პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

პირველი მარცხი საკვალიფიკაციო ეტაპზე:საქართველო- სერბეთი 66:92

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მარცხი განიცადა. ილიას ზუროსის შეგირდებმა, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით – 66:92 დამარცხდა. მესამე პერიოდიდან, სერბეთმა საქართველოს აქტიურად შეუტია, რაც მათ სოლიდურ უპირატესობაში გამოიხატა. საბოლოოდ კი, 26 ქულიანი სხვაობით წავაგეთ. მიუხედავად მარცხისა, ეროვნული ნაკრები 9 ქულით ცხრილს ლიდერობს, ამ მოგებით კი, სერბეთს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა. მორიგ დაპირისპირებას, ზუროსის გუნდი, ისევ სპორტის სასახლეში, ფინეთთან 21 თებერვალს გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება….

მეტი

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტს უმასპინძლებს

საქართველო 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონტს უმასპინძლებს. ეს ამბავი დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე გადაწყდა. ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის პრეზიდენტმა, თურგაი დემირელმა გამოაცხადა. გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად, საქართველო მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი იქნება. ამ 4 ქვეყანაში ევრობასკეტის თითო ჯგუფის თამაშები ჩატარდება, ხოლო ფინალურ ეტაპს, ჯგუფებიდან გასული გუნდების შემადგენლობით, გერმანია უმასპინძლებს. მიუნხენში გამართულ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძელთა დასახელების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე,…

მეტი