაღწევდით!!! საუკეთესო თანამშრომლებითა და ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ყოველთვის და ყველგან ჩვენს გვერდით იდგა !!! მჯერა , რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევთ !!!  აქვვე დიდი…

მეტი