გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

გიგი უგულავა:”თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში თავს გადავიპარსავ, თუ “ოცნება” მარტო დარჩება – კობახიძემ გადაიპარსოს”

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ირაკლი კობახიძეს “ნიძლავს” სთავაზობს. უგულავას თქმით, თუ ოპოზიციიდან ვინმე, “ისიც კი ვინც ყანყალებს” პარლამენტში შევა, ის მზადაა თავი გადაიპარსოს, ხოლო თუ კობახიძის მოლოდინი არ გამართლდა და “ოცნება” მარტო აღმოჩნდება პარლამენტში, მაშინ თავის გადაპარსვას ირაკლი კობახიძეს სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ დღეს მოლაპარაკებების მე-4 რაუნდიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ 11 დეკემბერს ოპოზიცია პარლამენტში შევა.

მეტი

რას გეგმავს ოპოზიცია – “მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში”

რას გეგმავს ოპოზიცია – “მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ პარლამენტში”

„როდესაც ძალით ფურცელზე შეკოწიწებული „ივანიშვილის პატიოსან გვამთა ერთობა“, რომელსაც ისინი უწოდებენ პარლამენტს, გადაწყვეტს ამ შენობაში შეკრებას ანუ ე.წ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს, ჩვენ ყველა ქუდი კაცზე შევიკრიბებით აქ და მათ მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა, მათ მოუწევთ ჩვენს სხეულზე გადაბიჯება იმისთვის, რომ შევიდნენ აქ და „გაუპრავონ“ ივანიშვილს ის, რაც მისთვის არ მიუცია ქართველ ხალხს, ის, რაც მას არ ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ამავე დროს, ჩვენ ვესაუბრებით მათ,“  – განაცხადა გიგი უგულავამ, მე-10…

მეტი

გიგი უგულავა:”ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს”

გიგი უგულავა:”ვაშაძის განცხადებები ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება. ვაშაძის მიერ, “რუსთავი 2″-ში გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომ  „თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა”, დღეს გიგი უგულავა გამოეხმაურა და განახცადა, რომ არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია ტყუილია.  “ეს განცხადება ოპოზიციის ერთობისთვის მჟავე გემოს ტოვებს, მაგრამ არ აზიანებს”- ამბობს გიგი უგულავა. “არანაირ მოლაპარაკებას გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. მას შეიძლება ჰქონდა პრივატული შეხვედრები სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მაგრამ ოპოზიციის სახელით რაიმე მოლაპარაკებას…

მეტი

გიგი უგულავა – ჩვენ ვართ კანონმორჩილი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არასდროს მიიღებს

გიგი უგულავა – ჩვენ ვართ კანონმორჩილი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არასდროს მიიღებს

ჩვენ ვართ კანონმორჩილი, მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არასდროს მიიღებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. „ადამიანებმა, იმიტომ, რომ საკუთარი პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ „გარეჯი საქართველოა“, ამისთვის ციხეში ორი ადამიანი დაიჭირეს. მარტო ამისთვის. სად არის ახლა „გარეჯი საქართველოა“, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო, თქვენ ხართ იუმორინა, უბედურება, შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი. ეს არის რეჟიმი, რომელმაც გუშინ ორ ადამიანს საკუთარი ძმაკაცის მკვლელობა დააბრალა,…

მეტი

გიგი უგულავა ხელისუფლებას მიმართავს: “დედა გეტირებათ!”

გიგი უგულავა ხელისუფლებას მიმართავს: “დედა გეტირებათ!”

“კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პირველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ, – წერს გიგი უგულავა, დღეს საღამოს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები მძიმედ დაშავდნენ.

მეტი

„ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს’’ – თბილისის აეროპორტში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა განხორციელდა

„ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს’’ – თბილისის აეროპორტში ოპოზიციის ლიდერებზე თავდასხმა განხორციელდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ თავად პარტია ავრცელებს. როგორც თავის მხრივ, გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, თავდასხმა საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, შიდა ზონაში მოხდა. “მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი”, – დაწერა უგულავამ facebook-ზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. აღსანიშნავია,…

მეტი

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავეს

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ “ევროპული საქართველოს” ლიდერები, გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი დააკავა. გარდა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც. “დააკავეს ჩვენი ლიდერები გიგი უგულავა, გიორგი კანდელაკი, ასევე დათო დვალიძე და ორი აქტივისტი”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ბიბლიოთეკაში იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მივიდა.

მეტი

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მონაწილეები გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მონაწილეები გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, მონაწილეები გიგი უგულავასა და გრიგოლ ვაშაძეს დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები უგულავას მისამართით  “წადი”-ს სკანდირებდნენ, ამასთან, მისი მისამართით ისროლეს ბოთლებიც. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ განცხადებებისგან. რუსთაველზე შეკრებილებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს გრიგოლ ვაშაძესაც.

მეტი

გიგი უგულავა – გახარიას გადაყენება გარდაუვალია

გიგი უგულავა – გახარიას გადაყენება გარდაუვალია

“მამუკა ხაზარაძე, აშკარად, იყო გულწრფელი და ბევრი გამაოგნებელი რამ თქვა“, –  “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მამუკა ხაზარაძის  დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აუცილებლად მოჰყვება დაჭერები. „დღევანდელ დღეს აუცილებლად მოყვება ბრალის წარდგენა-დაჭერები. ბრძოლა იქნება ხანგრძლივი! ამიტომ, ადრე რატომ არ ამოიღე ხმა, იმათ რატომ იცავდი და ასე შემდეგ- ეს ახლა უკვე არარელევანტურია. სამი, ერთმანეთის თანმიმდევრული ამოცანა უნდა გვქონდეს. 1. კობა გვენეტაძე უნდა ჩამოშორდეს ეროვნულ ბანკს. ის არაა ივანიშვილის საფლავის ქვის…

მეტი