3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი და სამი ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელია. მოსკოვში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა, ატაცში, თავისი ბოლო მსოფლიო რეკორდი, 220 კგ გააუმჯობესა და 222 (207/217კგ) კილოგრამი დაძლია და უალტერნატივოდ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში, ქართველმა გოლიათმა 245/253/263 დაძლია, თუმცა, უკვე მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული და სამი ოქროს მედალი გაინაღდა. ლაშა ტალახაძის რეკორდი აკვრაში 260 კილოგრამი იყო და აქაც, მან თავისივე მაჩვენებელი გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 485 კილოგრამი დაძლია. ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი…

მეტი

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს. COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული…

მეტი

“შეხვედრა ჩემპიონთან” დაიწყო /თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლეებს ლაშა ტალახაძემ უმასპინძლა

“შეხვედრა ჩემპიონთან” დაიწყო /თბილისის 48-ე სკოლის მოსწავლეებს ლაშა ტალახაძემ უმასპინძლა

თბილისის N48-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, სოციალური პროექტის – “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, მრავალგზის მსოფლიო რეკორდის ავტორსა და პლანეტის უძლიერეს სპორტსმენს, ძალოსან ლაშა ტალახაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე შედგა.  მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საყვარელი სპორტსმენისთვის კითხვები დაესვათ  და მისგან საინტერესო პასუხები მიეღოთ. შეხვედრა საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა, ბავშვების განსაკუთრებულ ინტერესს ლაშა ტალახაძის, როგორც პლანეტის უძლიერესი სპორტსმენის ტიტული წარმოადგენდა –  როგორი ბავშვობა ჰქონდა სპორტსმენს, რაზე ოცნებობდა  და როგორ მიაღწია ასეთ წარმატებას – ყველა…

მეტი

პლანეტის უძლიერეს ადამიანს, ლაშა ტალახაძეს მეორე შვილი შეეძინა

პლანეტის უძლიერეს ადამიანს, ლაშა ტალახაძეს მეორე შვილი შეეძინა

პლანეტის უძლიერესი ადამიანი, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე მეორე შვილის მამა გახდა. ლაშას, რომელიც დღეს თავადაც იუბილარია, გოგონა შეეძინა. პატარას ელენე დაარქვეს. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. ლაშა ტალახაძე დილიდან მილოცვებს იღებს. ჩვენც ვულოცავთ ლაშას დაბადების დღეს და მეორე შვილის დაბადებას, ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებთ.

მეტი

ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

ლაშა ტალახაძემ რომის მსოფლიო თასზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა

რომის მსოფლიო თასზე, ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა დაძლეული 235/245/255 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 470 კილოგრამით საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა. გარდა ლაშა ტალახაძისა, რომის მსოფლიო თასი, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდებოდა, ტრიუმფით დაასრულა ანტონ პლესნოიმაც (96კგ). პლესნოიმ ატაცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა….

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში 2019 წლის სპორტული წელი შეაჯამა. გამარჯვებულები 11 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ, გარდა ამისა, უწყებამ 9 სპეციალური პრიზიც დააწესა. 2019 წლის სპორტსმენად, განსხვავებით წინა წლებისგან, ექვსივე მსოფლიო ჩემპიონი დასახელდა. ესენი არიან: ლაშა ტალახაძე, ლუხუმ ჩხვიმიანი, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ლაშა გობაძე და ნუგზარ წურწუმია. ნომინაციების გამარჯვებული და სპეციალური პრიზების მფლობელები გახდნენ: 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი,…

მეტი

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ჩემპიონი, 1200-ზე მეტი მედალი – როგორი იყო 2019 წელი ქართული სპორტისთვის

6 მსოფლიო ოქრო და 1200-ზე მეტი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი – 2019 წელი ქართული სპორტისთვის ისტორიული გამოდგა. წლის ბოლო დღეს „რეკორდერი“ ქართული სპორტის წელს აჯამებს. ისტორიაში პირველად, 2019 წელს საქართველოს 6 მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ქვეყანაში კი, სხვადასხვა ტურნირებიდან, ქართველმა სპორტსმენებმა 400-ზე მეტი ოქროს მედალი ჩამოიტანეს. 6 მსოფლიო ოქროდან, 4 მედალი ქართველი მოჭიდავეების ანგარიშზე მოდის. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა იმედები ქართველ გულშემატკივარს არც ამჯერად გაუცრუა და მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში საქართველოს…

მეტი

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძეა

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, გასული წლის მსგავსად, წელსაც, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელა. ქართველმა ფალავანმა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები ტრიუმფით დაასრულა და თავისივე დამყარებული რეკორდები დაამხო. წლის საუკეთესო სპორტსმენი სეოკ-მა ხმის მიცემით გამოავლინა. ყველაზე მეტი ხმა სწორედ ლაშა ტალახაძეს ერგო, შედეგებით მეორე თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი იყო, მესამე კი – ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულთა სია ასე გამოიყურება: წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ჭიდაობის ფედერაცია წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი…

მეტი

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

ზედიზედ მეოთხედ – ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა რჩეულია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონიალი გამართა, სადაც ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ნაკრებები გამოავლინეს. წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად გოგა ბითაძე დასახელდა. მესამე ადგილი ლუკა მაისურაძეს ერგო, მეორე კი – ეთერ ლიპარტელიანს. საუკეთესო მწვრთნელი, სპორტულ ჟურნალისტთა ვერსიით გიორგი ასანიძე გახდა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთ ნაკრების თავკაცი, გიორგი იანტბელიძე, მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამეზე – წყალბურთელთა ნაკრების მწვრთნელი – რევაზ ჩომახიძე. საუკეთესო ნაკრებად ძალოსანთა ეროვნული გუნდი დასახელდა, მეორე ადგილი წყალბურთელებს ერგოთ, ხოლო…

მეტი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს გამოავლენს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენს 18 დეკემბერს გამოავლენს

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სეოკ-ის საანგარიშო სესიის საორგანიზაციო საკითხები. სესია ჩატარდება 2019 წლის 18 დეკემბერს სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში”. სესიას დაესწრებიან სპორტული უწყებების, ოლიმპიურ სახეობათა სპორტული ფედერაციების, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სეოკ-ის მიერ აღიარებული ასოციაციებისა და კავშირების წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, პარტნიორები, საპატიო სტუმრები. დელეგატების წინაშე მოხსენებით წარსდგება სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. სეოკ-ის აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2019…

მეტი
1 2 3 4