გელა ზაალიშვილმა რუს ბაშაევს იპონით სძლია და თელ ავივის გრან სლემის ჩემპიონია

გელა ზაალიშვილმა რუს ბაშაევს იპონით სძლია და თელ ავივის გრან სლემის ჩემპიონია

თელ ავივილის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ფინალში, რუსი ტამირლან ბაშაევს იპონით მოუგო. გელა ზაალიშვილმა, ნახევარფინალში გურამ თუშიშვილს სძლია, რომელმაც თავის მხრივ, ბრინჯაოსთვის ბრძოლა ბელარუს ვახავიაკს არ დაუთმო. ზაალიშვილის ოქრო საქართველოს ნაკრებისთვის მეორეა. დღესვე, გრან სლემის ტრიუმფატორი გახდა ლაშა ბექაური (-90კგ). თელ ავივის გრან სლემი ეროვნულმა გუნდმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ვიცე ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა თემურ ნოზაძე, ბრინჯაოს მედლები კი ეთერ ლიპარტელიანს, ბაჩო…

მეტი

ლაშა ბექაურმა ნიკო შერაზადიშვილი დაამარცხა და თელ ავივის გრან სლემი მოიგო

ლაშა ბექაურმა ნიკო შერაზადიშვილი დაამარცხა და თელ ავივის გრან სლემი მოიგო

თელ ავივის ძიუდოს გრან სლემი ტრიუმფით დაასრულა ლაშა ბექაურმა (-90კგ), რომელმაც მთელი ტურნირი შთამბეჭდავად იასპარეზა. ოქროს ფინალში, ქართველმა ფალავანმა, ესპანელების მსოფლიო ჩემპიონი, ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა. ამავე წონაში, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც ნახევარფინალში გამსვლელი დაპირისპირება სლოვაკ რანდლთან დათმო. -100 კგ წონით კატეგორიაში, არც თუ ურიგოდ გამოვიდა ახალგაზრდა ილია სულამანიძე, რომელსაც ნახევარფინალამდე ცოტა დააკლდა, თუმცა, ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ ქართულ ფინალში, მან ონისე სანებლიძეს აჯობა და ისრაელიდან შინ ბრინჯაოს მედლით ბრუნდება. +100კგ წონით კატეგორიაში, ორივე ქართველმა…

მეტი

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

ძიუდოს ეროვნული ნაკრების დოჰას მასტერზე გაემგზავრა

დოჰას მასტერსზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 15 სპორტსმენით გამოვა, აქედან 13 მამაკაცია, ორი კი ქალი. ეროვნული გუნდი ყატარის დედაქალაქში გამთენიას გაემგზავრა. წლის პირველი ტურნირისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: -60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი თემურ ნოზაძე -66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ვაჟა მარგველაშვილი -73 კგ ლაშა შავდათუაშვილი -81 კ ლუკა მაისურაძე ტატო გრიგალაშვილი -90 კგ ლაშა ბექაური ბექა ღვინიაშვილი -100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი +100 კგ გურამ თუშიშვილი გელა ზაალიშვილი ლევან მატიაშვილი ქალები -52 კგ ტატიანა ლევიცკაია შუკვანი -57 კგ…

მეტი

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. შეჯიბრის ბოლო დღეს, ეროვნულმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა იპონით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, მაგრამ მსაჯების შეცდომების ხარჯზე, ის სამი შიდოთი დამარცხებულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ლიპარტელიანს, საერთოდ გაუგებარია,…

მეტი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

ლაშა შავდათუაშვილის ევროპის ვიცე ჩემპიონია, ლუკა მაისურაძე – პრიზიორი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პრაღაში მიმდინარე ევროპირველობაზე, დღეს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. პირველი, ვინც ეროვნული გუნდის ყულაბაში მედალი ჩააგდო, ლაშა შავდათუაშვილია (-73კგ), რომელიც ფინალში მოლდოველ სტერპუსთან დამარცხდა. -81 კგ წონით კატეგორიაში კი, ქართული 1/4 ფინალის შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა ფინალისკენ გააგრძელა ბრძოლა, ლუკა მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო, რომელსაც თავი წარმატებით გაართვა, ტატო გრიგალაშვილმა კი ოქრო არავის დაანება. ხვალ, შეჯიბრის ბოლო დღეს, ტატამზე დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები გამოვლენ. -90 კგ წონით კატეგორიაში –…

მეტი

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ნოდარ მეტრეველი: ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ყველა წონაში გვექნება

ძიუდოისტთა ნაკრებმა აგვისტოში, ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. სწორედ იმ დარბაზში, სადაც წელს პლანეტის პირველობა ჩატარდა, მომავალ წელს სპორტსმენები ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. სამწუხაროა, რომ ეროვნული გუნდის ლიდერები, გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს მედლების გარეშე დაემშვიდობნენ, თუმცა, ნაკრების თავკაცი, ნოდარ მეტრეველი, „ოლიმპიური დღიურებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ტრაგედია არ მომხდარა და ორივესგან, მომავალ წელს ოქროს მედალს ელოდება. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავდაჯერებულია და აცხადებს, რომ მის გუნდს ტოკიოს…

მეტი

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილი ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებულია

გურამ თუშიშვილის ტრიუმფით დასრულდა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს გრან პრი. ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ოქროსთვის ფინალში, მასპინძელი ბეკმუროდ ოლტიბოევი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. -90კგ წონით კატეგორიაში, ფინალში გასვლა ვერ შეძლო ლაშა ბექაურმა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა. ტაშკენტის გრან პრიზე, სულ ორი ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობდა.

მეტი

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (100+კგ) უმედლოდ დარჩა. იმის ფონზე, რომ ქართველი ფალავანი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, იაპონელ ჰარასავასთან დიდ უპირატესობას ფლობდა, ძალიან მოულოდნელი გამოდგა მისი მარცხი და კიდევ უფრო მოულოდნელი ის, რომ მან მედლის მოპოვება საერთოდ ვერ მოახერხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, გურამ თუშიშვილი ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით დამარცხდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონი -60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ…

მეტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

მსოფლიო ჩემპიონი, გურამ თუშიშვილი (+100კგ), ტოკიოში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ფალავანმა, ნახევარფინალამდე ყველა შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად გაიარა. ფინალის საგზურისთვის თუშიშვილი იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას შეერკინა და დაწყების მომენტიდან უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა დაპირისპირების დასრულებამდე 1 წუთი და 20 წამით ადრე, ჰარასავას მოძრაობაზე ჩაყვა, მსაჯებმა კი იპონი დააფიქსირეს. ამრიგად, გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს მედლისა და მესამე ადგილისთვის იბრძოლებს და ის ჰოლანდიელ როი მაიერს შეერკინება.

მეტი

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. ნახევარფინალამდე, ქართველმა ფალავანმა ჰოლანდიელი კუმარ შუბჰამი, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და ასევე ჰოლანდიელი, ჰენკ გროლი ჩამოიცილა და ფინალში გასასვლელად იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას დაუპირისპირდება. იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის არც თუ წარმატებული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60კგ) პირველივე საშეჯიბრო დღეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო, ხოლო ლუკა მაისურაძემ (-81კგ) – ბრინჯაო, ნაკრების ლიდერები, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი…

მეტი
1 2 3