თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია

თეიმურაზ ვანიშვილი ევროპის ჩემპიონია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე თეიმურაზ ვანიშვილი (61კგ), 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონია. ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში მიმდინარე ევროპირველობაზე, ვანიშვილმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთადერთი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალში, ვანიშვილმა სომეხი პაპიკიანი 1:6 დაამარცხა. ამ მომენტისთვის, ზურაბ ჭიღლაძის გუნდს 1 ოქრო და 1 ბრინჯაო აქვს. ბრინჯაოს მედალი რამაზ თურმანიძის ანგარიშზეა (57კგ). დღესვე, ბრინჯაოსთვის ვლადიმერ გამყრელიძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) იჭიდავებენ. 21 მაისიდან ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.

მეტი

აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

აივენგო რიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე აივენგო რიკაძემ (82კგ) ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რიკაძემ, რომელიც დებიუტანტი იყო უფროსებში, ევროპის ჩემპიონატზე, ნახევარფინალის გარდა ყველა დაპირისპირება მოიგო, ბრინჯაოს ფინალში კი სომეხი მეტოქე 2:3 დაამარცხა. ლადო გეგეშიძის გუნდმა ვარშავის ევროპირველობაზე გამოსვლა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ტურნირის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე(72კგ) გახდა, ვიცე ჩემპიონი – იაკობ ქაჯაია (130კგ), ლერი აბულაძე (63კგ) კი ბრინჯაოს დაეპატრონა. მოპოვებული ქულებით, ბერძენ-რომაელები ევროპის გუნდურ მესამე ადგილზე გადიან.

მეტი

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძე (79კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ევროპის ბრინჯაოს პრიზიორები არიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი ნიკა კენჭაძემ მოუტანა, რომელმაც წუთზე ნაკლებ დროში, სომეხი ავაგიანი, აშკარა უპირატესობით – 12:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ბეჭებზე გააკრა და პირწმინდად მოიგო ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ მეტოქესთან და მისი მედალი მეორეა გიორგი იანტბელიძის გუნდისთვის. კარიერაში კი, ოდიკაძისთვის ეს მერვე ევროპული მედალია. თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ევროპირველობას ხვალ დაასრულებენ, სადაც საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ…

მეტი

1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური ჩემპიონობა ქართველი ძიუდოისტებისგან

1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური ჩემპიონობა ქართველი ძიუდოისტებისგან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, ვაჟთა შორის, ევროპის ჩემპიონია. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპირველობა, ეროვნულმა გუნდმა 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რითიც, გუნდური პირველი ადგილი გაინაღდა კაცებს შორის. ტურნისის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ოქროს ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. მეორე დღეს საქართველო უმედლოდ დარჩა, ვინაიდან, ლაშა შავდათუაშვილმა მედლისთვის ბრძოლა ვერ შეძლო. ფინალურ დღეს კი საქართველომ ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე ქართველმა შესანიშნავად იასპარეზა და…

მეტი

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი სტარტს 19 აპრილს აიღებს

19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. თავდაპირველად, ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გიორგი იანტბელიძის გუნდში ცვლილებებია, ევროპირველობაზე არ გამოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც, მაისში, სოფიაში დაგეგმილ სალიცენზიო ტურნირისთვის ემზადება. კონტინენტის საუკეთესოს ტიტულისთვის ბრძოლას ამჯერად ზურაბ იაკობიშვილის დააკლდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომში შეკრება 15 აპრილს დაასრულა და პოლონეთში გუშინ გაემგზავრა და გუნდის შემადგენლობა ასეთია: 57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ – ბექა ლომთაძე 65 კგ – შმაგი თოდუა 70 კგ – დავით…

მეტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ვიცე ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ვიცე ჩემპიონია

პირველი მედალი ლისაბონიდან – პორტუგალიის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ოქროსა და ჩემპიონობისთვის ბრძოლა იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. -60 კგ წონით კატეგორიაში თბილისის გრან სლემის გამარჯვებული, თემურ ნოზაძე დადგა, ლუხუმ ჩხვიმიანის არყოფნაში, თუმცა, მან პირველივე დაპირისპირება დათმო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ქალებს შორის, მარიამ ჯანაშვილმა (-52კგ) ასევე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ)…

მეტი

3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

3 რეკორდი და 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი და სამი ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელია. მოსკოვში მიმდინარე ევროპირველობაზე, ქართველმა ძალოსანმა, ატაცში, თავისი ბოლო მსოფლიო რეკორდი, 220 კგ გააუმჯობესა და 222 (207/217კგ) კილოგრამი დაძლია და უალტერნატივოდ, ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში, ქართველმა გოლიათმა 245/253/263 დაძლია, თუმცა, უკვე მეორე მისვლაზე ევროპის ჩემპიონის ტიტული და სამი ოქროს მედალი გაინაღდა. ლაშა ტალახაძის რეკორდი აკვრაში 260 კილოგრამი იყო და აქაც, მან თავისივე მაჩვენებელი გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში ლაშა ტალახაძემ 485 კილოგრამი დაძლია. ნაკრების კაპიტანმა, ირაკლი…

მეტი

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

რეზი დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. რევაზ დავითაძემ (89კგ) ატაცში 166/171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლს დაეუფლა, ხოლო აკვრაში, 198/203 კილოგრამით პირველობა არავის დაუთმო და ოქრო დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში, ქართველმა ძალოსანმა 374 კგ დააგროვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების მონაგარი ასეთია: შოთიკო მიშველიძე ატაცი და ორჭიდი 2 ვერცხლი, გოგა ჩხეიძემ კი აკვრაში ბრინჯაო მოიპოვა.

მეტი

ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსანი შოთა მიშველიძე ევროპის ვიცე ჩემპიონია

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, შოთა მიშველიძემ ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. 61 კგ წონით კატეგორიაში, შოთა მიშველიძემ ატაცში 131/135 დაძლია და საქართველოს ძალოსანთა ყულაბას 2021 წლის პირველი მედალი შესძინა. ძალოსანმა აკვრაში 155 დაძლია და მე-5 ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში 290 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა. რუსულ ფიცარნაგზე, ამავე წონაში, რამინ შამილიშვილიც გამოვიდა, ძალოსანმა ატაცში 124 კილოგრამს გაართვა თავი და მე-8 ადგილზე გავიდა. შამილიშვილი აკვრაში დაძლეული 147/155 კილოგრამით მე-7, ხოლო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 279კილოგრამით მე-9 ადგილზე…

მეტი

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში ჩატარდება

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ვარშავაში ჩატარდება

ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი, 19-25 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდება. პანდემიის გამო, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას (UWW) გაწერილი კალენდრის შეცვლა რამდენჯერმე მოუხდა. თავდაპირველად, ევროპირველობა თებერვლის დასაწყისში, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში უნდა გამართულიყო, თუმცა, აპრილის თვეში გადაიწია და სავარაუდო ადგილად კვლავ რომი, მატეო პელიკონეს სახელობის არენა დასახელდა, თუკი ის უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. როგორც ჩანს, UWW-ში გადაწყვიტეს, რომ მასპინძელი ქვეყანა არ შეიცვალოს, მაგრამ ამჯერად, ტურნირს დედაქალაქი უმასპინძლებს. გარდა ამისა, დაზუსტდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირების ჩატარების დროც. 2020 წელს…

მეტი
1 2 3 10