ბაჩო ტატალაშვილი თელ ავივის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

ბაჩო ტატალაშვილი თელ ავივის გრან სლემის ბრინჯაოს მედალოსანია

თელ ავივის გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მხოლოდ 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. -73 კგ წონით კატეგორიაში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ბაჩო (ნუგზარ) ტატალაშვილმა ნახევარფინალი რუმინელ მეტოქესთან დათმო, ბრინჯაოსა და მესამე ადგილისთვის კი შვედ ტომი მაკიასს მოუგო. შვედი ვაზარით დაწინაურდა, ტატალაშვილმა გათანაბრება მოახერხა, შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე კი მოწინააღმდეგე დააიპონა და მესამე ადგილს დაეუფლა. ამავე წონაში, მსაჯების დაუსაბუთებელი და გაურკვეველი გადაწყვეტილებებით, ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა დაკარგა, რომელმაც მასპინძელ ბუტბულთან მესამე გაფრთხილების…

მეტი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

დოჰას მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით გამოვა, აქედან 13 მამაკაცია, ორი კი ქალი. ეროვნული გუნდი ყატარის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი თემურ ნოზაძე -66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ ლაშა შავდათუაშვილი -81 კ ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილი -100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილი ქალები -52 კგ ტატიანა ლევიცკაია შუკვანი -57 კგ…

მეტი

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს, ეროვნულმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა იპონით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, მაგრამ მსაჯების შეცდომების ხარჯზე, ის სამი შიდოთი დამარცხებულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ლიპარტელიანს, საერთოდ გაუგებარია,…

მეტი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პრაღაში მიმდინარე ევროპირველობაზე, დღეს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ყულაბაში მედალი ჩააგდო, ლაშა შავდათუაშვილია (-73კგ), რომელიც ფინალში მოლდოველ სტერპუსთან დამარცხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში კი, ქართული 1/4 ფინალის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა ფინალისკენ გააგრძელა ბრძოლა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა, ტატო გრიგალაშვილმა კი ოქრო არავის დაანება. ხვალ, შეჯიბრის ბოლო დღეს, ტატამზე დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ. -90 კგ წონით კატეგორიაში –…

მეტი

უნგრეთის გრან სლემი: ქართველი ძიუდოისტები ტატამზე ბრუნდებიან

უნგრეთის გრან სლემი: ქართველი ძიუდოისტები ტატამზე ბრუნდებიან

ქართველი ძიუდოისტები ტატამს უბრუნდებიან – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8 თვიანი შესვენების შემდეგ მსოფლიო ტურის შეჯიბრებებს აგრძელებს. 23-25 ოქტომბერს ბუდაპეშტში, უნგრეთის გრან სლემი სლემი, რომელიც COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება. გრან სლემზე დაგეგმილია 69 ქვეყნის ძიუდოისტების ასპარეზობა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უნგრეთის გრან სლემზე ასეთია: ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ). გრან სლემის პროგრამა: 23 ოქტომბერი -60კგ, -66კგ, 24 ოქტომბერი -73კგ, -81კგ,…

მეტი

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი უმედლოდ დარჩა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღესაც, მეორის მსგავსად, საქართველოს ნაკრები მედლის გარეშე დარჩა. ტატამზე დღეს ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ) გამოვიდა, რომელმაც ორი მეტოქის ბარიერი დაძლია და 1/8 ფინალში იაპონელ შოჰეი ონოს შეხვდა, რომელთანაც 1:45 წუთში იპონით დამარცხდა და მსოფლიოზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრებისთვის მეორე დღეს უიღბლო გამოდგა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა მარცხი განიცადეს. ამ დროისთვის, ეროვნული გუნდის აქტივში, ლუხუმ ჩხვიმიანის (-60კგ) მიერ მოპოვებული ოქროს მედალია….

მეტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: საქართველოს ნაკრები დღეს უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრები მედლების გარეშე დარჩა. -66 კგ წონით კატეგორიაში, ეროვნული გუნდის ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავდნენ. მარგველაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო ეგვიპტელ ახმედ აბელრახმანთან, შემდეგ წრეში კი კორეელ კიმთან დამარცხდა. ბაგრატ ნინიაშვილმა გვინეელი და ავსტრალიელი მეტოქეების ბარიერი დაძლია, თუმცა მონღოლ იონდონპერენლეისთან დასანანი მარცხი განიცადა. ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გოლდენ სქორში კი ქართველმა მესამე  შიდო მიიღო და გამარჯვება მონღოლს დარჩა. ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ლუხუმ ჩხვიმიანის…

მეტი

დიუსელდორფის გრან სლემი: გერმანიიდან შავდათუაშვილს ბრინჯაო მოაქვს

დიუსელდორფის გრან სლემი: გერმანიიდან შავდათუაშვილს ბრინჯაო მოაქვს

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ) ნახევარფინალში გამსვლელი შეხვედრა რუს მოგუშკოვთან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც გერმანელ ანტონი ცინგს სძლია და ეროვნულ გუნდს მეორე მედალი მოუტანა. დღეს საწყის ეტაპზევე გამოვარდნენ ფრიდონ გიგანი (-73კგ), ბექა დონღვანი და გიორგი კაციაშვილი (ორივე -81კგ). ტურნირის პირველ დღეს, ბრინჯაოს მედალს ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ) დაეუფლა. დიუსელდორფის გრან სლემი ხვალ დასრულდება. საფინალო დღეს მედლების კომპლექტი -90, -100 და…

მეტი

მარგველაშვილის ვერცხლი და შავდათუაშვილის ბრინჯაო პარიზიდან

მარგველაშვილის ვერცხლი და შავდათუაშვილის ბრინჯაო პარიზიდან

პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრან სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 1 ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლისთვის ბრძოლა, -66 კგ წონით კატეგორიაში, ვაჟა მარგველაშვილმა მოლდოველ დენის ვიერუს დაუთმო და ვერცხლს დასჯერდა, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) კი აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მესამე ადგილზე გავიდა. დღესვე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა -60კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ.

მეტი