ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დააასრულა. 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ეს არის ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი მონაგარი უკრაინის დედაქალაქიდან. 5 ოქროს ფინალიდან, ორი ქართული შედგა. რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია, იაკობ ქაჯაიამ კი – ზვიად პატარიძეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება: ოქრო ნუგზარ წურწუმია 55 კგ ლერი აბულაძე 63 კგ რამაზ ზოიძე 67 კგ აივენგო რიკაძე 82 კგ იაკობ ქაჯაია 130 კგ ვერცხლი ჯონი…

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს კიევის ტურნირზე 5 ფინალისტი ჰყავს, თავისუფლებს – არცერთი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კიევის საერთაშორისო ტურნირზე, პირველივე საშეჯიბრო დღეს 5 ფინალისტი და ოქროს მედლის პრეტენდენტი ჰყავს, რასაც ვერ ვიტყვით თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე. კიევის საერთაშორისო ტურნირმა სტარტი დღეს აიღო, ხალიჩაზე კი, ორივე სტილით ჭიდაობაში 5-5- წონითი კატეგორია გამოვიდა. ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი აშკარად იმედისმომცემად გამოიყურება, რადგან ხუთივე წონაში შეძლეს ქართველმა მოჭიდავეებმა ფინალში გასვლა და ხვალ ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებენ. 55 კგ წონით კატეგორიაში, ნუგზარ წურწუმიამ შესანიშნავად იასპარეზა, ნახევარფინალში გასასვლელად რამაზ სილაგავას სძლია, შემდეგ კი ყირგიზი კონკურენტი…

მეტი

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

მოჭიდავეები კიევში მიდიან: ეროვნული გუნდები ბუდაპეშტისთვის შემადგენლობას დააკომპლექტებენ

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები ხვალ უკრაინის დედაქალაქში გაემგზავრებიან, სადაც საერთაშორისო ტურნირზე მიიღებენ მონაწილეობას. კიევში დაფიქსირებული შედეგებით, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, 19-21 მარტს, ბუდაპეშტში გასამართ ტოკიოს სალიცენზიო შეჯიბრზე, ეროვნული გუნდის შემადგენლობას დააკომპლექტებს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებთანაც დგას შემადგენლობის ფორმირების საკითხი 57 და 86 კგ წონით კატეგორიებში. თუ ვინ იბრძოლებს ტოკიოს საგზურისთვის უნგრეთის დედაქალაქში, სწორედ კიევში გაირკვევა. გიორგი იანტბელიძის გუნდში, 65 და 74 კილოგრამში კითხვის ნიშნები არ არის. ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და…

მეტი

ლადო გეგეშიძე: ოლიმპიურ ლიცენზიებს ყველა წონაში ავიღებთ

ლადო გეგეშიძე: ოლიმპიურ ლიცენზიებს ყველა წონაში ავიღებთ

წლის პირველ ტურნირზე, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან მხოლოდ ხუთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა. ერთი ოქრის მედალი გიორგი მელიას ანგარიშზე, ბრინჯაო კი აქტივში გურამ ხეცურიანმა და სულხან ბუიძემ ჩაიწერეს. მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია, რომელმაც, მელიასთან ერთად საქართველოს პირველობა გამოტოვა, მედლის გარეშე დარჩა, ისევე როგორც, ბექა მამუკაშვილი. წინა წლებში, ნიცის გრან პრის შედეგებით, ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული ნაკრების შემადგენლობა კომპლექტდებოდა. რას ემსახურებოდა მხოლოდ ხუთი სპორტსმენის გამოსვლა ნიცაში, რა შემადგენლობა წავა კიევში და არის თუ არა…

მეტი

მწითური, გაფრინდაშვილი და ბოლქვაძე კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან

მწითური, გაფრინდაშვილი და ბოლქვაძე კიევის ტურნირის გამარჯვებულები არიან

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა, მეორე საფინალო დღეს, კიდევ 3 ოქროს 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, ირაკლი მწითურმა (92კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილმა უკრაინელი მეტოქეები დაამარცხეს და გიორგი იანტბელიძის გუნდს მორიგი ორი ოქრო შემატეს. ჯამში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიევის საერთაშორისო ტურნირზე 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ბექა როყვას გუნდიდან ტურნირის ჩემპიონის ტიტულის აღება გელა…

მეტი

ზურა იაკობიშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ზურა იაკობიშვილი კიევის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

კიევის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა ოქროს მედლით დაასრულა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ). 70 კგ წონით კატეგორიაში, ქართულ ფინალში მსოფლიო ჩემპიონმა, თანაგუნდელი რამაზან მალაკოევი დაამარცხა, ვერცხლის მედალი კი ამ უკანასკნელს ერგო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის ეს რიგით მეორე ოქროს მედალია. 74 კგ წონით კატეგორიის ქართულ ფინალში, ავთო კენჭაძემ ზურა ერბოწონაშვილი დაამარცხა. კიევის ტურნირის მეორე საფინალო დღეს, ბრინჯაოს მედლები აიღეს ამავე სტილით მოჭიდავეებმა – თეიმურაზ ვანიშვილმა  და ოთო გოგავამ (ორივე 61 კგ). დღესვე, ოქროს მედლებისთვის…

მეტი

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

ავთანდილ კენჭაძე კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, პირველ საფინალო დღეს საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ექვსი მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული 74 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ქართული ფინალი შედგა, ავთანდილ კენჭაძე გახდა, რომელმაც ზურაბ ერბოწონაშვილი დაამარცხა. ქართველმა მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს. ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, თუმცა მან შეხვედრის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. იგი უკრაინის წარმომადგენელ მურაზ მჭედლიძეს ამარცხებდა, თუმცა მეორე პერიოდში ფეხი დაიზიანა და დაპირისპირების დასრულება ვერ მოახერხა. ბერძნულ-რომაული სტილით…

მეტი

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე კიევის საერთაშორისო ტურნირზე ოქროსთვის იჭიდავებენ

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან, მაჩალიკაშვილი, ერბოწონაშვილი, კენჭაძე და ოდიკაძე ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იჭიდავებენ. ქართული ფინალი შედგება 74 კგ წონით კატეგორიაში,  სადაც ზურაბ ერბოწონაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეერკინებიან. დღესვე, ოქროს მედალს შეუტევს ელიზბარ ოდიკაზეც (97 კგ), ლაშა ლომთაძე (57 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) კი ბრინჯაოს მედლებისათვის იჭიდავებენ. ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან, ჩემპიონობისათვის ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) იბრძოლებს, ხოლო  დავით ბაკურაძე (63 კგ), იური ლომაძე (72 კგ)…

მეტი