ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც წუთზე ნაკლებ დროში, სომეხი ავაგიანი, აშკარა უპირატესობით – 12:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბეჭებზე გააკრა და პირწმინდად მოიგო ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ მეტოქესთან და მისი მედალი მეორეა გიორგი იანტბელიძის გუნდისთვის. კარიერაში კი, ოდიკაძისთვის ეს მერვე ევროპული მედალია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპირველობას ხვალ დაასრულებენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ…

მეტი

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე, ღირსების ორდენისა და ღირსების მედლის კავალერი, დამსახურებული მწვრთნელი და გორში, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი, ნუგზარ სხირელი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დღეს საღამოს გარდაიცვალა. ნუგზარ სხირელი 1992-1994 წლებში ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, მოგვიანებით კი, ეროვნული გუნდის თავკაციც. მისი მოსწავლეები იყვნენ დავით პოღოსიანი, ზაზა ზოზიროვი, ოთარ თუშიშვილი და ა.შ. ბოლო წლებში ის, ოლიმპიური ჩემპიონის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ოლიმპიური პრიზიორისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი იყო.

მეტი

4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან

4 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირს ნიცაში დაუბრუნდა და საკმაოდ მაღალი რეზულტატიც დააფიქსირა. ტურნირი სულ სამ დღეს ტარდება და ათივე წონით კატეგორიაში გამარჯვებულები და პრიზიორები ერთ დღეს გამოვლინდნენ. ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის გრან პრიზე ბექა ლომთაძემ (61 კგ), ზურა იაკობიშვილმა (70 კგ), ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) მოიპოვეს. ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა 57 კგ წონით კატეგორიაში ბექა ბუჯიაშვილს, რომელმაც საქართველოს მოგებით შემადგენლობიდან ოთო გოგავა ამოაგდო და ბრინჯაოს მედალს…

მეტი

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

სპორტი და პანდემია: როგორი იყო 2020 წელი საქართველოსთვის

2020 წელი ქართული სპორტისთვის და არა მხოლოდ, გამორჩეული უნდა ყოფილიყო, რადგან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდნენ, თუმცა, წლის დასაწყისში ბევრი ვერ იფიქრებდა იმ მოვლენების განვითარებას, რაც ამ დრომდე გრძელდება და პასუხი კითხვაზე – როდის დასრულდება პანდემია, არავის აქვს. COVID 19-მა გავლენა, ბუნებრივია სპორტზეც იქონია. გაუქმდა ოლიმპიური თამაშები, ჩაიშალა შეჯიბრები, ტურნირები და მნიშვნელოვანი ფორუმები. გარკვეული პერიოდით, შეჩერდა მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები და ტურნირები, თუმცა, უეფამ და ცალკეული ქვეყნების ფედერაციებმა, შეძლეს და ეროვნული ჩემპიონატები განაახლეს. ევროპული…

მეტი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ყველა ჩემპიონი ცნობილია

თბილისის სპორტის ახალ სასახლეში, დღეს დასრულდა ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დარჩენილ 5 წონით კატეგორიაში, მედლების კომპლექტი დღეს გათამაშდა და 10-ივე წონაში საქართველოს თითქმის უცვლელი ჩემპიონები ჰყავს, გარდა 65 კილოგრამისა, სადაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილის არყოფნაში, წონის ლიდერი შმაგი თოდუა გახდა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი ნიკა კენჭაძე გახდა, რომლის ძმამ, ავთო კენჭაძემ (74კგ), ჩემპიონის ტიტული გუშინ დაიცვა. დრამატული იყო ფინალი 86 კგ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს დათო მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი…

მეტი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა გუნდური მესამე ადგილით დაასრულა. გიორგი იანტბელიძის შეგირდებმა იტალიის დედაქალაქში 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, 95 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიცია დაიკავეს გუნდურ ჩათვლაში. პირველი ადგილი რუსეთს ერგო, მეორე კი – აზერბაიჯანს. ევროპირველობა ტრიუმფით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა, ვერცხლს დასჯერდა ბექა ლომთაძე, ბრინჯაოები კი ელიზბარ ოდიკაძეს და ავთო კენჭაძეს ერგოთ.

მეტი

გენო პეტრიაშვილი ევროპის ორგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილი ევროპის  ორგზის ჩემპიონია

გენო პეტრიაშვილის (125კგ) ტრიუმფით დასრულდა რომის ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ფალავანმა, ოქროს ფინალში პოლონელი ბარანი აშკარა უპირატესობით – 10:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. გენო პეტრიაშვილი ერთადერთია, რომელმაც გიორგი იანტბელიძის გუნდს ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლით დაასრულა რომის ევროპირველობაზე გამოსვლა ბექა ლომთაძემ (61კგ), ბრინჯაოებს კი ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) და ავთო კენჭაძე (74კგ) დაეუფლნენ.

მეტი

ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ბექა ლომთაძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე (61კგ) ევროპის ვიცე ჩემპიონია. იტალიის დედაქალაქ რომში, დღეს ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს საფინალო დღეს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა, თუმცა, ბექა ლომთაძემ ფინალში, რუს ალეკსანდრ ბოგომოევთან შეხვედრაში 3:2 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გიორგი იანტბელიძის გუნდის აქტივში, ამ დროისთვის 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) და ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) მოიპოვეს. დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ირაკლი მწითური (92კგ), ხოლო ოქროსთვის –…

მეტი

გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ

გენო პეტრიაშვილი და ბექა ლომთაძე ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ

რომის ოლიმპიურ ცენტრში, “მატეო პელიკონეზე” მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ჩემპიონის ტიტულისთვის იჭიდავებენ გენო პეტრიაშვილი (125კგ) და ბექა ლომთაძე (61კგ). ნახევარფინალში, ლომთაძემ, აზერბაიჯანელ ვალიზადას 1:2 სძლია, პეტრიაშვილმა კი უკრაინელ ხოციანივსკის 7:2 მოუგო. ხვალვე, ბრინჯაოს მედლისთვის ირაკლი მწითური (92კგ) იჭიდავებს, ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება რეპეშაჟიდან ავთო კენჭაძესაც (74კგ), რომელმაც 1/4 ფინალი რუს გაჯმაგომედოვთან დათმო. ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მეტი

ლომთაძე, მწითური და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ლომთაძე, მწითური და პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების სამი წევრი, ბექა ლომთაძე (61კგ), ირაკლი მწითური (92კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ნახევარფინალში გავიდნენ. ფინალში გამსვლელი შეხვედრები დათმეს ავთანდილ კენჭაძემ (74კგ) და დათო მარსაგიშვილმა (86კგ), რომლებსაც ბრინჯაოს შანსი გაუჩნდებათ, თუკი მათი დამმარცხებლები ფინალის საგზურს მოიპოვებენ. ბექა ლომთაძემ ნახევარფინალამდე რუმინელი ოხლოპკოვი და მოლდოველი კოლესნიკი აშკარა უპირატესობებით დაამარცხა, ასევე იმარჯვა გენო პეტრიაშვილმაც ესპანელ და რუს მეტოქეებთან, ირაკლი მწითურმა პირველი დაპირისპირება კოსოვოელ ედონ შალას 12:0 მოუგო, ნახევარფინალის…

მეტი
1 2 3 4