ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სეოკ-ს ახალი საკოლექციო მონეტები გადასცა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სეოკ-ს ახალი საკოლექციო მონეტები გადასცა

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტებს – ელგუჯა ბერიშვილსა და ნინო სალუქვაძეს, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს სოსო გიორგაძეს, სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი დოლაბერიძეს, ძალოსნობაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რაფაელ ჩიმიშკიანს, უმასპინძლა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სტუმრებს ახალი საკოლექციო მონეტა გადასცა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნა. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გასულ წელს ტოკიოში უნდა გამართულიყო, თუმცა, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა…

მეტი

სეოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

სეოკ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. დამტკიცდა 2021-2024 წლებში სეოკ-ის სესიებსა და აღმასკომის სხდომებზე განსახილველი საკითხების, ჩასატარებელი ღონისძიებებისა და განსახორციელებელი პროექტების გეგმა. ასევე დამტკიცდა სეოკ-ის 2021 წლის ბიუჯეტი. სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა ისაუბრა 2025 წელს ბაკურიანში გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღმასკომი ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ მოაკლებს…

მეტი

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ბაკურიანი უმასპინძლებს

დღეს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული იქნა ჩვენი სპორტისთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ონლაინ-ფორმატში გამართული ევროპული ფორუმის ყველა დელეგატმა, რომლებმაც მოისმინეს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს განაცხადის შესახებ, ასევე ნახეს სეოკ-ის მიერ წარდგენილი სამწუთიანი საპრეზენტაციო ვიდეო რგოლი. ამ ისტორიულ მომენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში თვალს ადევნებდნენ სეოკ-ის ხელმძღვანელები. აღინიშნა, რომ დღეიდან იწყება ახალი და მეტად საპასუხისმგებლო…

მეტი

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

ოლიმპიური კომიტეტი: გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გამართა საგანგებო პრესკონფერენცია, რომელიც უკავშირდებოდა სახელოვანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონ-პრიზიორები, სპორტში მოღვაწე ადამიანები. ლერი ხაბელოვმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო სეოკ-ის მიმართვის ტექსტი: „ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა – დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად…

მეტი

სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ თამაზ გველუკაშვილი უხელმძღვანელებს

სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალურ ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის ვადით კვლავ თამაზ გველუკაშვილი უხელმძღვანელებს

ქალაქ რუსთავში სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრება გაიმართა, რომლის დღის წესრიგი მოიცავდა 4 საკითხს. კრებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, სეოკ-ის სპორტული დირექტორი ივანე მეკრავიშვილი, ოლიმპიელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლუკა კურტანიძე, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, სხვა საპატიო სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორგანიზაციის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამაზ გველუკაშვილმა. დღევანდელი კრების ძირითად საკითხს…

მეტი

ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

ლერი ხაბელოვი ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მესამე ვადით უხელმძღვანელებს

ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვი მესამე ვადით უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის პოსტზე ხაბელოვი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც დელეგატებმა მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს. ყრილობაზე, 137 დელეგატიდან, რეგისტრაცია 121-მა გაიარა. აქედან, ძიუდოს ფედერაციამ და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ირაკლი ცირეკიძემ და გიორგი ასანიძემ, ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი ყრილობის მინიმუმ სამი თვით გადადებას, საინიციატივო ჯგუფის შექმნასა და წესდების ცვლილებას მოითხოვდნენ, რათა ყველა მსურველს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. არ შეცვლილა აღმასკომის წევრებისა და ვიცე პრეზიდენტების ვინაობაც. როგორც მესამე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა განმარტა, ცვლილებები,…

მეტი

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები არ გადაიდება

ამ წუთებში, კაფე “სტამბა” ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობას მასპინძლობს. ყრილობის დაწყებისას, ოლიმპურმა ჩემპიონებმა, გიორგი ასანიძემ და ირაკლი ცირეკიძემ, ასევე ძიუდოსა და კალათბურთის ფედერაციის დელეგატებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და სეოკის პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს ყრილობის სამი თვით გადადებისკენ მოუწოდეს. ასანიძე, ცირეკიძე და ქევხიშვილი მიიჩნევენ, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოქმედი წესდების შეცვლაზე იმუშავებს და ახალი წესდებით მოხდეს შემდეგ ყრილობის ჩატარება, რათა სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. გიორგი ასანიძის განცხადებით, რაც ახლა ხდება, ოლიმპიური…

მეტი

“საქართველოს ბანკისა” და ოლიმპიური კომიტეტის პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდა

“საქართველოს ბანკისა” და ოლიმპიური კომიტეტის  პარტნიორობა  კიდევ 5 წლით გაგრძელდა

დღეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში საქართველოს ბანკს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ და პარალიმპიურ კომიტეტეტებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ კომიტეტს, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ 5 წლით გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა…

მეტი

მანუჩარ კვირკველია: ჭიდაობის ფედერაციაში დაბრუნებაზე ნაღდად არ ვფიქრობ

მანუჩარ კვირკველია: ჭიდაობის ფედერაციაში დაბრუნებაზე ნაღდად არ ვფიქრობ

ოლიმპიური ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, მანუჩარ კვირკველია ძალებს პოლიტიკაში მოსინჯავს. მას, პოლიტიკური პარტია “პროგრესი და თავისუფლება”, ოზურგეთში, დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგენს. მანამდე კი სპორტსმენთა გაერთიანებას – “ჩემპიონთა ლიგა” ოლიმპიური ჩემპიონის კანდიდატურის წარდგენა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტზე სურდა, თუმცა სეოკის შეცვლილმა წესდებამ სხვა კანდიდატებს პრეზიდენტის პოსტზე განაცხადის გაკეთების უფლება არ მისცა. წელსვე, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, სადაც პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია 2014-2016 წლებში იყო, საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის ჩატარება უწევს. როგორც ვეტერანი სპორტსმენი “რეკორდერთან” ინტერვიუში აცხადებს, ის ფედერაციაში დაბრუნებაზე…

მეტი

გია ნაცვლიშვილი: ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები თაღლითურია

გია ნაცვლიშვილი: ოლიმპიური კომიტეტის  საპრეზიდენტო არჩევნები თაღლითურია

სპორტსმენთა გაერთიანება, “ჩემპიონთა ლიგა”, ოლიმპიურ კომიტეტში, პრეზიდენტობის კანდიდატად მანუჩარ კვირკველიას წარდგენას აპირებდა, თუმცა შეცვლილი წესდების გამო, ის კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა. ამის შესახებ, დღეს ორგანიზაციის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე ითქვა. როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია ნაცვლიშვილი აცხადებს, სეოკის მოქმედ პრეზიდენტს, ლერი ხაბელოვს წესდება საკუთარ პიროვნებაზე აქვს მორგებული, რის გამოც 11 სექტემბერს დაგეგმილი ყრილობა უპრეცედენტოა, რადგან სხვა ადამიანებს კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მიეცათ, რის გამოც, აღნიშნული არჩევნები არასამართლიანი, დისკრიმინაციული და თაღლითურია. “ეს არის არასამართლიანი არჩევნები. ჩვენი აზრით, პრეზიდენტის…

მეტი
1 2 3 4