გელა ზაალიშვილი თბილისის გრან სლემის ჩემპიონია
მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი (+100კგ) თბილისის ძიუდოს გრან სლემის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე, -100 კგ წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძემ კარიერაში პირველი ვერცხლის მედალი მოიგო. მან ნახევარფინალში ტომა ნიკოფოროვს აჯობა, ჩემპიონის ტიტული კი კანადელ მეტოქეს დაუთმო. ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა საბა ინანეიშვილმა (+100კგ). თბილისის გრან სლემის ჩემპიონი გახდა თემურ ნოზაძე (-60კგ), ვერცხლის მედალს ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოებს – ლაშა შავდათუაშვილი, ალეკო მამიაშვილი…
მეტი