“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი…

მეტი

ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

ირაკლი კობახიძე:”რეგისტრაცია გაუუქმდება პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”

“მიხეილ სააკაშვილი არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ახალი მოწვევის პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს”,- ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის განცხადებით, უკრაინელმა მეგობრებმა ვერ უზრუნველყვეს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის პრევენცია, თუმცა, ამისთვის ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილება დაინიცირდება, რომელიც „მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული დემოკრატიის შეუფერხებელ განვითარებაში“. „ყველას კარგად ესმის, რომ საქართველოში…

მეტი

ირაკლი კობახიძე:”ავამოქმედებთ საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”

ირაკლი კობახიძე:”ავამოქმედებთ საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მანდატების დათმობა ოპოზიციის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართულ ოცნებას“, რა მექანიზმიც აქვს, იმ მექანიზმს აამოქმედებს. „ჩვენ რა მექანიზმიც გვქონდა, იმ მექანიზმს ავამოქმედებთ. დროს დავუტოვებთ იმისთვის, რომ თუნდაც მოგვიანებით შემოვიდნენ პარლამენტში. ანუ არ შეუწყდებათ მათ სადეპუტატო უფლებამოსილება, ეს არის. პარლამენტი იღებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის  საბოტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. ნებისმიერ დროს, მომავალში შეეძლებათ მათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იქვე აღნიშნა: „იმედი გვაქვს, პარასკევს ყველა პარტია  შეიკრიბება…

მეტი

გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს “ნიძლავს” სთავაზობს. უგულავას თქმით, თუ ოპოზიციიდან ვინმე, “ისიც კი ვინც ყანყალებს” პარლამენტში შევა, ის მზადაა თავი გადაიპარსოს, ხოლო თუ კობახიძის მოლოდინი არ გამართლდა და “ოცნება” მარტო აღმოჩნდება პარლამენტში, მაშინ თავის გადაპარსვას ირაკლი კობახიძეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ დღეს მოლაპარაკებების მე-4 რაუნდიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტში შევა.

მეტი

კახა კალაძე ამბობს, რომ შვილთან ერთად სტადიონზე ინერციით მივიდა

კახა კალაძე ამბობს, რომ შვილთან ერთად სტადიონზე ინერციით მივიდა

თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში, გუშინ სტადიონზე თავისი ვაჟისა და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ყოფნის მიზეზებს განმარტავს. კალაძე წერს, რომ სტადიონზე შვილთან ერთად ინერციით მივიდა “გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი…

მეტი

“შტურმის მოთავეები არიან მელია და მისი ზონდერჯგუფები, ისინი მკაცრად აგებენ პასუხს” – ირაკლი კობახიძე

“შტურმის მოთავეები არიან მელია და მისი ზონდერჯგუფები, ისინი მკაცრად აგებენ პასუხს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს “კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით” ემუქრება. “შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას იწვევს კრიმინალების ყოფნა არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში”, – განაცხადა კობახიძემ. მან აქციის მონაწილეებს “კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავშეკავებისკენ”, სამართალდამცველებს კი “პროპორციული ძალის გამოყენებისკენ” მოუწოდა. “მოვუწოდებთ კანონსაწიმააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, თავი…

მეტი

ირაკლი კობახიძე – აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

ირაკლი კობახიძე – აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება- ხალხი არამხოლოდ აღიარებს, იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.” ასე აფასებს ირაკლი კობახიძე დღევანდელ პროტესტს, რომელმაც პარლამენტის  ტერიტორიიდან უკვე ცესკოსთან გადაინაცვლა. „მოქალაქეების დათვლა, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და ჩვენ თითოეული ამ ადამიანის მიმართ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა, თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ აქციაზე მოქალაქეების რაოდენობას ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება. შესაბამისად,…

მეტი

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია

„რეალურად, არავითარი რისკის შემცველი ეს აქცია არ არის, გარდა ერთისა, ეს არის კოვიდის გავრცელება. მათ ბათუმიდან მოახერხეს ვირუსის ექსპორტირება, სამწუხაროდ, ახლა იგივეს აპირებენ თბილისში და სხვა რაიონებში, რაც ამ პოლიტიკური ძალის სახის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ისინი არ უფრთხილდებიან საკუთარ მოქალაქეებს, დაგეგმილი აქვთ დაახლოებით 12 ათასი ადამიანის შეკრება, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, ისინი ბევრად ნაკლების მობილიზებას ახერხებენ. აღნიშნულის გათვალისწინებთ, მათ გეგმებს, კოვიდის გავრცელების გარდა, აღსრულება არ უწერია“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. მისივე თქმით: „მათ…

მეტი

“გაყალბების პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი რამ ბოლოს მოხდა 2012 წელს” – ირაკლი კობახიძე

“გაყალბების პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი რამ ბოლოს მოხდა 2012 წელს” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საოლქო კომისიებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და გაყალბებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებას დაბალ პოლიტიკურ კულტურას უწოდებს, ხოლო ხმების გადათვლას, უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს. მისთვის ოპოზიციისა და ამომრჩევლის პროტესტი მიუღებელია – “ეს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მოწმობს” – ამბობს კობახიძე. მისივე თქმით გაყალბების პრაქტიკა უკვე წარსულია და”ასეთი რამ საქართველოში ბოლოს მოხდა 2012 წელს” ირაკლი კობახიძე: “გუშინ გადაისინჯა 11 უბნის მონაცემები. ეს არის ე.წ. პრობლემური უბნები, ასე მიაჩნდათ გამსაჩივრებლებს. გადათვლილ იქნა ეს 11 უბანი და გაირკვა, რომ…

მეტი

ირაკლი კობახიძის სუს-ში გამოკითხვა, მის მიერ გაჟღერებულ “ე.წ. რევოლუციურ სცენარს” ეხებოდა

ირაკლი კობახიძის სუს-ში გამოკითხვა, მის მიერ გაჟღერებულ “ე.წ. რევოლუციურ სცენარს” ეხებოდა

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი დღეს სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა გამოკითხა. მისი განცხადებით, რომ მისი გამოკითხვა ბრიფინგზე გაჟღერებულ იმ ინფორმაციას ეხებოდა, რომელიც ქვეყანაში ე.წ. რევოლუციურ სცენარს უკავშირდებოდა. „დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე, საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისზე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი…

მეტი
1 2 3