მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური გარდაიცვალა

მომღერალი თემურ წიკლაური, კორონავირუსით, 75 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. ანსამბლ “ივერიას” სოლისტი, COVID 19-ის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986,…

მეტი

თენგიზ ცერცვაძე: “ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ვულოცავ საქართველოს”

თენგიზ ცერცვაძე: “ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, ვულოცავ საქართველოს”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცეცვაძის განცხადებით, საქართველო უმოკლეს დროში მიიღებს COVID-19-ის საწინააღმდეგო უმაღლესი ხარისხის (Pfizer- BioNTech -ის) ვაქცინის პირველ პარტიას, სავარაუდოდ, 30 ათას დოზას, ხოლო შემდგომში ეტაპურად მიიღებს ჯერ მაღალი რისკის ჯგუფების პირების, ხოლო შემდეგ მთელი მოსახლეობისთვის საჭირო ვაქცინის რაოდენობას. როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ქვეყანაში უკვე შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინაციის ეროვნული გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასრუქტურა და კვალიფიციური მედპერსონალი, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი უსაფრთხოდ და შეფერხებების გარეშე წარიმართოს. „ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი…

მეტი

რიჩარდ პლემპერი: “მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას”

რიჩარდ პლემპერი: “მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას”

ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას. მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს, თავდაპირველად აღმოაჩინა, რომ პრეპარატი ეფექტურია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.„ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატის, რომელიც სწრად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“ – აცხადებს პლემპერი. „ეს გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი და მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პანდემიის კატასტროფულ…

მეტი

BBC – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ -„კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

BBC – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ -„კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

BBC- ის ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის დროს ინფიცირებულ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებია,რომელთა შემოწმებაც მსოფლიოს ექვს ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“. როგორც კვლევა აჩვენებს, მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის…

მეტი

საქართველოში კორონავირუსის 1800 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 1800 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839nკვლევა ტესტით, მათ შორის 8 253 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800…

მეტი

რა ვიცით COVID 19-ის ახალი სახეობის შესახებ – მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება

რა ვიცით COVID 19-ის ახალი სახეობის შესახებ – მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს”, – აცხადებდ ამირან გამყრელიძე. ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის…

მეტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.

მეტი

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის 71 წლის პრემიერმა კოვიდვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყანაში პირველი ადამიანია, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა მიიღო. 71 წლის ნეთანიაჰუმ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

მეტი

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა.  73 წლის გუტა ვაშაძე თავად მედიკოსი იყო  და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მეტი

გამოვლენილია ინფიცირების 2 720 შემთხვევა – გარდაიცვალა 46 პაციენტი

გამოვლენილია ინფიცირების 2 720 შემთხვევა – გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა. „დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი
1 2 3 24