აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ (82კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რიკაძემ, რომელიც დებიუტანტი იყო უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალის გარდა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი სომეხი მეტოქე 2:3 დაამარცხა. ლადო გეგეშიძის გუნდმა ვარშავის ევროპირველობაზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე(72კგ) გახდა, ვიცე ჩემპიონი – იაკობ ქაჯაია (130კგ), ლერი აბულაძე (63კგ) კი ბრინჯაოს დაეპატრონა. მოპოვებული ქულებით, ბერძენ-რომაელები ევროპის გუნდურ მესამე ადგილზე გადიან.

მეტი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ტრიუმფი კიევში

საქართველოს ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, კიევის საერთაშორისო ტურნირი ტრიუმფით დააასრულა. 5 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო – ეს არის ვლადიმერ გეგეშიძის გუნდი მონაგარი უკრაინის დედაქალაქიდან. 5 ოქროს ფინალიდან, ორი ქართული შედგა. რამაზ ზოიძემ ჯონი ხეცურიანს სძლია, იაკობ ქაჯაიამ კი – ზვიად პატარიძეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შედეგები ასე გამოიყურება: ოქრო ნუგზარ წურწუმია 55 კგ ლერი აბულაძე 63 კგ რამაზ ზოიძე 67 კგ აივენგო რიკაძე 82 კგ იაკობ ქაჯაია 130 კგ ვერცხლი ჯონი…

მეტი

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფენომენალური და არაღიარებული წელი

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ფენომენალური და არაღიარებული წელი

2019 წელი რამდენიმე დღეში დასრულდება. წლის ბოლოს, ტრადიციულად, ქართველი სპორტული ჟურნალისტები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სპორტის სამინისტრო, თანმიმდევრობით, წლის შედეგებს აჯამებენ და საუკეთესოებს ასახელებენ. როდესაც გამოკვეთილი ლიდერი გყავს სპორტის რომელიმე სახეობაში, საკამათო არაფერია, მაგრამ წლევანდელ შედეგებს ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. საქართველოს სპორტულ ჟურნალსიტთა ასოციაციამ, წელს 75 ჟურნალისტი გამოკითხა და 24 დეკემბერს, რჩეულები დაასახელა. რით უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალისტმა, რომელიც წლის განმავლობაში ამა თუ იმ სპორტულ მოვლენას აშუქებს და მან, წესით, ყველაზე კარგად იცის, ვის როგორი რეზულტატი…

მეტი

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

იაკობ ქაჯაია მეორე ევროპული თამაშების ოქროს მედალს მიიღებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია, რომელმაც მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე მეორე ადგილი დაიკავა, ოქროს მედალს მიიღებს. ქაჯაია ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა, იმ ფინალური შეხვედრის გამარჯვებულად გამოაცხადა, რომელიც ქართველმა ფალავანმა ბელარუსის დედაქალაქში დათმო. ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოფიციალურად უკვე შეატყობინა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) გენერალურმა მდივანმა, რაფაელე პანიოციმ. EOC-დან მიღებული წერილის თანახმად, მძიმე წონის მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში გამარჯვებულად გამოცხადებული ბელარუსი სპორტსმენი, კირილ გრიშჩანკა მხილებულია აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში და ჩამოერთვა ევროპული თამაშების ჩემპიონის წოდება. შესაბამისად,…

მეტი

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ლადო გეგეშიძის “ოლიმპიური დღიურები”

ვისაც მისი მუშაობა უნახავს, კარგი მოტივატორია. მოჭიდავეებს ხალიჩაზე ბევრს და სწორად კარნახობს, ქართველი მოჭიდავეების გამარჯვების შემდეგ კი, მათ საკუთარ საფირმო გდებასაც უსრულებს. წელს, ყაზახეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი სამჯერ იხილა გულშემატკივარმა. 2007 წლის შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველად მოიგო პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი, თანაც  – ორი, 17 წლიანი პაუზის შემდეგ კი გუნდური სამეული გააკეთა. მას მედიასთან კონტაქტი არ უყვარს, ამიტომ, მის ინტერვიუებსაც ხშირად ვერ ნახავთ. არც იმ ბრალდებებს სცემს პასუხს, რომელიც მასთან დაკავშირებით გაჟღერებულა….

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში  მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ქართველი ფალავანი, გუშინ 1/4 ფინალში აზერბაიჯანელ შარიფოვთან დამარცხდა, რომელმაც ფინალში გააღწია, ოდიკაძეს კი ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა. დღეს, დამამშვიდებელ წრეში, ოდიკაძემ კორეელი კონკურენტი 4:0 დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა, რითიც ავტომატურად ერგო ოლიმპიური თამაშების ლიცენზია, რომელიც თავისუფალი სტილიტ მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მეორეა. პირველი ლიცენზია სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის ანგარიშზეა. ჯამში, ნურ სულთანში, საქართველოს თავისუფალი და…

მეტი

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

გენო პეტრიაშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა. ეს ლიცენზია საქართველოსთვის მეოთხეა. ამ დროისთვის, ოლიმპიური თამაშები საქართველოს ტყვიით მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, გიორგი მელიამ (97კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130კგ) მოუტანეს. გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, რომლითაც უკვე ექვსეული დააფიქსირა და ავტომატურად აიღო ოლიმპიადის ლიცენზია. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფინალში გადასასვლელად უკრაინელ ხოციანივსკის შეერკინება.  

მეტი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი, 2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

2 ოქრო, 1 ბრინჯაო, გუნდური მე-3 ადგილი,  2 ლიცენზია – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა. ბექა როყვას გუნდმა, 79 ქულა დააგროვა, რითიც საუკეთესო მესამე ადგილი დააფიქსირა. უზბეკეთმა საქართველოს მხოლოდ 1 ქულით გადაუსწრო. პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში რუსეთს ერგო. ეს შედეგი ისტორიულია. 2007 წლის შემდეგ, ამ სტილით ჭიდაობაში, საქართველოს მსოფლიო ჩემპიონი არ ჰყოლია. 15 სექტემბერს, პირველი საფინალო დღის შემდეგ, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) და ლაშა გობაძემ (82კგ) საქართველოს ორი ოქროს მედალი მოუტანეს და ეროვნული ჰიმნიც…

მეტი

იაკობ ქაჯაია ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

იაკობ ქაჯაია ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია (130კგ) ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა, გარდა ბრინჯაოს მედლისა, ეროვნულ გუნდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოუტანა, როდესაც რეპეშაჟში ჩილელი მეტოქე დაამარცხა და ექვსეულში ადგილი გაინაღდა. იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს ფინალში გერმანელი პოპი 5:0 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს 15 სარეიტინგო ქულა მოუტანა, რითიც ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩათვლაში, 64 საუკეთესო გუნდს შორის მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულიც დაიმსახურა. ბექა…

მეტი
1 2