“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო. “დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი…

მეტი

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო

შსს-მ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მეტი

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს. გიორგი გახარიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა. გახარიას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. „იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს…

მეტი

ელექტროენერგიის გარდა, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, წყლის ტარიფიც იზრდება

ელექტროენერგიის გარდა, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში, წყლის ტარიფიც იზრდება

პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, დაწესებული შეზღუდვების შედეგებსა და ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის სუბსიდირებაზე ბრიფინგზე ისაუბრა. “2020 წელი დასასრულს უახლოვდება; მძიმე წელი, გლობალურად და ქვეყნისთვისაც. დღეს იყო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა და წელს, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო, ამიტომ, მინდა ორიოდე სიტყვით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მიზნობრივ შეზღუდვებზე და ამ შეზღუდვების შედეგებზე ვისაუბროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სულ რაღაც ერთი თვის წინ, საქართველოში…

მეტი

გიორგი გახარია: “2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები დენის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ”

გიორგი გახარია: “2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები დენის ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ”

“2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის. „საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი

შეზღუდვები, რომლებიც მსუბუქდება ან ძალაში რჩება

შეზღუდვები, რომლებიც მსუბუქდება ან ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდება. მიღებულ გადაწყვეტილებებზე საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. “უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. “ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა…

მეტი

6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება

6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვის ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ. „მიზნობრივი პროგრამა ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს გახლავთ 1200 ლარი – 6 თვის განმავლობაში, 200 ლარი ყოველთვიურად. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში. წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა…

მეტი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ნათია მეზვრიშვილმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. „13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა…

მეტი

მაიკ პომპეო:”შეხვედრაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ”

მაიკ პომპეო:”შეხვედრაზე  თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ”

„მე მქონდა პროდუქტიული საუბრები ჩემს კოლეგებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძლიერი, დინამიური ორმხრივი ურთიერთობა მტკიცედაა დამყარებული ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებაზე,“-  ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. პომპეოს თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, რომლის დროსაც საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვიმსჯელეთ….

მეტი

მაიკ პომპეო: “ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”

მაიკ პომპეო: “ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, დემოკრატიის განვიოთარების პროცესში, ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ…

მეტი
1 2 3 10