პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის შეგირდებმა, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 66:92 დამარცხდა. მესამე პერიოდიდან, სერბეთმა საქართველოს აქტიურად შეუტია, რაც მათ სოლიდურ უპირატესობაში გამოიხატა. საბოლოოდ კი, 26 ქულიანი სხვაობით წავაგეთ. მიუხედავად მარცხისა, ეროვნული ნაკრები 9 ქულით ცხრილს ლიდერობს, ამ მოგებით კი, სერბეთს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. მორიგ დაპირისპირებას, ზუროსის გუნდი, ისევ სპორტის სასახლეში, ფინეთთან 21 თებერვალს გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება….

მეტი

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს. COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული…

მეტი

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია 84:91 დაამარცხა

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება – კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარია 84:91 დაამარცხა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა. ილიას ზუროსის გუნდმა, ამჯერად შვეიცარიის ნაკრებთან ჩაატარა ძალიან დაძაბული შეხვედრა და საბოლოოდ, 7 ქულიანი სხვაობით – 84:91 იმარჯვა. ეროვნული გუნდი ქვეჯგუფში უდანაკარგოა და ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. ფოტო: კალათბურთის ფედერაცია

მეტი

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ საბერძნეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ირაკლიონის Dyo Aorakia არენაზე ივარჯიშა. ნაკრების თავკაცმა, ილიას ზუროსმა, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში,  კალათბურთელები არაერთ კომპონენტში ავარჯიშა. დარბაზში მისულ ნაკრების წევრებს ამერიკელი თად მაკფადენი დახვდათ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებული კალათბურთელი კრეტაზე 8 711 კილომეტრი სიშორიდან, ქალაქ დეტროიტიდან ჩამოვიდა და აეროპორტიდან პირდაპირ დარბაზში, სავარჯიშოდ მივიდა. მაკფადენი მყისიერად ჩაჯდა იმ სათამაშო ტაქტიკაში, რომლითაც ზუროსი ეროვნულ გუნდს ავარჯიშებს და მოთელვების შემდეგ, ქართველ კალათბურთელებთან სხვადასხვა კომბინაციის დამუშავებაში მიიღო მონაწილეობა. როგორც თამაშის წინა დღეებში ხდება, აქცენტი კონკრეტულ კომბინაციებს დაეთმო….

მეტი