Reuters – მეთევზეებმა, სავარაუდოდ, დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

Reuters – მეთევზეებმა, სავარაუდოდ, დაკარგული თვითმფრინავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

Reuters-ის ინფორმაციით., რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს. ”წყალში რამდენიმე კაბელი და ლითონის ნაჭრები აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში. ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, „ბოინგ 737-500“, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

მეტი

რუსი ტურისტი, რომელსაც სამგზავრო ჩემოდნით ორანგუტანი გადაჰყავდა, ინდონეზიაში დააკავეს

რუსი ტურისტი, რომელსაც სამგზავრო ჩემოდნით ორანგუტანი გადაჰყავდა, ინდონეზიაში დააკავეს

ინდონეზიაში რუსი ტურისტი დააკავეს, რომელსაც სამგზავრო ჩემოდნით ორანგუტანი გადაჰყავდა. ბალის აეროპორტის პოლიციამ რუსი მამაკაცის ჩემოდანში ნარკოტიკული საშუალებით გაბრუებული და დაძინებული მაიმუნი ჩხრეკისას აღმოაჩინა. ანდრეი ჟესტკოვის ჩანთაში სამართალდამცველებმა 2 ცოცხალი გეკონი და 5 სხვადასხვა სახეობის ხვლიკიც იპოვეს. ჟესტკოვმა განაცხადა, რომ ცხოველები მას მეგობარმა აჩუქა და მათ რუსეთში ჩაყვანას აპირებდა. სავარაუდოდ, რუს ტურისტს 7 0000 დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა და 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მაიმუნი, ამ დროისათვის, თავშესაფარშია გადაყვანილი.

მეტი