გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მამა, გუტა ვაშაძე კორონავირუსით დღეს დილით გარდაიცვალა.  73 წლის გუტა ვაშაძე თავად მედიკოსი იყო  და ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

მეტი

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

გიორგი ვაშაძე: “თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან! ჩემი და თქვენი გზები როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე მის მიმართ გამოთქმულ ეჭვებს ეხმიანება და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ის პარლამენტში შესვლაზე თანახმაა. „სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ იმ ძალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, მათ შორის ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭრილმა ძალებმა, დაარღვიეს საერთო ოპოზიცური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დააყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის. ჩემი ამოცანაა, რომ…

მეტი

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

გიორგი ვაშაძე და ალექსანდრე ელისაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტში შედიან?

დღეს ცნობილი ხდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან გამართული დახურული შეხვედრების გარკვეული დეტალები, რომელსაც მხარეები მკაცრად ასაიდუმლოებენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით მე-10 მოწვევის პარლამენტში შესაძლოა გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” და “გირჩის” ნაწილი ვიხილოთ, ზურაბ ჯაფარიძის გამოკლებით. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დღეს გაიმართება. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  გადაწყვეტილების მიღება იქნება რთული, რაც მოითხოვს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას, შესაძლოა, გამომგონებლობასაც, იმისათვის, რომ საჭირო შედეგამდე მივიდეთ. ფასილიტატორი ელჩი გამოთქვამს მზადყოფნას, გაიმართოს მოლაპარაკებათა…

მეტი

გიორგი ვაშაძე: “კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ”

გიორგი ვაშაძე: “კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ”

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებებს ელიან. „ორივე მხარემ – ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, თუმცა ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ…

მეტი

“მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია!” – გიორგი ვაშაძე

“მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია!” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ვაშაძემ ხმის მიცემის პროცესში შესაძლო დარღვევების შესახებ ისაუბრა. „მინდა გამოვეხმაურო ისნის რაიონში პოლიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან აგრესიულ ქმედებას ჩვენს მოხალისეებზე. ჩვენი მოხალისეები კანონის სრული დაცვით, საკმაოდ დიდი დისტანციით დგანან ქუჩაში და არიგებენ პირბადეებს, მოუწოდებენ ადამიანებს, მივიდნენ არჩევნებზე. მოვუწოდებ შსს-ს, ნუ ცდილობს ჩვენი მხარდამჭერების დაშინებას, რადგან თქვენი არავის არ ეშინია. მითუმეტეს, პოლიციელებს მოვუწოდებ, რომელთაც თავადაც უნდა გამოხატონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა: მე მგონი, თქვენც მოგბეზრდათ უკვე ეს პოლიტიკური დავალებების შესრულება…

მეტი

უპრეცედენტო შეთანხმება – ოპოზიცია “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ შექმნის

უპრეცედენტო შეთანხმება – ოპოზიცია “ქართულ ოცნებასთან” კოალიციას არ შექმნის

“ლეობორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ისინი პირობას დებენ, რომ „ქართული ოცნება” დემოკრატიულ-საქართველოსთან” კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. მათი განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე თანხმდებიან, რომ ოპოზიცია ერთად უნდა იყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი): „მწამს, რომ აღმშენებლობის საწყისი ერთიანობა და ერთად დგომაა. ვფიქრობ, ყველას ამოგვივიდა ყელში დაპირისპირების ფონი. გვინდა, რომ საქმის კეთება დავიწყოთ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ვაწერ ამ დოკუმენტს ხელს. თანამშრომლობა დღეს ოპოზიციურ,…

მეტი

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებენ. პიკერიტებისკენ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. აქციის მონაწილეები უკვე გადანაწილდნენ პარლამენტის შენობის შესასვლელებთან, სადაც კასრები და პუფები მიიტანეს. ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის ეზოში კი სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პარლამენტის შენობასთან აქციის დაწყებამდე, “გირჩის” წევრებმა, “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მსვლელობა მოაწყვეს. ფოტო: 1tv.ge

მეტი