საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება, მხარეებმა უკვე მოახერხეს ფართო საარჩევნო რეფორმებზე ურთიერთგაგების მიღწევა, რაც მათი მიღების შემდგომ, არსებითად გააუმჯობესებს საქართველოს მომავალ არჩევნებს. ჩვენ ვაფასებთ ყველა პარტიის ლიდერის კონსტრუქციულ მონაწილეობასა და ამ დროისთვის არსებულ მიღწევებს ამ რთულ მოლაპარაკებებში. დიალოგი მოიცავდა რთულ და მნიშვნელოვან საკითხებს. ამ საკითხებს მხარეები მიუდგნენ ქვეყნის…

მეტი

ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისიდან გონივრული გამოსავალის შეთავაზებას ელის

ოპოზიცია ხელისუფლებისგან პოლიტიკური კრიზისიდან გონივრული გამოსავალის შეთავაზებას ელის

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს დილიდან ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს მართავენ. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე მიმდინარეობს. განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირებაა. ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება. მანამდე ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის…

მეტი

გიორგი ვაშაძე: “კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ”

გიორგი ვაშაძე: “კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ”

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებებს ელიან. „ორივე მხარემ – ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, თუმცა ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ…

მეტი

ზურაბ ჯაფარიძე: “ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს”

ზურაბ ჯაფარიძე: “ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს”

“ყველა ვთვლით, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, რომელიც უნდა განიმუხტოს” – განუცხადა გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟყრნალისტებს, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ. „ამ შეხვედრაზე იყო პოზიციების გაცვლა, პარტიებმა მოვყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და იყო ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის პოზიცია – ისინი როგორ აფასებენ ჩატარებულ არჩევნებს. ეს იყო და ეს ამ შეხვედრაზე, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ კიდევ ერთი…

მეტი

არჩილ თალაკვაძე – პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

არჩილ თალაკვაძე – პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან “პოლიტიკური დიალოგი დაიწყო”. მისი განცხადებით დღევანდელი შეხვედრა  პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო და  შშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობას ამ შეხვედრაში პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა. „პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვთქვით, რომ პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის…

მეტი

EU – “არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო”

EU – “არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო”

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ” 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური განახლებული საარჩევნო სისტემით და ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობით ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო რთული პირობები იყო შექმნილი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირის) და ეუთოს, ევროპის საბჭოს და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ერთობლივი მოხსენების თანახმად, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული…

მეტი

კარლ ჰარცელი: “მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება”

კარლ ჰარცელი: “მთავარია არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, არამედ ის, თუ როგორ იქნება მოპოვებული ეს გამარჯვება”

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ჰარცელი აღნიშნავს, რომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა აიღოს. “ევროკავშირი არჩევნების დღეს, კისრულობს უპრეცედენტო როლს, რომ განახორციელოთ არჩევნების წარმართვაზე აქტიური მონიტორინგი” აცხადებს ელჩი და განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, 70-ზე მეტი გუნდი შეიკრიბება, რომლებიც ეწვევა 1000-ზე მეტ საარჩევნო უბანს ქვეყნის მასშტაბით. „ორ დღეზე ნაკლები გვაშორებს იმ მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებს, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეები ხმის მისაცემად საარჩევნო…

მეტი

EU, UNDP: არჩევნების გამო, ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება

EU, UNDP: არჩევნების გამო, ქართულ მედიაში დაძაბულობა იზრდება

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშების მიხედვით, პოლარიზება მატულობს მედიის თითქმის ყველა სეგმენტში. 31 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო პროცესის მედია-გაშუქება მეტად პოლარიზებული და ნაკლებად დაბალანსებული ხდება. ასეთია მედიამონიტორინგის ანგარიშის ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დღეს გამოაქვეყნეს. ზაფხულის პერიოდთან შედარებით, 1 სექტემბრიდან მკვეთრად მატულობს პოლარიზება ტელევიზიებში, ხოლო ბეჭდურ მედიაში იკვეთება ყველა საარჩევნო მოთამაშის ნეგატიურად გაშუქების ტენდენცია. ამასთან ერთად, ბეჭდური მედია ხშირად აქვეყნებს ინფორმაციას გადაუმოწმებელ წყაროებზე დაყრდნობით. პოლარიზება იზრდება…

მეტი

EU : სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

EU : სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ წვრთნებთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს.

მეტი

შოტლანდიას ევროკავშირში დაბრუნება უნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით

შოტლანდიას ევროკავშირში დაბრუნება უნდა – დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით

შოტლანდიის ავტონომიის მთავრობის მეთაური, ნიკოლა სტერჟენი აცხადებს, რომ შოტლანდია აუცილებლად დაბრუნდება ევროკავშირში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ბრექსიტის მოწინააღმდეგეთა გამოსვლები უკვე გაიმართა ედინბურგში, გლაზგოში, დანდსა და სხვა შოტლანდიურ ქალაქებში. მიტინგებში ბრიტანეთის პარლამენტის ის დეპუტატები მონაწილეობდნენ, რომლებიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას წარმოადგენენ. დემონსტრაციების მონაწილეები შოტლანდიას ევროპულ ქვეყანას უწოდებენ და მის ევროკავშირში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვენ. 2016 წელს გამართულ რეფერენდუმზე შოტლანდიელთა 62%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრექსიტის დღეს, თავის გამოსვლაში სტერჟენმა მომხრეებს მოუწოდა, კანონის ფარგლებში, იბრძოლონ ახალი რეფერენდუმის ჩატარებისთვის, რომელმაც შოტლანდიას დამოუკიდებლობა…

მეტი
1 2